ვეტერანმა წყალბურთელმა შოთა ბაღათურიამ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სასტარტო მატჩი შეაფასა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ორი დღეა, გრძელდება წყალბურთელ ვაჟთა ევროპის 32-ე ჩემპიონატი, რომელშიც მედლებისთვის 16 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები კონტინენტის გადამწყვეტ რაუნდში მეორედ მონაწილეობს.

11 იანვარს ჩვენი გუნდი რუმინეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 6:12 დამარცხდა. პაექრობის დამთავრების შემდეგ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ ვეტერან წყალბურთელ შოთა ბაღათურიას:

"რუმინელები ჯგუფში მეორე ნომრად არიან განთესილნი, ამიტომ გუშინდელ მატჩში მათი დამარცხება სენსაციად მოინათლებოდა.

პაექრობის მესამე პერიოდიდან კარპატელებმა გვიჩვენეს, რისი შემძლენი არიან. თუმცა ამას ჩვენებმაც შეუწყვეს ხელი.

პირველი 16 წუთის განმავლობაში თანაბარი თამაში იყო: ქართველმა წყალბურთელებმა შეძლეს უძლიერესი თავდამსხმელის - რადუს ნეიტრალიზება. აი, თავდასხმაში კი, სამწუხაროდ, ბევრი შეცდომა დავუშვით: მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა იმნაიშვილმა გოლი ვერ გაიტანა, ბაღათურიამ ბურთი ძელს მოარტყა, ელაჩამ და ცრეპულიამ, ასევე, საგოლე მომენტები გაუშვეს ხელიდან, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ეპიზოდებზე. ამდენ წუნს კი რომელი მეტოქე გაპატიებს?!

მესამე პერიოდში 6:5-ზე იმის ნაცვლად, რომ წონასწორობა აღგვედგინა, საკუთარ კარში მივიღეთ გოლი.

რუმინელთა თავკაცმა რომ ნახა, რადუზე აგებული თამაში ხეირს ვერ მოუტანდა, შესვენების შემდეგ ტაქტიკა შეცვალა, რომელსაც ვერაფერი დავუპირისპირეთ. მართალია, მწვრთნელებმა თავიანთი საქმე უკეთ იციან, მაგრამ მართებულად არ მიმაჩნია, ნატურალიზებულ წყალბურთელებს ძალიან ბევრი სათამაშო დრო რომ ეთმობათ. მაგალითად, რუმინელებთან მატჩში ელაჩამ, ფაქტობრივად, შეუცვლელად ითამაშა. შესვენების შემდეგ მას ძალები არ ეყო და საკუთარი ფუნქციის ზედმიწევნით შესრულებას ვეღარ ახერხებდა.

მიმაჩნია, რომ დაცვაში გვყავს ისეთი ბიჭები, რომელთა ნდობა შეიძლება და ამით ლიდერებსაც ამოსუნთქვის საშუალება ექნებათ, ახალგაზრდებსაც მეტი შანსი უნდა მივცეთ.

იმედია, მწვრთნელები პირველ მატჩში დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებენ და ჩვენი ბიჭები გერმანელებთან უკეთ ითამაშებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს
"ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓬᓧᓐᓚᓑᓣᓠᓗᓔᓚᓗᓐ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓡ ᓒᓠᓐᓜᓓᓔᓑᓗᓐᓜ ᓑᓠᓫᓝᓚᓐ ᓒᓐᓣᓭᓘᓠᓓᓔᓑᓐ"
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝ ᓐᓠᓑᓘᓢᓠᓔᓑᓛᓐ ᓓᓐᓩᓐᓒᓠᓔᓡ - ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚ ᓬᓧᓐᓚᓑᓣᓠᓗᓔᓚᓔᓑᓡ ᓨᓔᓣᓫᓚᓘᓐᓗ ᓗᓐᓕᓐᓬᓔᓣᓚᓔᓑᓛᓐ ᓘᓐᓠᓝᓜ