საინტერესო ტური საფრანგეთში
ლიგა 1-ში ორ გუნდზე აღარ არის არაფერი სათქმელი: ერთი "პარი სენ-ჟერმენია", რომელმაც ფარფატ-ფარფატ მოუგო "ბასტიას" და უახლოეს მდევართან სხვაობა 20 ტურის მერე უკვე 20 ქულაა (50 გოლი!).

მეორე კი "ტრუაა", რომელიც ისევ მოუგებელია და "ჟერლანზეც" რომ ვერ იმარჯვებდა თუნდაც კრიზისში მყოფ "ლიონთან", ცხადზე უცხადესი გახლდათ. სამაგიეროდ, ლიონელებმა მოიოხეს გული და მართალია, თავიდან ცოტა იწვალეს, მაგრამ ბოლოსკენ ყველაფერი თავის ადგილას დააყენეს და დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვეს, რითაც მე-6 ადგილზე აინაცვლეს.

"მონაკომ" პირველი ტაიმი 0:2 წააგო "გაზელეკ აიაჩოსთან", მაგრამ მეორე ტაიმი "ლუი მეორის" ბინადრებისა იყო და მცველების, ფაბინიოსა და რიკარდო კარვალიოს გოლებით მონეგასკებმა ქულა გადაარჩინეს. კორსიკელებს კი უკვე 10 ტურია არ წაუგიათ.

ეს "მონაკოს" მეორე ადგილის დაკარგვად დაუჯდა, რადგან სეზონის სენსაციების მატჩში "ანჟერმა" "კაენს" აჯობა და ისევ პსჟ-ს უახლოესი მდევრის სტატუსი მოიპოვა.

სერიოზული დარტყმა მიადგა "სენტ ეტიენის" ევროამბიციებს. "მწვანეები" "ნანტთან" შეხვედრაში "სტად დე ლა ბუჟუარზე" დაეცნენ. "იადონებმა" ფრთები 77-ე წუთზე გაშალეს, როდესაც ცვლილებაზე შესულმა ისლანდიელმა კოლბეინ სიგტორსონმა გამარჯვებისა გაისროლა.

შეიკ დიაბატემ "ბორდოს" "მონპელიესთან" ვიზიტი 3-ქულიანად ააქცია და, თითქოს, ჟირონდელები მოფერიანდნენ, 4 ტურია, აღარ აგებენ.

თამაში გაახსენდა ვისამ ბენ იედერსაც, რომლის ტალანტიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ჯაბა კანკავას "რეიმსთან" ამოიფრქვა და მისი ჰეთ თრიკით "ტულუზმა" უსაფრთხო ზონისკენ მყარად (გა)დააბიჯა. აი, რეიმსელები კი გასავარდნ ზონას ერთი ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდნენ. პატივისცემისა და დამსახურების მიუხედავად, არ არის გამორიცხული, ეს ჟოსელინ გურვენეკის ბოლო მატჩი გახლდეთ გენგამელთა თავკაცის რანგში.

დიდი ამბები იყო დრამაში გადაზრდილ ბრეტანულ დერბიში "რენსა" და "ლორიანს" შორის. 41-ე წუთისთვის გუნდებს უკვე ორ-ორი გოლი ჰქონდათ გაცვლილი და მომენტები მერეც შეიქმნა, მაგრამ ეს ანგარიში ძალაში დარჩა და ვნებათაღელვაც ჩაცხრა. არადა, მოგება ნებისმიერს გვარიანად წასწევდა წინ.

ფრედერიკ ანტონეტის "ლილის" წაუგებელი სერია 7 მატჩამდე გახანგრძლივდა. ბოლო 12 შეხვედრაში კი გუნდს მხოლოდ 1 მარცხი აქვს. ლილელები "ნიცასაც" უგებდნენ, მაგრამ შვედი ლეგიონერის, ნიკლას ჰულტის ტაიმის მიწურულს გატანილი გოლით კლოდ პუელის კლუბმა გაათანაბრა.

ნიცელებს მოგება სჭირდებოდათ და ცდილობდნენ, მაგრამ მეტი გოლი ამ მატჩში აღარ გასულა.

XX ტური

პსჟ-ბასტია 2:0

გოლები: 1:0 ტიაგო მოტა (29), 2:0 მაქსველი (39)

პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, ტიაგო სილვა (78. მარკინიოსი), დავიდ ლუისი, მაქსველი - ვერატი (63. პასტორე), ტიაგო მოტა, მატუიდი (81. ლავესი) - დი მარია, ლუკასი, იბრაჰიმოვიჩი

ლიონი-ტრუა 4:1

გოლები: 1:0 ლაკაზეტი (18), 1:1 კამიუ (67), 2:1 გეზალი (72), 3:1 ფერი (81), 4:1 ბოვიუ (90+2)

ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - ჟალე, იანგა-მბივა, უმტიტი, მორელი - სერხი დარდერი, გონალონი (71. ფერი), ტოლისო - გეზალი, გრენიე (84. კალულუ), ლაკაზეტი (68. ბოვიუ)

ანჟერი-კაენი 2:0

გოლები: 1:0 კაპელი (41), 2:0 კეტკეოფომფონი (74)

მონაკო-გაზ. აიაჩო 2:2

გოლები: 0:1 ბუტაინი (9), 0:2 ჩიბუმბუ (31), 1:2 ფაბინიო (51-პემ.), 2:2 რ. კარვალიო (73)

მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, უოლასი, რ. კარვალიო (84. ივან კავალეირო), კოენტრაო - ტულალანი, მოუტინიო - ელდერ კოშტა (67. ბერნარდო სილვა), ლემარი, დირარი (81. ბალული) - კარილიო

მონპელიე-ბორდო 0:1

გოლი: 0:1 დიაბატე (16)

რეიმსი-ტულუზა 1:3

გოლები: 1:0 დევო (12), 1:1 ბენ იედერი (51), 1:2 ბენ იედერი (66), 1:3 ბენ ედერი (90)

გაძევება: დევო (79)

რენი-ლორიანი 2:2

გოლები: 0:1 დიანი (4-ს.კ-ში), 0:2 ვარისი (22), 1:2 დემბელე (35), 2:2 ბოგა (41)

ნანტი-სტ. ეტიენი 2:1

გოლები: 0:1 რუ (14-პენ.), 1:1 ოდელი (29), 2:1 სიგტორსონი (77)

ლილი-ნიცა 1:1

გოლები: 1:0 ბენზია (10), 1:1 ჰულტი (45)

მარსელი-გენგამი 0:0

ბომბარდირები: 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 11 - ბილე მუკანჯო (ლორიანი), მიში ბატშუაი (მარსელი); 10 - ედინსონ კავანი (პსჟ); 7 - ატემ ბენ არფა (ნიცა), ვალერი ჟერმენი (ნიცა), ვისამ ბენ იედერი (ტულუზა).

მომდევნო ტური

15 იანვარი:

ნიცა-ანჟერი

16 იანვარი:

ტრუა-პსჟ, გენგამი-ნანტი, ტრუა-რენი, ბორდო-ლილი, გაზ. აიაჩო-რეიმსი, ბასტია-მონპელიე

17 იანვარი:

ლორიანი-მონაკო, კაენი-მარსელი, სტ. ეტიენი-ლიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ბენზემა მზად იყო "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი?
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
სტასენმა "სენტ ეტიენი" დატოვა და ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდა - რა ბედი ელის დავითაშვილს?
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"არაჩვეულებრივ ფეხბურთელობასთან ერთად, ფანტასტიკური ადამიანია" - "სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა