სერია A. XXIII ტურის წინ

ინტერი აუტსაიდერს სტუმრობს

დღეს:

რომა-ბრეშა 23.45

დისკვალიფიკაცია: კონე (ბრეშა).

ტრავმა: პიზარო, ბრიგი, ადრიანო, რიისე - დალამანო.

ჩეზენა-კატანია 23.45

დისკვალიფიკაცია: ლაურო, კოლუჩი (ჩეზენა).

ტრავმა: ბიაჯანტი, ლიამა, ისკო, ალვარესი, ბელუში (კატანია).

კიევო-ნაპოლი 23.45

დისკვალიფიკაცია: ლავეცი, მასკარა (ნაპოლი).

ტრავმა: ლუჩანო, მარკოლინი - გრავა, ვიტალე.

ფიორენტინა-ჯენოა 23.45

დისკვალიფიკაცია: დაინელი (ჯენოა).

ტრავმა: ვარგასი, ნატალი, იოვეტიჩი - ანტონელი, ჰელანიუსი.

პალერმო-იუვენტუსი 23.45

დისკვალიფიკაცია: კამოციერი, მუნოზი - ბონუჩი.

ტრავმა: ჰერნანდესი, პინილია, გოიანი - რინაუდო, დე ჩელიე, კვალიარელა, ტონი, ტრაორე, პეპე, მოტა, იაკვინტა.

პარმა-ლეჩე 23.45

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: პიზანო - ჯულიატო, ოფერე, დი მიკელე.

სამპდორია-კალიარი 23.45

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: სემიოლი, გასტალდელო, ლუკინი, პოცი (სამპდორია).

უდინეზე-ბოლონია 23.45

დისკვალიფიკაცია: სანჩესი - ხიმენესი.

ტრავმა: ბასტა, ფერონეტი, ანჯელა - რამირესი.

ხვალ:

ბარი-ინტერი 23.45

დისკვალიფიკაცია: არავინ.

ტრავმა: ს. მაზიელო, ბელმონტე, ბარეტო - სნეიდერი, სტანკოვიჩი, კორდობა, მარიგა, კამბიასო, ლუსიო, სამუელი.

XXIII ტურის პირველი შეხვედრა გუშინ გვიან ღამით გაიმართა, "მილანმა" საკუთარ მოედანზე "ლაციოს" უმასპინძლა და ამ შეხვედრის შესახებ ხვალინდელ ნომერში ვრცლად მოგახსენებთ. შუა კვირაში დაგეგმილი ტური სამ დღეზე გაიწერა, ერთი შეხვედრა ხვალ გაიმართება და მასზე ქვემოთ ვიტყვით, იქამდე კი დღეს დაგეგმილ პაექრობებს გადავავლოთ თვალი.

კრიზისში მყოფი "იუვენტუსი" სიცილიაში ჩადის, სადაც "პალერმოსთან" მოუწევს ჭიდილი. ტრადიციულად, "იუვე" ფავორიტია ასეთ გუნდებთან დაპირისპირებისას, მაგრამ ამ შემთხვევაში პროგნოზების გაკეთებისას სიფრთხილე გვმართებს. ტურინული გრანდი საშინელ ფეხბურთს თამაშობს, პრაქტიკულად ყველაფერს აგებს და დიდია შანსი, სიცილიიდანაც უქულოდ დაბრუნდეს. მით უმეტეს, "პალერმოსთან" გასვლაზე თამაში არც ერთი გუნდისთვის არ არის იოლი საქმე. "იუვე" სიახლეებით შეხვდა XXIII ტურს, კარვალიო ამაურიმ "პარმას" მიაშურა, მის მიერ გამონთავისუფლებული ადგილი კი ალესანდრო მატრიმ შეავსო "კალიარიდან". "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "პალერმოსთან" შეხვედრაში მატრი სათადარიგოთა სკამზე იქნება, ძირითადში კი კვლავაც ალესანდრო დელ პიეროსა და ხორხე მარტინესის შემტევ ტანდემს ვიხილავთ. არადა, წინა ტურში "უდინეზესთან' განცდილი მარცხის შემდეგ ლუიჯი დელ ნერიმ ორივე თავდამსხმელი გააკრიტიკა და პირდაპირ განაცხადა, რომ გუნდში გამტანი ფორვარდი უბრალოდ არ ჰყავს. სავარაუდოდ, მატრი მეორე ნახევარში ჩაერთვება თამაშში და ვნახოთ, როგორი დებიუტი ექნება ახალ გუნდში. დელ ნერი ტრადიციულ 4-4-2 ტაქტიკას ამზადებს და ნახევარდაცვაში სავარაუდოდ შემდეგ ოთხეულს ვიხილავთ: ფელიპე მელო, კლაუდიო მარკიზიო, მილოშ კრასიჩი, ალბერტო აკვილანი. პრინციპში, შუა ხაზი ოპტიმალურია, ერთი ეგ არის, რომ სიმონე პეპე დაშავდა "პალერმოსთან" მატჩში და თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება.

გასულ ტურში, "პალერმო" "ინტერს" ესტუმრა და ახლოსაც იყო გამარჯვებასთან. სიცილიელები ორი ბურთით დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ სამი გაუშვეს და სულაც უქულოდ დარჩნენ. დელიო როსის გუნდმა შეტევაში თამაშით გამოიოჩინა თავი და უნდა ვივარაუდოთ, რომ "იუვეს" მცველებს დიდი ჯაფა დაადგებათ. სრულ მზადყოფნაშია ფაბრიციო მიკოლი, რომელსაც უკნიდან ხავიერ პასტორე მოამარაგებს გადაცემებით.

"ნაპოლის" "კიევოსთან" უწევს გასვლითი პაექრობა და წესით, ძალიან საინტერესო ჯახი უნდა გამოვიდეს. ვერონელებმა წინა ტურში "ბრეშა" გაანადგურეს მისსავე მოედანზე და საკმაოდ კარგ ფორმაში არიან. აღარაფერს ვამბობთ "ნაპოლიზე', რომელიც მეორე ადგილზეა სატურნირო ცხრილში და თამაშს თამაშზე იგებს. ვალტერ მაძარის დანაკლისი აქვს, ეზეკილ ლავეცი დისკვალიფიცირებულია და შესაბამისად, ვერონაში გუნდთან ერთად არ გაემგზავრა. ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი სავარაუდოდ ტაქტიკას შეცვლის და 3-4-2-1-ის ნაცვლად, 4-3-1-2-ს გამოიყენებს. ცვლილება სწორედ ლავეცის დისკვალიფიკაციით გახლავთ განპირობებული, რადგან მის შემცვლელად მაძარის სუფთა ფორვარდი, ხერმან დენისი ჰყავს შერჩეული. არგენტინელი ედინსონ კავანის შეუწყვილდება შეტევის წინა ხაზზე, გამთამაშებლის პოზიციაზე კი მარეკ ჰამშიკი გაირჯება.

აქვე ვთქვათ, რომ "რომას" "ბრეშასთან' უწევს საშინაო პაექრობა. კლაუდიო რანიერი ახალი ცოცხის ეფექტს უფრთხის, რადგან როგორც უკვე გაუწყეთ, "ბრეშას" ჯუზეპე იაკინის სახით სწორედ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - მოვუსმინოთ რანიერის: "სერია A-ში იოლი თამაში არ არსებობს და თავს ნუ მოვიტყუებთ. თანაც, "ბრეშას" ახალი მწვრთნელი ჰყავს, ასეთ დროს კი გუნდი გაცილებით უფრო სახიფათოა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს დიდი მოტივაცია ექნებათ, რომ მწვრთნელს თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ. ბრძოლაში, მონდომებასა და თავდადებაში არ უნდა დავუთმოთ მეტოქეს და ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გავიმარჯვებთ".

ბოლო დროს, ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება ჟერემი მენეზი, არადა, სეზონის პირველ ნახევარში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. "ბრეშას" ფრანჩესკო ტოტი და მარკო ბორიელო შეუტევენ, მირკო ვუჩინიჩი კი რეზერვში დარჩება - ყოველ შემთხვევაში, "გაძეტა დელო სპორტი" ასეთ პროგნოზს აკეთებს. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება...

საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს ხვალ გასამართი პაექრობა, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ "ბარი" და "ინტერი" წარსდგებიან. მილანური გრანდი ჩემპიონატის აუტსაიდერს სტუმრობს და რა თქმა უნდა, მხოლოდ სამი ქულის მოპოვება აქვს დაგეგმილი. თუმცა, "ინტერს" როგორც წესი უჭირს "ბარისთან" და ვნახოთ, იქნებ ტრადიცია არც ამჯერად დაირღვეს. "გაძეტას" მტკიცებით, ჯამპაოლო პაცინის ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ, მის მხარდამხარ კი სამუელ ეტოო იმოქმედებს. პრინციპში, ამას არც უნდა ვინმეს მტკიცება, პაცინიმ გაიბრწყინა წინა შეხვედრაში და სრულიად ბუნებრივია, რომ ლეონარდო ძირითადისთვის ამზადებს. ვესლი სნეიდერიც დაშავებულია და დეიან სტანკოვიჩიც, ამიტომ, გამთამაშებლის პოზიციაზე გორან პანდევს ვიხილავთ. მაკედონიელს იშვიათად უწევს დირიჟორის ფუნქციების შესრულება და ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. პრესის განსაკუთრებული ყურადღებით პაცინი სარგებლობს და ბოლოს, სწორედ მას მოვუსმინოთ:

"ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და თითორულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანი ლიდერთან ჩამორჩენის აღმოფხვრა და შემდეგ გადასწრებაა, ამიტომ, შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს. თუ მეტოქეს სათანადოდ არ შევაფასებთ, შეიძლება მკაცრად დავისაჯოთ - ამიტომ, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს, რათა დაუგეგმავი ქულები არ დავკარგოთ. ჯერ არ ვარ დარწმუნებული, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიქნები. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და სულ რომ არ მათამაშოს, ამას გაგებით მოვეკიდები. მთავარი გუნდური ინტერესებია და მწვრთნელის გადაწყვეტილებას ყველა უნდა დავემორჩილოთ".

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 22 14 5 3 39-18 47

2. ნაპოლი 22 13 4 5 36-20 43

3. ლაციო 22 12 4 6 29-21 40

4. ინტერი 21 11 5 5 36-24 38

5. რომა 21 11 5 5 31-24 38

6. უდინეზე 22 11 3 8 36-29 36

7. იუვენტუსი 22 9 8 5 36-27 35

8. პალერმო 22 10 4 8 36-28 34

9. კალიარი 22 8 5 9 26-23 29

10. კიევო 22 6 9 7 23-22 27

11. სამპდორია 21 6 9 6 20-22 27

12. ჯენოა 21 7 6 8 18-20 27

13. ფიორენტინა 21 6 7 8 21-23 25

14. ბოლონია 21 7 7 7 23-29 25

15. პარმა 22 6 7 9 22-28 25

16. კატანია 22 5 7 10 18-29 22

17. ლეჩე 22 5 6 11 21-39 21

18. ჩეზენა 22 5 5 12 16-28 20

19. ბრეშა 22 5 3 14 17-30 18

20. ბარი 22 4 5 13 14-34 14

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო