22 წლის უნივერსალს გული ისევ ყაზახეთისკენ მიუწევს
22 წლის უნივერსალმა გიორგი ნარიმანიძემ სეზონი ყაზახეთის ჩემპიონატის პირველი ლიგის ბინადარ "ეკიბასტუზეცში" ჩაამთავრა.

ნარიმანიძე რუსთავური საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ასაკის მიუხედავად, არაერთი მატჩი ჩაუტარებია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. მას შეუძლია თამაში როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში.

ყაზახეთში სეზონი დასრულდა და დავინტერესდით, რას აპირებს ნარიმანიძე. ამიტომაც შევეხმიანეთ ინტერვიუსთვის...

- ყაზახეთში სეზონი უკვე დასრულდა. როგორი იყო ის თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის?

- თავიდან ძალიან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ თანდათან მოვახერხეთ მდგომარეობის გამოსწორება. რამდენიმე ძლიერ გუნდს მოვუგეთ, მათ შორის - ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებს. ამის შემდეგ გუნდის მიმართ ყურადღება მკვეთრად გაიზარდა, პირობები გაუმჯობესდა...

- როგორც ვიცით, "ეკიბასტუზეცში" თქვენთან ერთად ერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა...

- დიახ, გიორგი აბელაშვილი. ახლა ისიც საქართველოშია და ჩემი არ იყოს, არც მისი მომავალია ბოლომდე გარკვეული.

- რას ფიქრობთ, ისევ "ეკიბასტუზეცში" აპირებთ დარჩენას?

- სიმართლე გითხრათ, გული ისევ ყაზახეთისკენ მიმიწევს. ველოდები რაღაც ნიუანსების გარკვევას და, შესაძლოა, კლუბთან ახალი კონტრაქტი გავაფორმო. მით უმეტეს, მომავალ სეზონში "ეკიბასტუზეცის" მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლა იქნება.

ეს არის საკმაოდ ტრადიციული კლუბი, რომელსაც ადრეც უთამაშია უძლიერესთა შორის.

- ამ დროისთვის ყაზახეთიდან ან სხვა საზღვარგარეთული კლუბიდან თუ არის ინტერესი?

- არის რაღაც ლაპარაკი, მაგრამ რეალურია-მეთქი, რომ გითხრათ, ისეთი არაფერი...

- ქართული კლუბებისგან თუ იყო შემოთავაზება?

- ახალ წლამდე იყო ერთი-ორი შემოთავაზება.

- ესე იგი, უფრო რეალური "ეკიბასტუზეცში" დარჩენაა?

- ამ ეტაპზე ასეა, მაგრამ ურიგო არ იქნებოდა რუსეთში ან უკრაინაში ძალების მოსინჯვა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რუსთავიდან თავრიზში - კახა კაკაშვილი ირანულმა გუნდმა წაიყვანა
საპოვნელა-შუქურა 2:0
გიორგი ნარიმანიძე: აქ, ყაზახეთში, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობთ
თბილისის "ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა
გიორგი ნარიმანიძე: ჩვენი მდგომარეობა გაუსაძლისია
მეტალურგი-ლოკომოტივი 0:5 - უმაღლეს ლიგაში, სწორი გათვლით [VIDEO+PHOTO]