ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უცნობი სამკუთხედი - ჟორდანია, ტორესი და "ჩელსი"

უცნობი სამკუთხედი - ჟორდანია, ტორესი და "ჩელსი"

აბრამოვიჩმა ჟორდანიას თავად ჰკითხა - მერაბ, საქართველოში საინტერესო საფეხბურთო სკოლა და გუნდი გეგულება?

საფეხბურთო სამყარო გაოგნებულია - ესპანეთის ნაკრებისა და "ლივერპულის" ფორვარდი ფერნანდო ტორესი ზედ სატრანსფერო ფანჯრის "მიხურვის" წინ ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი გახდა.

მართალია, ეს კლუბები კონკურენტები არიან, მაგრამ 21-ე საუკუნეში ფეხბურთელთა გადასვლაზე ისეთი დაუძინებელი მტრებიც კი მორიგდებიან ხოლმე, როგორებიც მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" არიან. მაყურებლის აზრს ყველა ითვალისწინებს, მაგრამ ფულის ცდუნებას ბევრი ვერ უძლებს.

"ლივერპული" და "ჩელსი" კი ტრანსფერზე უპრობლემოდ შეთანხმდნენ, რადგან "არისტოკრატების" მეპატრონე რომან აბრამოვიჩმა კიდევ ერთხელ გააოცა მსოფლიო და გაგანია ეკონომიკური კრიზისის დროს ესპანელ ვარსკვლავში 50 მილიონი ევრო გადაიხადა.

პირად კონტრაქტზე ტორესს "ჩელსისთან" არც უვაჭრია, რადგან კვირაში 175 ათასი გირვანქა შესთავაზეს, პლუს სხვა შემოსავლები, რაც ორჯერ მეტი თანხაა, ვიდრე "ლივერპულში" იღებდა და კლუბს იოლადაც შეელია - ეს ხომ მისი საყვარელი მადრიდის "ატლეტიკო" არ იყო. ტორესი "არისტოკრატებმა" 2016 წლის ზაფხულამდე დაისაკუთრეს.

"მარკას" ინფორმაციით, მათი საყვარელი ფეხბურთელის მიმართ ლივერპულელი ფანების დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა და კლუბის ოფისთან ესპანელის ცხრანომრიანი მაისურები დაწვეს.

ცხადია, ტორესი, "ლივერპული" და "ჩელსი" ქართული ფეხბურთის თემა არ არის და არც შევეხებოდით, რომ არა ერთი საინტერესო ამბავი. 28 ივლისს "ლელოში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "აბრამოვიჩი - მერაბ, საქართველოსთან არ ვითანამშრომლოთ?"

გთავაზობთ ფრაგმენტს ამ სტატიიდან:

"... მერაბ ჟორდანიასა და "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩის პარტნიორობა და მეგობრობა წლებია, გრძელდება. აბრამოვიჩი კი ყველასთან არ ურთიერთობს. რუსი ოლიგარქი ჟორდანიას ენდობა და რამდენიმე პროექტის განხორციელებას ერთად აპირებდნენ. მაგალითად, აბრამოვიჩმა ორი წლის წინ ბრაზილიაში კლუბის შესყიდვა დაავალა. ახლა ჟორდანიას მონაწილეობით ევროპაში კლუბის შესყიდვა გადაწყვიტა, რომლის პრეზიდენტიც ქართველი გახდება.

ჟორდანიას მონაწილეობით აბრამოვიჩმა ჰოლანდიური კლუბი მართლაც შეიძინა... თუმცა ამბობენ, მან ქართველს არა მხოლოდ ჰოლანდიური კლუბი, მთელი თავისი საფეხბურთო ინდუსტრია ჩააბარა და "ჩელსიში" პიტერ კენიონის, ოღონდ უჩინარი კენიონის როლი მიაკუთვნა - ქართველი იდგება ჩრდილში და საქმეს გააკეთებს. ჟორდანია უფრო ზომიერად აპირებს საკლუბო სახსრების განკარგვას, რადგან მიაჩნია, რომ ყოველწლიურად 100 მილიონი გირვანქა უფრო ეფექტურად უნდა იხარჯებოდეს.

... მსოფლიოს წამყვანი გამოცემები მარჩიელობენ, ესპანელი ვარსკვლავი ფერნანდო ტორესი "ბარსელონაში" გადავა თუ "ჩელსიში". გვითხრეს, ტორესთან მოლაპარაკება ჟორდანიას იდეაა და მისი წამოწყებულია. მას დიდი იმედი აქვს, რომ ტორესს გადაიბირებს - ჟორდანია ასე წინასწარმა მოლაპარაკებებმა განაწყო. მთავარია, რომ თავად ფეხბურთელს სურს "ლივერპულიდან" წასვლა, რაც "ჩელსის" ხელს აძლევს.

აბრამოვიჩმა ჟორდანიას თავად ჰკითხა - მერაბ, საქართველოში საინტერესო საფეხბურთო სკოლა და გუნდი გეგულება? როდის გადაწყდება კლუბის საკითხი, ეს აქაურ ვითარებაზეა დამოკიდებული. ჟორდანია ფიქრობს და სურს კიდეც ქართული კლუბის პარტნიორობა."

წერილი "ლელოში" 2010 წლის 28 ივლისს გამოქვეყნდა, მაგრამ საქართველოში ხომ ყველამ ყველაფერი იცის და, ცხადია, ქილიკი არც მანამდე დაგვკლებია, რა ჟორდანია, რის "ვიტესიო" და არც მერე, რა მერაბი, რის "ჩელსი", ტორესის ტრანსფერს მაგას ვინ ანდობდაო. არადა, პირველწყაროდან ვიცი, მერაბი ესპანელს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე შეხვდა და გადასვლაზე თანხმობაც მიიღო, ოღონდ "ლივერპულთან" მოლაპარაკება გაეწელა.

საერთოდ, ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ჩვენი მენტალიტეტის საბჭოური დამღა - ქართველებს მხოლოდ რუსი დირექტორების "გამაზვა" შეეძლოთ და მეტი არაფერი.

ტორესიც ადამიანია, "ლივერპულსაც" ადამიანები მართავენ და "ჩელსისაც", ადამიანებს კი ერთმანეთთან ურთიერთობა შეუძლიათ და რატომ არის დაუჯერებელი, ერთი ასეთი გარიგება ქართველის მონაწილეობითაც გაჩარხულიყო?

უნდობლობა მერაბ ჟორდანიასადმი დამოკიდებულებიდანაც გამომდინარეობს - არც ის სჯერათ, მიშელ პლატინის უეფას პრეზიდენტად არჩევაში მანაც თავისი წონიანი, აღმოსავლეთევროპული წილი რომ შეიტანა.

მეასეხარისხოვანია, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს ჟორდანიას მიმართ - დრომ გამოაჩინა, რომ სახელმწიფო და თავად ჟორდანიას გამოუცდელობა და შეცდომები იყო იმის მიზეზი, რაც მისი მმართველობის დროს თბილისის "დინამოს" და ფედერაციას თავს დაატყდათ. მაგრამ ისიც ძნელი წარმოსადგენია, ორგანიზაციამ ხარისხიანად და გამართულად იმუშაოს, მის ხელმძღვანელებს ლამის ყოველდღე სასამართლოში რომ იბარებენ, ფარულად აშანტაჟებენ და გასაქანს არ აძლევენ.

ფაქტი ისაა, რომ საქართველოში არიან "პერსონა ნონ გრატები", რომლებსაც კანონი არ უკრძალავს სამშობლოში საქმიანობას, მაგრამ კეთროვანივით ახლოს არავინ იკარებს. ეს ყველას კერძო საქმეა, მაგრამ ჩვენ ბევრი ისეთი ადამიანი ვიცით, რომელთაც ჟორდანიასავით არ ვიყენებთ - მაგალითად, ფიფას და უეფას მატჩების დირექტორი დავით პეტრიაშვილი. ან ვინმეს უცდია ქართულ ფეხბურთში "მილანის" ყოფილი სელექციონერის, ამჟამად კიევის "დინამოს" გენერალური დირექტორის რევაზ ჭოხონელიძის ჩართვა? ეს საქმე შეუძლებელი თუა, მხოლოდ მასთან დალაპარაკებით გამოჩნდება, მანამდე კი არ ვიცით, ჩამოვა თუ არა, მაგრამ ბედის მონახევრე ცდაც არ გვქონია.

ქართულ ფეხბურთში ისედაც ერთი ხელის თითებზეა ჩამოსათვლელი საერთაშორისო კავშირების მქონე პიროვნებები. გვჯერა თუ არა, მოგვწონს თუ არა, მერაბ ჟორდანიას უეფას აღმასკომში არჩევა ისევ საქართველოს წაადგებოდა და ნამდვილად არ აზარალებდა, მაგრამ საქართველოდან სარმა დაუდეს.

ჭკვიანი სულელის მაგალითზე სწავლობსო - კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა კლუბში მრავალი ცნობილი ვეტერანი დაასაქმა. ბევრი მათგანი სულაც არ არის ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ გამოცდილებით, კავშირებით, ცოდნითა და ავტორიტეტით ისევ კიევის "დინამოს" ემსახურებიან, თორემ სურკისმა ჩვენზე ნაკლებად არ იცის, ტრანსფერებით ვინ ითბობს ხელს. ეგაა, მათი ყოფნით კიეველები უფრო სარგებლობენ, ვიდრე ზარალდებიან. ან რას აგებს "ბაიერნი" კარლ-ჰაინც რუმენიგეს, "რეალი" კი ვალდანოს დასაქმებით?

ჩვენთან ცნობილი სახეების ცნობილ კლუბებში მიწვევის აუცილებლობასაც ვერ ხვდებიან. არადა, ფეხბურთელს ან პოტენციურ სპონსორს ალექსანდრე ჩივაძე რომ დაელაპარაკება, მავან მარკეტოლოგს უფრო დაუჯერებენ თუ მას?

ფეხბურთი ბიზნესი გახდა და ქართულ ფეხბურთსა და კლუბებშიც ბევრმა უნდა გაიაზროს, რომ საერთაშორისო კავშირების მქონე და გავლენიანი ადამიანები ისევ ჩვენს ფეხბურთს წაადგებიან. და სანამ ჩვენ არ ვიყენებთ, ტორესი "ჩელსიში" გადადის და ჩვენ რა ხეირი?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• 1122

ნუ იგონებთ რა რაღაცეებს ამოვიდა ყელში უკვე ეს კაცი ჭამდა თავის დროზე ქართულ ფეხბურთს იშოვა ბევრი ფული წავიდა ეხლა ჰოლანდიაში იყიდა რაღაც მაიმუნობა გუნდი და იქნება ესე მთელი ცხოვრება,მაყუთი არ მოაკლდება.კაშია იმიტო იყიდა უნდა გვანახოს მაგით რო ვითომ ქართულ ფეხბურთზე "ზრუნავს".ეგეთი პატრიოტი თუ მყავს გახსნას საქართველოში ვიტესის აკადემია

• shoda

ერთი ამ წერილის ავტორი მაცოდინა ვინაა? საიდან იცის ამდენი? რა ნათქვამია და საიდან მოიტანა "ქართველებს მხოლოდ რუსი დირექტორების "გამაზვა" შეეძლოთ ". იცით საიდან მოიტანა? ძველბიჭობს, აბა სხვებივით ჩამორჩენილი ხომ არ იქნება?

• თორნიკე

რევაზ არველძეს რომ კავშირები აქვს, პლატინის ბრატია და ვიყენებთ ხომ ააყვავა ქართული ფეხბურთი და ახლა ჯორდანიას გამოყენებაზე აგვატირეთ. ძალიან ძნელი ეგეთი ხალხის გამოყენება, იმიტომ რომ მარტო თავისთვის აკეთებენ ეგენი საქმეს...

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!