გოლების მანქანა მორცხვი ღიმილით
ვერ წარმოიდგენ, რომ ის შეტევა გოლით შეიძლება დასრულდეს. გამოხტება ჩასაფრებული თომას მიულერი და მეტოქის საქმე წასულია. 2015 წელს ბევრ გრანდსა თუ ვარსკვლავს გაუჭირდა, თუმცა მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერსა და ჯილას თამასა დაბლა არ დაუშვია.

აგვისტოში "ბაიერნი" დრეზდენში დაპატიჟეს, ადგილობრივ "დინამოსთან" საქველმოქმედო მატჩის ჩასატარებლად. "ბაიერნს" უყვარს თავისი ბრენდის გამოყენება მაშინ, როცა სხვა გუნდებს უჭირთ.

თამაში რომ დასრულდა, ერთ-ერთმა დრეზდენელმა ფანმა საიდანღაც მეგაფონი დაითრია და მიუნხენელ ვარსკვლავებს დასძახა: "ეი, 100-მილიონიანო ბიჭებო, რა ღირს თქვენი მაისურები?" "მე 100-მილიონიან ბიჭს ვეძებ!"

იოლი იყო ამ შეძახილის მთავარი ადრესატის გამოცნობა. რამდენიმე დღის შემდეგ გერმანულ პრესაში გამოთქმული ვარაუდი დადასტურდა - "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად შესთავაზა 85 მილიონი ევრო "ბაიერნს" თომას მიულერის სანაცვლოდ.

მაშინ მიულერმა მორცხვად გაიღიმა და "დინამოს" ქომაგს ისე ჩაუარა, რომ არაფერი უთქვამს საერთოდ. ბოლო ექვსი წელია, ასეა - თომას მიულერი მორცხვად იღიმის. ის ფეხბურთს თამაშობს და მხოლოდ წინ მიდის. არანაირი სკანდალი, არანაირი უხერხულობა.

ის არ ჰგავს სუპერგმირს. უყურებ მის თამაშს და თითქოს, არანაირი ეფექტი, მაგრამ ის გოლების მანქანაა და ტიტულებს აგროვებს როგორც გერმანიის ნაკრებში, ისე "ბაიერნში".

ახალ თაობას უყვარს მესი, რონალდო, ნეიმარი და სუარესი. ისინი დიდებულები არიან. ყოველდღე მათზე წერენ. თომასი თითქოს, რაღაცით ძველ ვარსკვლავს ჰგავს - არ ხმაურობს, მხოლოდ გააქვს და ყოველთვის ჩუმადაა.

ბევრისათვის იდეალური ფეხბურთელი ისაა, ვინც ძველ ვარსკვლავებს ჰგავს. ისინი ყოველდღე არ იყვნენ პრესის ფურცლებზე და მაინც მაგრები იყვნენ. დღესაც ეძებენ ასეთებს ქომაგები. ის ქომაგები, ვისთვისაც ფეხბურთი მხოლოდ უბრალო თამაშია და არა - დიდი ბიზნესი.

"ოქროს ბურთზე" ოცნებას მიულერი კარგა ხნის წინ შეეშვა. "მე ნომინანტებში მოვხვდი, მაგრამ ვიცი, რომ ამ ჯილდოს ვერ მოვიგებ", - თქვა ერთხელ მან. რაღა შორს წავიდეთ, ის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი არ დაუსახელებიათ გერმანიაში. რობენი, როისი, ლევანდოვსკი და სხვები უფრო ეფექტურად უტევენ. ის კი ჩუმად აგროვებს ტიტულებს.

დღეს ფეხბურთი აღარ არის მხოლოდ ფეხბურთი. სუპერვარსკვლავს ან მაგარი ტატუ უნდა ჰქონდეს, ან მაგარი ვარცხნილობა. ის ან მაგრად უნდა "ყვინთავდეს", ან ქალებთან სკანდალებში ეხვეოდეს.

მიულერს კი გააქვს და გააქვს, მისთვის სეზონში 20 ბურთი ნორმაა. უყურებ მის თამაშს და ხვდები, რომ ფეხბურთი უბრალოდ თამაშია. ერთხელ მოურინიომ მიულერზე თქვა: "ის სრულყოფილი მეგოლეა, მე მასში სისუსტეს ვერ ვხედავ". - ამ შემთხვევაში, ჟოზემ იუმორისა და სარკაზმის გარეშე თქვა. კარგადაც თქვა.

ჩვენ ბევრ მიულერს ვხვდებით ყოველდღე, როცა ქუჩაში გამოვდივართ, მაღაზიაში შევდივართ ან ტრანსპორტში ვსხედვართ. ის ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო, ვთქვათ, პატიოსანზე პატიოსანი და უბრალოზე უბრალო მასწავლებელი ან ექიმი იქნებოდა.

ის ვარსკვლავია და მას ვარსკვლავისა არაფერი სცხია. გოლების ჩუმი და მორცხვი მანქანა - თომას მიულერი!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kote
მართლა კარგი სტატიაა, მიულერიც მაგრად მომწონს, ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ფეხბურთელი თორემ წაიღეს იმ პრიმადონებმა ტვინი რა
vazha
მემგონი ევრიპის ჩემპიონობის გარდა ყველაფერი აქ მოგებული და მაგასაც მოიგებს !
irakli arqania
ყოჩაღ ალეკო,მაგარი სტატია ძალიან
effe
მე მიულერზე მსგავსი სტატია ქართულ სივრცეში არსად წამიკითხავს ყოჩაღ და დიდი მადლობა ავტორს...

ყოჩაღ! ძალიან ობიექტური და კარგი სტატიაა.
bundesteam
ალეკო, კარგი წერილია, გერმანიას ქომაგობ? ისე, კარგი იქნება, თუ ჟურნალისტები თავს უფრო ახლოს გაგვაცნობენ
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესი? ლევანდოვსკი? მბაპე!
"მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში, ხშირად ხდება" - თომას მიულერი
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ლიგების ტოპ-გოლეადორი
მიულერი შესაძლოა, თურქულ კლუბს შეუერთდეს
კონფედერაციათა თასი 2017: ისინი არ წავლენ რუსეთში...
"ძალიან რთულია მოიგო, როცა 10 ფეხბურთელით 14-ის წინააღმდეგ თამაშობ"