საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი 28 იანვარს ანტალიაში გაემგზავრება, სადაც 4-5 საკონტროლო შეხვედრას გამართავს
საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ბათუმის "დინამო" ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა და 26 ქულით ჯერ მხოლოდ მე-7 ადგილზეა, მაგრამ შოთა ჭეიშვილის გუნდის პრობლემების გათვალისწინებით, აჭარლებმა კიდევ კარგი შედეგი აჩვენეს. მიზეზი კი ტრავმირებულთა სიმრავლე გახლდათ - გუნდს ვერ ეხმარებოდნენ მიხეილ ალავიძე, ნიკა მგელაძე, ბექა მახარაძე, გიორგი ქავთარაძე, ბექა ჭკუასელი, ირაკლი ჩირიკაშვილი, გიორგი გაბედავა და გიორგი ბერიაშვილი.

გუნდის მწვრთნელი ასლან ბალაძე მეორე წრისთვის მზადებისა და სიახლეების შესახებ გველაპარაკა...

"9 იანვარს ბათუმში შევიკრიბეთ და მზადების პირველ ეტაპს აქვე გავივლით. 23, 24 ან 26 იანვარს საკონტროლო შეხვედრებიც დავგეგმეთ. მალე გვეცოდინება, ქუთაისის "ტორპედოს" შევხვდებით, ფოთის "კოლხეთს" თუ ლანჩხუთის "გურიას". მთავარია, სასურველი ამინდები იყოს...

28 იანვარს ანტალიაში გავემგზავრებით, სადაც 4-5 საკონტროლო შეხვედრას გავმართავთ. 3 მეტოქის ვინაობა უკვე ვიცით: 8 თებერვალს უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში მე-3 ადგილზე მყოფ ლუგანსკის "ზორიას" დავუპირისპირდებით; მერე შევხვდებით უნგრულ "პაკშს", ყაზახურ "ირტიშსა" და სლოვაკეთის "პოდბრეზოვას".

კიდევ ერთი მეტოქის ვინაობას უახლოეს დღეებში გავარკვევთ. შესაძლოა, ის რუმინული "ბოტოშანი" იყოს, რომელმაც ევროპის ლიგაზე "ცხინვალი" დაამარცხა.

საქართველოში 10 თებერვალს დავბრუნდებით და ვარჯიშს ადგილზე გავაგრძელებთ. სეზონი კი, როგორც ვიცით, 22 თებერვალს განახლდება. პირველ ეტაპზე ბევრი ტრავმირებული გვყავდა და ამის გამო სულაც არ მიმაჩნია, რომ სეზონი ჩავაგდეთ. მაგრამ წინაა თამაშები და უკეთესი შედეგის მიღწევა შეიძლება. მთავარია, მეორე ეტაპისთვის სერიოზულად მოვემზადოთ", - ამბობს ბალაძე.

ბათუმელთა მწვრთნელს საკადრო სიახლეებზეც ველაპარაკეთ:

"ყოველი პაუზისას სერიოზული საკადრო რევოლუცია ჩვენთვის მიუღებელია. ძირითადი ბირთვი ახლაც შენარჩუნებულია. შესაძლოა, მაქსიმუმ 2-3 მოთამაშე დავიმატოთ - მათგან ერთი მცველი და ერთიც თავდამსხმელია.

ახლა, ოფიციალურად, ჯერ მხოლოდ დიმა ტატანაშვილმა დაგვტოვა. ის ბოლნისის "სიონში" იჯარით იყო. ახლა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ".

როგორც ცნობილია, უმაღლესი ლიგის კლუბების შეხვედრაზე სახელმწიფო ბიუჯეტების ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გაკონტროლებასა და ერთიანი ფონდის დაფუძნებაზე ილაპარაკეს.

ბათუმის "დინამოს" ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი ლარით აფინანსებენ და თუკი კლუბებს გათანაბრების პრინციპით მილიონს ან 1,5 მილიონ ლარს გამოუყოფენ, რა რეაქცია ექნებათ ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელებს?

"ფინანსურ საკითხებში სტაბილურობაა და იმედია, ასეც გაგრძელდება. რაც შეეხება ერთიანი ფონდის არსებობას - ძალიან კარგია, რომ გუნდებს სტაბილური და გარანტირებული დაფინანსება ექნებათ და გრძელვადიანი გათვლებით ვიმუშავებთ, მაგრამ იმის იმედს ვიტოვებთ, რომ გათანაბრების შემთხვევაში, დღევანდელზე ნაკლები ბიუჯეტი არ გვექნება".

მცირე ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის "დინამოს" 17 წლის ნახევარმცველ ნიკა კვანტალიანს მადრიდის "ატლეტიკოში" იწვევდნენ, მაგრამ სამუშაო ვიზა ვერ მიიღო. ბათუმელთა მწვრთნელს მის შესახებაც ვკითხეთ:

"კვანტალიანი ბათუმელი ბიჭია და ჩვენი ქალაქის საფეხბურთო სკოლის გაზრდილია. ნიკა ესპანეთში 14 წლისა წაიყვანეს.

მართლაც ნიჭიერი ბიჭია. რაღაცით ჩვენს ყოფილ ნახევარმცველ თემურ ტუღუშს მაგონებს... იყო 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, სადაც ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

დახვეწა უნდა და იმედია, ძლიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება. ესპანეთში ვარიანტები აქვს, მაგრამ მაისამდე ჩვენთან დარჩება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
2-3 მოთამაშე მართლა დაჭირდებათ.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
Sports.ru-ს გამოძიება - ეჭვობენ, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩას სანაცვლოდ 13 მილიონი გადაიხადა და აქედან შესაძლოა, 10 მილიონი კვარაცხელიამ მიიღო
როცა დამნაშავე ყველა მხარეა - არამზადებიდან მსაჯების ოთახში სირბილამდე...
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ნიკა კაჭარავამ "ტერმალიკასთან" მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი სეზონის ბოლომდე ლევან ხომერიკი იქნება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ლუკა ზარანდიამ "ტერმალიკასთან" მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]
გიორგი მერებაშვილმა "ტერმალიკას" გოლი გაუტანა და "ვისლას" გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ნიკა კვანტალიანი "ვიძევში" გადავიდა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ბათუმის "დინამოს" ოფიციალური განცხადება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პოლონეთის ექსტრაკლასაზე ნიკა კვანტალიანის დებიუტი შედგა
ქართული დელეგაცია პოლონეთში - ბრძოლა მედლებისთვის და ექსტრაკლასაში დასარჩენად [PHOTO]
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს