გავლენიანი ამერიკული სპორტული გამოცემა espn.com ქართველ კალათბურთელს ვრცელ სტატიას უძღვნის
გავლენიანი ამერიკული სპორტული გამოცემა espn.com ზაზა ფაჩულიას ვრცელ სტატიას უძღვნის.

სტატიის ავტორი ტიმ მაკმაჰონი წერს, რომ ფაჩულიამ, "დალას მავერიკსის" კლუბში გადასვლით, გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიერა.

"ვიცი, რომ ეს მოულოდნელი იყო ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლა დავიბადე", - ამბობს ფაჩულია espn.com-თან საუბარში, - არ მინდა ცუდად ვახსენო გუნდები, სადაც ადრე ვიყავი, მაგრამ ჩემი კარიერის განმავლობაში ეს საუკეთესო ადგილია.

წინა გუნდთან ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. აქ კი ჩემთვის განსხვავებული სიტუაციაა, გუნდი მიმართულია მხოლოდ გამარჯვებისკენ, მხოლოდ წარმატებისკენ. ჩემი მოსაზრებით, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მივიღე ასეთი შედეგები. მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის და მადლობელი ვარ იმისთვის, რომ აქ ვარ", - ყვება ფაჩულია.

როგორც ტიმ მაკმაჰონი წერს, "დალას მავერიკსში" ნამდვილად არ ეგონათ, რომ ფაჩულია ასეთ შედეგებს აჩვენებდა.

მისი თანაგუნდელი დირკ ნოვიცკი ყვება, რომ ფაჩულიას თამაშზე არაფერი იცოდა და ზაზამ მას თავისი საუკეთესო თამაშების ვიდეორგოლები ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა. სტატიის ავტორი წერს, რომ ეს სავსებით გასაგებია, რადგან ადრე ქართველი კალათბურთელი შედარებით დაბალშედეგიან გუნდებში - "ორლანდოში", "ატლანტასა" და "მილუოკიში" თამაშობდა და იშვიათად ჩნდებოდა გავლენიანი გამოცემების გვერდებზე.

როგორც espn.com წერს, მას შემდეგ, რაც 21 წლის ასაკში ზაზა ფაჩულია "ატლანტა ჰოუქსში" გადავიდა, პირველად ხდება, რომ ის მუდმივად გუნდის სასტარტო შემადგენლობაშია. 2006-2007 წლების შემდეგ ფაჩულიამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

"ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, - განმარტავს რიჩარდ კარლაილი, "დალას მავერიკსის" მთავარი მწვრთნელი, - მიხვდა, როგორ უნდა ითამაშოს ეფექტურად ჩვენს სისტემაში, მოსწონს გამოწვევა და ყოველთვის ცდილობს, გამოწვევას გამარჯვებით უპასუხოს".

სტატიის ავტორი წერს, რომ ფაჩულია თანაგუნდელებში დიდი სიყვარულით სარგებლობს. დირკ ნოვიცკი ქართველ კალათბურთელს "უმნიშვნელოვანეს" თანაგუნდელს უწოდებს. ამ მოსაზრებას იზიარებს ყველა სპორტსმენი, რომელსაც ზაზასთან ოდესმე უთამაშია.

"ის უანგარო ადამიანია, ოღონდ კი გუნდმა გაიმარჯვოს, ის ერთნაირად ბედნიერია მაშინ, როცა 0 ქულას იღებს და მაშინაც, როცა ორმაგი დუბლი აქვს. ის გუნდის კაცია", - ამბობს ნოვიცკი.

სტატიის ავტორის შეფასებით, "მავერიკსის" გულშემატკივრებისთვის ზაზა ფაჩულია ფავორიტია, შესაძლოა საკულტო ფიგურაც კი.

"ის ნამდვილი მებრძოლია", - ამბობს "მავერიკსის" მოთამაშე დევინ ჰარისი, რომელიც ფაჩულიასთან ერთად "ატლანტაში" თამაშობდა, - გასახდელ ოთახში ყოველთვის დასისხლიანებული შემოდის და ძირს ეცემა. ზაზას სიმტკიცე სწორედ ის არის, რაც ჩვენს გუნდს სჭირდება", - ამბობს ჰარისი espn.com-თან საუბარში.

მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით

მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
პარალელები დონარუმასთან - რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
ნოვიცკი იჯდა და ამაყად უყურებდა ლუკას თამაშს... [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"თუ გნებავთ, ნოვიცკის ჰკითხეთ, დონჩიჩი მასზე უკეთესია" - კუბანის უცნაური განცხადება
დირკ ნოვიცკიზე წინ! დონჩიჩი რეკორდს რეკორდზე ამყარებს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ლუკა დონჩიჩი: გასულ სეზონში დაცვაში გვიჭირდა, რადგან დაცვაში დირკი გვყავდა
NBA-ს ლეგენდა: მადლობა ყველა ქართველს ჩემი თბილად მიღებისთვის [VIDEO]