ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლორან ბლანი: ნამდვილი მწვრთნელები ისინი იყვნენ, ჩვენ კი არა

ლორან ბლანი: ნამდვილი მწვრთნელები ისინი იყვნენ, ჩვენ კი არა

მწვრთნელი, როგორც მოთამაშე - მწვრთნელი, როგორც ბოსი
"პარი სენ-ჟერმენი" საფრანგეთში დაფრინავს, ლიგა 1-ში გუნდი არ არის, რომ თუნდაც, მცირე კონკურენცია გაუწიოს მას. ამიტომაც არის, რომ პსჟ მეორეადგილოსანს 20 ქულით უსწრებს.

რამდენადაც მოსაწყენია საჩემპიონო რბოლა ამ ჩემპიონატში, იმდენად საინტერესო კაცია პსჟ-ს თავკაცი ლორან ბლანი:

- თქვენ საფრანგეთის საუკეთესო მწვრთნელად 2009 წელს "ბორდოში" ყოფნისას და ახლა დაგასახელეს. არის სხვაობა მაშინდელ და ახლანდელ ბლანს შორის?

- რა თქმა უნდა, გამოცდილება დამიგროვდა, მაგრამ პრინციპები და საქმისადმი მიდგომა იგივე დარჩა. მე ლამაზი ფეხბურთი მიყვარს. დიდად ორიგინალური არ გახლავართ, მსგავსი მიდგომა ბევრს აქვს. იდეები კი შედეგის მიხედვით ფასობს. თუ არ იქნა კარგი შედეგი, ვის, რად უნდა შენი პრინციპები?

- პსჟ ზუსტად თქვენი გუნდია, ყოველთვის პირველ ნომრად თამაშობს...

- დიახ, გუნდში და ფეხბურთელებში გამიმართლა. თუმცა დროის გასვლასთან ერთად, მეც გავიზარდე, როგორც მწვრთნელი. თუმცა ეს პროფესია ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა. ახლანდელი მწვრთნელები სულ სხვანი, ვიდრე 20-წლისწინანდელი მწვრთნელები. მე ის "ბებრები" ძალიან მომწონს. ნამდვილი მწვრთნელები ისინი იყვნენ და არა ჩვენ.

- რატომ?

- იმიტომ რომ გი რუ, ემე ჟაკე და მსგავსი ტიპის მწვრთნელები ყველაფერში თავად მონაწილეობდნენ. ისინი თავად უძღვებოდნენ ვარჯიშებს, თავისი ხელით ალაგებდნენ სავარჯიშო ფიგურებს მოთამაშეებისთვის და მერე თავად აგროვებდნენ მათ. ერკვეოდნენ მეკარეების თავისებურებებში, ვარჯიშების მერე რჩებოდნენ ახალგაზრდებთან ერთად და... არ ჰყავდათ ამდენი ასისტენტი. ახლა მწვრთნელებს მთელი შტატი და უამრავი დამხმარე ჰყავთ, რომლებიც ინდივიდუალურად სხვადასხვა საკითხებზე აგებენ პასუხს. ამჟამად, წვრთნელობა გაცილებით ადვილია.

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ პსჟ-ში თქვენ უფრო "ბოსი" ხართ, ვიდრე მწვრთნელი...

- დიახ... თითქოს, პიროვნების გაორება მაქვს. ალბათ ასეც არის, როგორც მახსოვს, ლუი ვან გაალმა თქვა, რომ თანამედროვე ყაიდის მწვრთნელის უპირველესი მიზანი არის, არ გაექცეს სადავეები და კოლექტივი ხელში ეჭიროს. ენერგიის დიდი ნაწილი სწორედ ამაში იხარჯება.

- ანუ წარმატებული მწვრთნელი პირველ რიგში კარგი პედაგოგია?

- რასაკვირველია, მწვრთნელი კარგად უნდა ერკვეოდეს ფეხბურთში. თუმცა უნდა იცოდე, როგორ მიიტანო შენი იდეები კონკრეტულ ადამიანამდე. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ფეხბურთელებთან დიალოგამდე დადის. როდესაც რაიმე პრობლემა იჩენს თავს, ყველაფერი ჩვენს შორის წყდება. მთავარია, მოახერხო ისე, რომ გუნდში უცხოდ თავი არავინ იგრძნოს.

- "ბორდოში" წარმატებით იმუშავეთ, გუნდი ჩემპიონი გახდა, ახლა კი ყველაფერი კარგად მიდის პსჟ-ში. გეგმავდით თავიდან ასეთ წარმატებას?

- მე არასოდეს მიოცნებია მწვრთნელობაზე. ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ გამარჯვებების მოპოვება გამეგრძელებინა და რაღაცით ისევ მოთამაშედ დავრჩი. მე არ ვარ ისეთი ტიპის სპეციალისტი, რომლებიც აგურ-აგურ აწყობენ ყველაფერს. ცხადია, დიდ პატივს ვცემ მათ, ვინც მომავალზე გათვლით მუშაობს, მაგრამ შეიძლება კი ამ პროფესიის ადამიანს ხანგრძლივი გეგმა ჰქონდეს დაწყობილი? სისულელეა იმ იმედად იყო და იფიქრო, რომ ახლა რომელიმე კლუბში ათი წელი მუშაობას გაცლიან.

- არადა, პარიზულ გუნდში უკვე 3 სეზონია მუშაობთ, ბოლოს ამ პოსტზე ამდენი ხანი არტურ ჟორჟემ გაძლო 1991-1994 წლებში...

- სანამ იგებ, არ გაგდებენ (იცინის). ყველა მწვრთნელმა იცის, რა არის საჭირო იმისთვის რომ მოიგო, სხვა საკითხია, შეესაბამება თუ არა კლუბი და მისი რესურსი შენ ამბიციებს. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, ჩვენ ერთგვარად უმადური სამსახური გვაქვს და ზოგი შეთავაზებას იმიტომ თანხმდება, რომ გამოცდილება დაგროვოს, მაგრამ მე თავიდანვე გადავწყვიტე, რომ მივიღებდი მხოლოდ ისეთი კლუბის წინადადებას, რომელიც ყველა პირობას შემიქმნიდა მოსაგებად.

- ანუ იყო შემოთავაზებები, რომლებზეც უარი თქვით?

- დიახ, "ბორდომდე" მივიღე რამდენიმე წინადადება. ისე არ გამიგოთ, თითქოს, ვარსკვლავური დაავადება მქონდა. რაღაც პერიოდი იმაშიც კი დავეჭვდი, მინდოდა თუ არა საერთოდ ამ პროფესიის არჩევა. თუმცა "ბორდოს" შემოთავაზებამ გადაწყვეტილება მალე მიმაღებინა.

- მხოლოდ 41 წლის იყავით...

- თამაში 38 წლისამ დავამთავრე, შემდეგ სწავლა და პირდაპირ საქმეზე გადასვლაც ვიჩქარე.

- ახლა თითქოს, მწვრთნელობა შეგიყვარდათ, არა?

- ყოველთვის მომწონდა! უბრალოდ, კონკრეტული პირობებით და კონკრეტულ გარემოში მინდოდა მუშაობა. სხვათა შორის, ამბიციურ გუნდში მუშაობა უფრო რთულია. დიდი პროექტი მინდოდა, ბუნებით მეომარი ვარ და გამოწვევები მიყვარს.

- საკმაოდ სწრაფად ისეთი დიდი პროექტი შეგხვდათ, როგორიც "პარი სენ-ჟერმენია".

- ვერ განსაზღვრავ როდის ხარ მზად ამ დონეზე სამუშაოდ, ეს კლუბის პრეზიდენტის გადასაწყვეტია. უბრალოდ, იმას აღვნიშნავ, რომ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებიან დიდ გუნდებში ახალგაზრდა მწვრთნელები. აღარ არის ისეთი მკაცრი კრიტერიუმები - ასაკი, მინიმუმ ათწლიანი გამოცდილება... გამოცდილება ყოველთვის დაგროვდება, მთავარია, ბრძოლაში ჩაება.

- სამ-სამი სეზონი იმუშავეთ "ბორდოსა" და პსჟ-ში, ეს უკვე მიღწევაა.

- გეთანხმებით. ვფიქრობ, მწვრთნელის კლუბში მუშაობის საშუალო დრო 18 თვეა და, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს პერიოდი კიდევ უფრო შემცირდება.

- რატომ ფიქრობთ ასე?

- იმიტომ, რომ მწვრთნელებისგან სულ უფრო და უფრო მეტს ითხოვენ. დიდი ფული იხარჯება და შედეგს ითხოვენ. ჩვენ ყოველთვის ერთგვარ მხსნელებად შემოგვხედავენ. ამიტომაც აღმერთებენ სერ ალექსს "მანჩესტერში" ან არსენ ვენგერს "არსენალში". ახლა, როდესაც დიდ გუნდს წვრთნი, ხანგრძლივი კონტრაქტი ფიქციაა. საუკეთესო კონტრაქტი მწვრთნელისთვის შედეგია.

- პსჟ-ზე ზეწოლას უფრო ხელმძღვანელობა ახდენს თუ ფანები?

- ყველა! იმიტომ, რომ ეს გუნდი სულ სიმაღლეზე უნდა იყოს, და ყველაფერს იგებდეს. უფრო ზეწოლა ალბათ მაინც უფროსობისგან იგრძნობა, რადგან მასზეა დამოკიდებული, დარჩები თუ არა პოსტზე.

- გვერდიდან ისე ჩანს, რომ ყოვლად უდრეკი ხართ.

- არა! ისეთივე ვარ, როგორც ყველა, ისეთივე მგრძნობიარე. უბრალოდ, ვცდილობ თავი დავიცვა, ძირითადად, ფანების კრიტიკისგან, პრესისგან. ამიტომ, არაფერს არ ვკითხულობ. რაღაც დონეზე მიწევს, მავალდებულებენ, მაგრამ ჩემი ინიციატივით გაზეთებს საერთოდ არ ვკითხულობ. ფეხბურთი ყველაფერი გახდა, ფეხბურთის გარდა. ახლა სკანდალებს და ინტრიგას ეძებენ და მატჩების გარდა ყველაფერზე წერენ და ლაპარაკობენ.

- მოთამაშეებს ფეხბურთზე ხშირად ელაპარაკებით?

- დიახ, ჩვენ სისტემატიურად ვიკრიბებით და ვსაუბრობთ, ყველაფერს განვიხილავთ. მნიშვნელოვანია, რომ მათ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. მწვრთნელი ჯიუტად თავისი იდეის და მოსაზრების გატანაზე არ უნდა იყოს მომართული და სტატუსით არ უნდა სარგებლობდეს, სხვებსაც უნდა უსმენდეს. თავისი მოსაზრება ფეხბურთელებმაც უნდა გამოთქვან. არაფრით არ უნდა იფიქრო, რომ დედამიწა შენ გარშემო ტრიალებს და ყველაფრის მარტო გაკეთება და მიღწევა შეგიძლია. თუმცა ასეთებიც მინახავს.

- თქვენ არ ხართ მწვრთნელთა იმ კატეოგრიიდან, რომელსაც "დაყავი და იბატონე" მიდგომა აქვს?

- მე ინტრიგანი არ ვარ. გარდა ამისა, ვის შეიძლება დაეყრდნოს მწვრთნელი, ვინ დაეხმარება მას? ხელმძღვანელობა? არა. მხოლოდ ფეხბურთელები. სწორედ მოთამაშეებზეა დამოკიდებული შენი ბედი. ცხადია, გუნდში ვიღაც ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილოა, ეს ნორმალურია, ყველა ვერ თამაშობს. სწორედ მწვრთნელი უნდა შეძვრეს მის წინ მჯდომი ფეხბურთელის თავში და ამოიცნოს იგი და არა - პირიქით.

- რომელთან უფრო რთულია გამკლავება - ზლატან იბრაჰიმოვიჩთან თუ ადრიენ რაბიოსთან?

- ორივესთან, ყველასთან რთულია. თუმა ახალი თაობა, საერთოდ მოუთოკავია! ვერ იტყვი, რომ ცუდები არიან, ყველანი ვიყავით ახალგაზრდები, სისულელეებსაც ვაკეთებდით, მათაც აქვთ მოთხოვნილებები და აქვთ კარგი თვისებები, მაგრამ მთავარი ნაკლი არის ის, რომ ყველაფერი სწრაფად და ერთბაშად უნდათ. 17-20 წლის ასაკში ყველაფრის მიღწევა სურთ... არადა, როგორ?

- ვეტერანების ავტორიტეტი აღარაფერს ნიშნავს? პსჟ-შიც კი?

- ასეთი რამ არც გვქონია. რა აქვთ ვეტერანებს ისეთი, რაც სხვებს არ აქვს? ახლა მწვრთნელზეა დამოკიდებული ახალგაზრდებისთვის მაგალითის მიცემაც და მათი მორჯულებაც. მხოლოდ გუნდურად თუ მიაღწევ წარმატებას და არა ცნობილი სახეების უბრალოდ ერთად შეკრებით.

- ახლა გუნდში კარგი გარემოა?

- დიახ, ყველაფერი კარგადაა. გუნდში არიან ლიდერები, რომლებიც პროფესიონალიზმის მაგალითს იძლევიან და ძალიან მეხმარებიან. ისინი ვარჯიშებზე საათით ადრე მოდიან, მუშაობენ, საუბრობენ...

- ევრო 2012-ზე ნაკრების მწვრთნელი იყავით, მოგეწონათ?

- კარგი გამოცდილება მივიღე.

- გაიმეორებდით?

- ალაბათ არა.

- რატომ?

- ნაკრებში მუშაობა იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე ბევრს ჰგონია. ქვეყანაში ყველას ნაკრების მწვრთნელად წარმოუდგენია თავი და თავისი აზრი აქვს. კლუბში კი შენ აყალიბებ ფორმულას, ბირთვს... და ის თითქმის არ იცვლება. ნაკრებში მუდამ მზად უნდა იყო ცვლილებებისთვის. ვიღაც ბიჭი 2-3 მატჩს კარგად ჩაატარებს და იწყება კამპანია - ნაკრებისთვის მზად არისო! თუმცა მწვრთნელი ასეთ პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს.

- არ გგონიათ რომ თქვენი მუშაობა ვერ დააფასეს. 23-მატჩიანი წაუგებელი სერიაც ხომ იყო...

- არ მაინტერესებს! რა მნიშვნელობა აქვს დააფასეს თუ არა. 2010 წლის სკანდალის მერე, ნაკრებში მუშაობა ძალიან ძნელი იყო. ამის შედეგები ახლაც იგრძნობა. ფრანგული ფეხბურთი ახლა აღელვებულ ზღვაში გასული გემივითაა. დრო იყო, მშვიდად მივცურავდით, უფრო დიდი გემითაც. ახლა კი, აღელვებული ზღვა კი არა, ნამდვილი შტორმია.

- რა არის თქვენთვის მთავარი ევრო 2016-ზე? ნაკრების გამარჯვება თუ კარგი თამაშის ჩვენება?

- როგორც სპორტსმენმა უნდა გიპასუხოთ, რომ მთავარი შედეგია. თუმცა ისე, ერთიც რომ იყოს და მეორეც, ძალიან კარგი იქნებოდა. ახლა დიდიე დეშამის ჯერია, მისი ნამდვილად არ მშურს.

- ცოტა ხნის წინ 50 წელი შეგისრულდათ. როდესაც მწვრთნელობას იწყებდით, თქვით, რომ ამ საქმეს დიდი ხნით არ შემორჩებოდით...

- ასე იყო. თუმცა ახლა პსჟ-ში ვარ და არ ვიცი კიდვ რამდენი ხანი ვიმუშავებ - 4,5 თუ 6 წელი - მაგრამ გავიმეორებ, რომ უსასრულოდ მწვრთელის რანგში თავს ვერ ვხედავ და ვერ წარმომიდგენია მაგალითად 65 წლის ასაკში ისევ სათადარიგოთა სკამზე ყოფნა. უფრო სხვა რამეს ვცდი.

- რას?

- მაგალითად კლუბის ხელმძღვანელობაში მუშაობას.

- პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი ივნისში გიმთავრდებათ. რას ელოდებით?

- ახლა კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

- კონტრაქტს გაახანგრძლივებთ?

- ამ კითხვას დაახლოებით ერთი თვის მერე თუ დამისვამთ, სავარაუდოდ უფრო თავდაჯერებულად გიპასუხებთ - დიახ.

- არ გავხართ იმ მწვრთნელს, რომელმაც პსჟ-ში საკუთარი თავი ამოწურა...

- ნამდვილად დარჩა კიდევ დაუსრულებელი საქმეები და იქნება ეს ჩემთან თუ სხვასთან ერთად, გუნდი აუცილებლად მივა ბოლომდე. თუმცა იმედი მაქვს, რომ უკვე ამ სეზონში შევძლებთ ჩემპიონთა ლიგის მოგებას.

- და რას იტყვით იმაზე, რომ მომავალში უცხოური გუნდის გაწვრთნა გეცადათ?

- რატომაც არა? მწვრთნელის საქმე ყვეგან ერთნაირია. სამაგიეროდ, ყველა ჩემპიონატში შეგიძლია რაღაც ისწავლო და აღმოაჩინო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ლუის ენრიკე სასწრაფოდ საოპერაციოა

მძიმე ამბავი - "ლიონის" აკადემიის 13 წლის ფეხბურთელი 16 წლის მოზარდის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო

"საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა" - დეშამი იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ

"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ

"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა

"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე

"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა

[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა

"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს

სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს

"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ

ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა

“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?

"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს

"ჩელსის" სამი არჩევანი - ბლანი, სარი და ახლა უკვე ზიდანიც?

დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო

საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს