ლეგენდარულმა ფრანგმა დაკარის მოგების შანსი დაკარგა
ერთდღიანი პაუზის შემდეგ, "დაკარის" მეორე ნაწილი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. მერვე ეტაპზე მონაწილეებს პირველად მოუწიათ უდაბნოს ქვიშაში გზის გაკვალვა. მარშრუტი უფრო კლასიკურ "დაკარს" მოგვაგონებდა, ვიდრე კლასიკურ რალის, როგორც ეს ავტომარათონის პირველი ნაწილისას იყო.

ავტომობილების კლასში მთავარი მოვლენა სებასტიან ლოების ავარია იყო. საერთო ჩათვლის ლიდერმა დამაჯერებლად დაიწყო პირველი ქვიშიანი სპეცმონაკვეთი, მაგრამ შემდეგ შეცდომა დაუშვა და მანქანა წინა ბამპერზე ამოტრიალდა.

მართალია, ფრანგის "პეჟომ" სერიოზული დაზიანება მიიღო, მაგრამ ლოებმა მაინც მოახერხა ფინიშამდე მისვლა ერთსაათიანი ჩამორჩენით. მიუხედავად ამისა, კლასიკური რალის ცხრაგზის ჩემპიონისთვის წარმოუდგენლად მოსჩანს წლევანდელი "დაკარის" გაგრძელება.

ამასობაში, გამარჯვებისთვის დიდი ბრძოლა გაიმართა "პეჟოს" ორ მრბოლელს - კარლოს საინსსა და სტეფან პეტერანსელს, აგრეთვე MINI-ით მოასპარეზე ნასერ ალ-ატიიას შორის. საბოლოოდ, გამარჯვება ალ-ატიიამ მოიპოვა და ეს იყო წელს, პირველი მოგება MINI-ის გუნდისთვის.

საინსმა ყატარელთან მხოლოდ 12 წამი წააგო, პეტერანსელმა - 31 წამი. მეოთხე დრო აჩვენა "პეჟოს" კიდევ ერთმა წევრმა სირილ დეპრემ, თუმცა მისი ჩამორჩენა გამარჯვებულთან თითქმის ხუთი წუთი იყო.

ლოების წარუმატებლობის შემდეგ, გენერალურ კლასიფიკაციას სათავეში ჩაუდგა "დაკარის" 11-გზის ჩემპიონი სტეფან პეტერანსელი, რომელიც ორ წუთს უგებს საინსს. ალ-ატიია მესამეა, თუმცა ჯერაც ძალიან ბევრს - 15 წუთს აგებს ლიდერთან. ლოები მერვე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

მოტოციკლების კლასში საუკეთესო იყო გამოცდილი ტობი პრაისი KTM-ის მოტოციკლით. მან დამაჯერებლად მოიგო მერვე ეტაპი - ხუთი წუთი მოუგო "ჰონდას" ლიდერს პაულუ გონკალვეშს. მესამე დრო აჩვენა Husqvarna-ს მოტოციკლით მოასპარეზე ჩილელმა პაბლო კვინტანილამ.

პრაისი საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გადავიდა და ორი წუთით უსწრებს წინა ლიდერს პაულუ გონკალვეშს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა