დაკარზე ისევ "პეჟოს" რალისტები დომინირებენ
გასულ უქმეებზე, "დაკარზე" ორი ეტაპი გაიმართა. ავტომობილების კლასში ისევ დომინირებდნენ "პეჟოს" პილოტები.

მეექვსე ეტაპზე საერთო ჩათვლის ლიდერი შეიცვალა. სტეფან პეტერანსელი პირველი მივიდა ფინიშთან და სებასტიან ლოებს ერთბაშად რვა წუთი მოუგო.

გენერალურ კლასიფიკაციაში სტეფანმა ლეგენდარულ რალისტს 27 წამით გაუსწრო, მაგრამ მეშვიდე ეტაპზე ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.

ამჯერად, გამარჯვება კარლოს საინსმა მოიპოვა, რომელთანაც ლოებმა 38 წამი წააგო. სამაგიეროდ, სებასტიანმა თითქმის სამი წუთი მოუგო პეტერანსელს და დაიბრუნა პირველობა საერთო ჩათვლაში - მათ შორის სხვაობა ორწუთნახევარს შეადგენს.

მესამე მოდის კარლოს საინსი თითქმის ხუთწუთიანი ჩამორჩენით. თანდათან კარგავს შარშან მოპოვებული ტიტულის შენარჩუნების შანსს MINI-თ მოასპარეზე ნასერ ალ-ატიია, რომელიც ლოებთან უკვე 17 წუთს აგებს.

არაფერი შეცვლილა მოტოციკლების კლასში. ლიდერი კვლავაც "ჰონდას" წევრი პაულუ გონკალვეშია. მეშვიდე ეტაპზე მან ჯენტლმენური საქციელი ჩაიდინა. KTM-ს პილოტს მატიას ფალკნერს ავარია შეემთხვა და ფეხი მოიტეხა.

დახმარება მას სწორედ გონკალვეშმა აღმოუჩინა, რის გამოც, პორტუგალიელმა 11 წუთი დაკარგა. ფინიშზე მას ეს დრო აუნაზღაურეს და გონკალვეშმა შეინარჩუნა საერთო ჩათვლაში KTM-ის კიდევ ერთ წევრთან ტობი პრაისთან სამწუთიანი უპირატესობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა