ზიდანის გეგმა: კარგი ფეხბურთი და მოგება
* ქარიმ ბენზემამ პრიმერაში მე-100 გოლი გაიტანა (შემდეგ 101-ეც), ამისთვის მას 202 მატჩი დასჭირდა.

* "რეალის" შემტევ ტრიოს (ბენზემა, ბეილი, რონალდო) 40 გოლი აქვს გატანილი, "ბარსას" ტრიოს (მესი, სუარესი, ნეიმარი) - 39..

* არდა თურანმა ლა ლიგაში "ბარსელონას" მაისურით დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა.

* "ვილიარეალმა" ზედიზედ მე-6 ტურში იმარჯვა.

* გარი ნევილის რეკორდი ლა ლიგაში: 3 ფრე და 2 წაგება.

ზინედინ ზიდანმა მატჩის წინ ფეხბურთელებს უთხრა, რომ თამაშით სიამოვნება მიეღოთ და მათაც დაუჯერეს ახალ თავკაცს - ფრანგის დებიუტში "რეალმა" 5:0 მოიგო, ხოლო გარეთ ბეილმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშა "ბლანკოსის" რიგებში. ჰეთ თრიკი შეასრულა ლეო მესიმაც და ოქროს ბურთის მოსაგებად გაემგზავრა...

ბეილის ჰეთ თრიკი

ზინედინ ზიდანმა ხამეს როდრიგესს ისკო ამჯობინა, ხოლო დანილოს - დანიელ კარვახალი. "რეალმა" ზიდანის პირველ მატჩში ქარიმ ბენზემას დუბლით და გარეთ ბეილის ჰეთ თრიკით "დეპორტივო" 5:0 გაანადგურა.

სხვათა შორის, ბენზემა, როგორც ზიდანი, წარმოშობით კაბილი ბერბერია ალჟირიდან, სწორედ ბენზემამ გახსნა ანგარიში და "დეპორის" რბევასაც მანვე დაუსვა წერტილი. "მარკამ" მაღალი შეფასება დაუწერა "რეალის" შემტევ ტრიოს, განსაკუთრებით კი უელსელს - 9 ბალი. კრიშტიანო რონალდო ბევრს ეცადა, გალისიელთა კარისკენ 10-ჯერაც დაარტყა, მაგრამ გოლი ვერაფრით გაიტანა.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ყველაზე კარგი ის იყო, რომ ბურთს კარგად ვათამაშებდით და შეგვეძლო მისი უკან დაბრუნება. მაგრამ დრო მნიშვნელოვანია, მე ჯერ ახლა ვიწყებ, დრო დაგვჭირდება. ყველაზე მეტად მომეწონა იმ ბიჭების დამოკიდებულება ვინც ითამაშა და იმათიც, ვისაც თამაში არ მოუწია.

არ არის იოლი "დეპორტივოს" 5 გოლი გაუტანო. "რეალმა" უნდა მოიგოს, ბევრ საკითხში უნდა მოვუმატოთ და მოვუმატებთ კიდევაც, ჩვენ გვაქვს დრო. ჩემი მიზანი იყო ფლანგების მეტად გააქტიურება, ტაქტიკური ცვლილებაც ამას მოყვა. მადლობა ფანებს, სტარტიდან ფინიშამდე ისინი მხარს გვიჭერდნენ. გეგმა ასეთი გვაქვს - კარგი ფეხბურთის თამაში და მოგება".

იხილეთ ვიდეო

მესის ჰეთ თრიკი

11 იანვარს ლიონელ მესი, დიდი ალბათობით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის "ოქროს ბურთს" მოიგებს, მანამდე კი მან შინ ჩვეულებრივი ბურთი წაიღო, რომლითაც კარიერის მორიგი ჰეთ თრიკი შეასრულა, ამჯერად, "გრანადას" კარში. "კამპ ნოუზე" კიდევ ერთი გოლი ნეიმარმა გაიტანა ლუის სუარესის პასით და ამით სწორედ სუარესს გაუთანაბრდა ბომბარდირთა დავაში - 4:0. "მარკამ" ბუნებრივია, მესი გამოარჩია - 8 ბალი.

მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ არ წავა "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალზე, არადა, ის წლის მწვრთნელობის ერთ-ერთი ნომინანტია.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "არდას და ვიდალის დამატებით მეტი ვარიანტი გვაქვს, ისინი ძალიან გამოგვადგებიან სეზონის მეორე ნახევარში. სერხი რობერტო საყრდენად მომეწონა, მომავალში ეს მისი პოზიციაა, ახლა კი დიდი კონკურენციაა. წლების მერე, ის "ბარსას" შეუცვლელი ლიდერი იქნება. რა ვთქვა მესიზე, ის უნიკალურია და ყოველ კვირა გვაკვირვებს, ის მსოფლიოში საუკეთესოა".

იხილეთ ვიდეო

გამეიროს დუბლი

კევინ გამეირომ დუბლი შეასრულა "ბილბაოს" კარში, თუმცა მასზე წინ ვიტოლო დააყენა 8 ბალით. ბასკებმა პირველ ტაიმში ტრავმის გამო რაულ გარსია დაკარგეს. ბოლოადგილოსანმა "ლევანტემ" 2:1 დაამარცხა "რაიო ვალეკანო", მაგრამ ვალენსიურმა კლუბმა ვერ დააღწია თავი უკანასკნელ ადგილს. "ხეტაფემ" მადრიდში ალვარო ვასკესის გოლის წყალობით სევილიური "ბეტისი" დაამარცხა - 1:0.

ბაკამბუს დუბლი

"ყვითელი წყალქვეშა ნავი" აღარ ხუმრობს - გუშინ "ელ მადრიგალზე" "ვილიარეალმა" სედრიკ ბაკამბუს დუბლით, ხიხონის "სპორტინგი" დაამარცხა. ეს მარსელინოს გუნდის ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა ლა ლიგაში. ახლა ამაზე უკეთესი სერია პრიმერაში არც ერთ გუნდს არ აქვს. 24 წლის კონგოელი შესანიშნავად წარმოჩინდა "ვილიარეალში", ამ სეზონში მის ანგარიშზე უკვე 8 გოლია.

ჟონათასის დუბლი

გარი ნევილს "ვალენსიაში" (პრიმერა დივიზიონში) მოგება ვერ ეღირსა, ის კი არა, სან სებასტიანში ჟონათასის დუბლის წყალობით, "რეალ სოსიედადმა" "ღამურები" 2:0 დაამარცხა. ვალენსიაში უკვე კარგად ხვდებიან, რომ მათი გუნდის აზიელმა მფლობელმა ნაჩქარევი და მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, როცა პოსტზე საფეხბურთო ექსპერტი დანიშნა.

ბორხა ბასტონმა სეზონში მე-10 გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და ამით "ეიბარს" "ესპანიოლთან" მოაგებინა - 2:1. კანარის კუნძულებზე "მალაგა" "ლას პალმასს" დაუზავდა - 1:1. 34 წლის ვეტერანმა სანტა კრუსმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა "მალაგას" შემადგენლობაში.

ვიგოში, თავსხმა წვიმაში დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" 2:0 მოუგო "სელტას" და პირველი ადგილი დაიბრუნა.

იხილეთ ვიდეო

XIX ტური

9 იანვარი

ბარსელონა-გრანადა 4:0

გოლები: 1:0 მესი (8), 2:0 მესი (14), 3:0 მესი (57), 4:0 ნეიმარი (83)

ბარსელონა (4-3-3): ბრავო - ა. ვიდალი (65. დ. ალვეში), პიკე, ვერმალენი, ალბა - რაკიტიჩი, ს. რობერტო, არდა თურანი (72. ადრიანო) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი

გრანადა (5-3-2): ა. ფერნანდესი - ე. მენდესი, უჩე აგბო, ლომბანი, დორია, ბირაგი - კრჰინი (46. მაინსი), როჩინა (78. მარკესი), რ. პერესი - საქსესი, პენიარანდა (72. იბანიესი)

გაფრთხილება: ვიდალი - როჩინა, მენდესი, ლომბანი, დორია

კუთხური: 7-0; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 17-8 (8-4); ბურთის ფლობა: 66%-34%.

მაყურებელი: 70 720

ხეტაფე-ბეტისი 1:0

გოლი: 1:0 ა. ვასკესი (57)

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - დ. სუარესი, ვერხინი, კალა, ლაგო - ხ. როდრიგესი, ლასენი - პედრო ლეონი (87. მენსა), ვ. როდრიგესი (79. მ. გომესი), სარაბია - ა. ვასკესი (74. შჩეპოვიჩი)

ბეტისი (4-4-2): ადანი - პიჩინი, ბრუნო, პეცელა, ხ. ვარგასი - პორტილიო, პეტროში (75. ხოაკინი), ნ'დიაი, სებალიოსი (81. ვან დერ ვაარტი) - მოლინა (70. ვან ვოლფსვინკელი), რ. კასტრო

გაფრთხილება: გუაიტა - პიჩინი, ვარგასი, პეცელა

კუთხური: 8-4; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 8-11 (3-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 6 940

სევილია-ბილბაო 2:0

გოლები: 1:0 გამეირო (24), 2:0 გამეირო (59-პენ)

სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე, კარიშო, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - კრისტოფორო (88. იბორა), კრიხოვიაკი - ვიტოლო, ბანეგა (70. კონოპლიანკა), კრონ-დელი - გამეირო (83. ფ. ლორენტე)

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, გურპეგი, ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე, ბენიატი - ვილიამსი (85. მერინო), რაულ გარსია (31. ერასო), ლეკუე (59. მუნიაინი) - ადურისი

გაფრთხილება: ვიტოლო, კრონ-დელი - ადურისი, ლაპორტი, ბალენსიაგა

კუთხური: 6-8; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 4-11 (4-3); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 35 388

რეალი-დეპორტივო 5:0

გოლები: 1:0 ბენზემა (15), 2:0 ბეილი (22), 3:0 ბეილი (49), 4:0 ბეილი (63), 5:0 ბენზემა (91)

რეალი (4-2-3-1): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი (46. ვარანი), მარსელო - კროოსი, მოდრიჩი - ბეილი (74. ხესე), ისკო (66. ხ. როდრიგესი), რონალდო - ბენზემა

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო (66. ლუიზინიო) - ბერგანტინიოსი, მოსკერა - ფედე კარტაბია (46. გუტიერესი), ლუის ალბერტო, ფახრი (66. რიერა) - ლ. პერესი

გაფრთხილება: - მოსკერა, არიბასი

კუთხური: 5-9; ჯარიმა: 7-8; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 23-18 (9-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 71 267

ლევანტე-ვალეკანო 2:1

გოლები: 1:0 დეივერსონი (72), 2:0 მორალესი (81), 2:1 პ. ერნანდესი (83)

ლევანტე (4-3-3): მარინიო - პ. ლოპესი, დ. ნავარო, ფედალი, ტონიო - ლერმა, სიმაო (46. დეივერსონი), ვერსა - მაურისიო კუერო (60. ჩუმეტრა), ღილასი (68. კამარასა), მორალესი

რაიო ვალეკანო (4-4-2): იოელი - ქუინი, ტიტო, დორადო (76. მანუჩო), ნაჩო - ემბარბა, ხოსაბედი, ბაენა (75. ტრაშორასი), პ. ერნანდესი - გერა, მიკუ (63. ლ. ბანგურა)

გაფრთხილება: ფედალი, სიმაო, დეივერსონი, ვერსა, ჩუმეტრა - გერა

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 10-10 (4-4); ბურთის ფლობა: 44%-56%.

მაყურებელი: 10 589

10 იანვარი

ვილიარეალი-სპორტინგი 2:0

გოლები: 1:0 ბაკამბუ (26), 2:0 ბაკამბუ (51)

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, მუსაჩო, რუისი, მარინი - ჯონათან დოს სანტოსი (78. პინა), ტრიგეროსი (66. სამუელი), ბრუნო სორიანო, დ. სუარესი - სოლდადო, ბაკამბუ (71. ლ. ბაპტიშტაო)

სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლორა, ლ. ერნანდესი, ბერნარდო (39. მერე), ი. ლოპესი (69. გერერო) - კასესი, მასკარელი - კარმონა (64. ჯონათანი), ჰალილოვიჩი, მენენდესი - სანაბრია

გაფრთხილება: ბრუნო, რუისი, სამუელი, სოლდადო - კარმონა, კასესი

კუთხური: 3-9; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 8-12 (4-2); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 16 705

სოსიედადი-ვალენსია 2:0

გოლები: 1:0 ჟონათასი (79), 2:0 ჟონათასი (82)

რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - კ. მარტინესი, ელუსტონდო, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო, ბერგარა, პარდო - ველა (76. ოიარსაბალი), ჟონათასი (87. ლიტრი), ბრუმა (91. ზალდუა)

ვალენსია (4-4-2): ხაუმე - ბარაგანი, მუსტაფი, აბდენური, კანსელო (46. ორბანი) - მინა (71. ნეგრედო), პარეხო, ე. პერესი (57. ფუეგო), დე პაული - როდრიგო, პ. ალკასერი

გაფრთხილება: ჟონათასი, პარდო, ლიტრი - აბდენური, კანსელო, პერესი, ფუეგო

კუთხური: 5-6; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 24-10 (7-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 24 217

ეიბარი-ესპანიოლი 2:1

გოლები: 1:0 ინუი (15), 1:1 ჟორდანი (21), 2:1 ბასტონი (74-პენ)

ეიბარი (4-4-2): რიესგო - კაპა, პანტიჩი, რამისი, ლუნა - კეკო, ესკალანტე (66. ადრიანი), დ. გარსია, ინუი - ენრიჩი (77. ვერდი), ბასტონი (90. ბერხონი)

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი, რაილიო, როკო, ვ. ალვარესი - დიოპი, ჟორდანი - ე. პერესი, მორენო (69. აბრაამი), ასენსიო - კაისედო

გაფრთხილება: პანტიჩი, ბასტონი, ვერდი - ალვარესი, ლოპესი

კუთხური: 8-2; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 20-7 (6-4); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 4 587

ლას პალმასი-მალაგა 1:1

გოლები: 1:0 ტანა (51), 1:1 სანტა კრუსი (72)

ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი - სიმონი, აიტამი, გარიდო, დ. კასტელიანო - მესა, ვისენტე - ელ ჟარი (84. ვალერონი), ტანა (81. ვილიან ჟოზე), ვიერა - არაუჟო (70. ვაკასო)

მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ალბენტოსა, ველიგტონი, ბოკა - ხუანპი (58. დუდა), ნაჩო კამაჩო, რესიო, კ. კასტრო (76. ფორნალსი) - ჩოპი (87. ონტივეროსი), სანტა კრუსი

გაფრთხილება: სიმონი, მესა, არაუჟო, კასტელიანო, ვაკასო - კამაჩო, ბოკა, რესიო, დუდა

კუთხური: 2-5; ჯარიმა: 21-11; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 5-11 (3-3); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 21 760

სელტა-ატლეტიკო 0:2

გოლები: 0:1 გრიზმანი (49), 0:2 ფერეირა-კარასკო (80)

სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, გომეს სოლა, ჯონი - რადოია (74. გუიდეტი), ვასი - ორელიანა, პ. ერნანდესი (80. ბ. ფერნანდესი), ბონგონდა (85. სენე) - ასპასი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, გაბი, ა. ფერნანდესი (54. ფერეირა-კარასკო), კოკე - ვიეტო (76. ჯ. მარტინესი), გრიზმანი (83. გამესი)

გაფრთხილება: ერნანდესი, რადოია - ფილიპე ლუიში

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 6-9 (1-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 13 550

ბომბარდირები: 15 - ნეიმარი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 14 - ქარიმ ბენზემა (რეალი), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 12 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), გარეთ ბეილი (რეალი), ლუკას პერესი (დეპორტივო); 11 - არიც ადურისი (ბილბაო); 10 - ბორხა ბასტონი (ეიბარი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

მომდევნო ტური

16 იანვარი:

სევილია-მალაგა, სელტა-ლევანტე, ვილიარეალი-ბეტისი, რეალ სოსიედადი-დეპორტივო.

17 იანვარი:

ვალენსია-რაიო ვალეკანო, რეალი-სპორტინგი, ლას პალმასი-ატლეტიკო, ხეტაფე-ესპანიოლი, ბარსელონა-ბილბაო.

18 იანვარი:

ეიბარი-გრანადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
"ბარსელონა" "სელტასთან" დუბლებით ითამაშებს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
"ბარსელონას" დუბლები ვიგოში "სელტასთან" დამარცხდა [VIDEO]
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ბარსელონამ" რაფინია "სელტაში" დააბრუნა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონას" დიდებული ქამბექი - "ბლაუგრანამ" ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფეხი სახეში, ძირს დაგდებული ზიზუ - "სელტას" მცველმა ზიდანი ტრავმისთვის გაიმეტა [VIDEO]
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა