დღეს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს გამართავს
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გრძელდება წყალბურთელ ვაჟთა ევროპის 32-ე ჩემპიონატი 16 ნაკრების მონაწილეობით.

C ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა - 6:12 (1:2, 3:2, 1:5, 1:3). ამავე ჯგუფში ასპარეზობის ერთ-ერთმა ფავორიტმა იტალიამ გერმანიას მოუგო - 16:5 (2:0, 6:1, 4:3, 4:1).

დღეს, 13 იანვარს, ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო სწორედ გერმანიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 12:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი წარმოადგენს.

ალემანებს მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ და ჯილდოებიც უხვად მოუხვეჭიათ, ოღონდ უფრო ადრეულ წლებში. 1928 წელს ოლიმპიური თამაშები მოიგეს, 1932 და 1936 წლებში ვერცხლის, ხოლო 1984 წელს ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს. 21-ე საუკუნის თამაშებიდან 2004 წელს ათენში მე-4 ადგილს დაჰყაბულდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთხელ დაიკავეს მესამე ადგილი (1982), ევროპაზე კი 2 ოქროს (1981, 1989) და 5 ბრინჯაოს მედალი (1926, 1931, 1934, 1938, 1995) მოიპოვეს.

ამ ორი ქვეყნის წყალბურთელთა ნაკრებებს ერთმანეთთან არასდროს უთამაშიათ, მაგრამ ჩვენს ბიჭებს ალემანებთან პაექრობის გამოცდილება აქვთ: 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე თბილისის "ლიგამუსმა" "ვასპო ჰანოვერს" შინ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ დაამთავრა, სტუმრად კი დამარცხდა.

შარშან სექტემბერში გერმანიის ჩემპიონი მეორედ გვეწვია ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფურ ტურნირში საასპარეზოდ. ამჯერად "ვასპოს" ჩვენმა "ლოკომოტივმა" ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა - 6:8 წააგო. მეტოქეთა შემადგენლობებში ეროვნული გუნდების წევრთა უმრავლესობა გამოდიოდა.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. II ტური

ბელგრადი. 13 იანვარი.

საქართველო-გერმანია (12.30)

საქართველო

ნიკოლოზ შუბლაძე 27.12.1993. "ლოკომოტივი" (თბილისი)

ბექა ქავთარაძე 09.07.1990. "ლოკომოტივი" (თბილისი)

დამირ ცრეპულია 16.01.1984. "გეზირა" (ეგვიპტე)

მარკო ელეზი 09.09.1980. "ტრიესტა" (იტალია)

ანდრია ბითაძე 17.05.1997. "ბარსელონა" (ესპანეთი)

მარკო ელაჩა 15.12.1982. "სპორტმენეჯმენტი" (იტალია)

გიორგი ხვედელიანი 13.04.1988. "თბილისი" (თბილისი)

მიხეილ ბაღათურია 09.05.1987. "თბილისი" (თბილისი)

ზურაბ რურუა 08.06.1987. "ლოკომოტივი" (თბილისი)

კოტე გეგელაშვილი 07.051983. "ლოკომოტივი" (თბილისი)

ხვიჩა ჯახაია 16.09.1996. "ლოკომოტივი" (თბილისი)

რევაზ იმნაიშვილი 09.08.1997. "სეგედ ბეტონი" (უნგრეთი)

ივან სტრუიჩი 13.10.1981. "იადრანი" (ხორვატია)

გერმანია

როჯერ კონგი 22.09.1984. "ვასპო-98" (გერმანია)

ერიკ ბუკოვსკი 18.11.1986. "ვასპო-98" (გერმანია)

ტიმო ვან დერ ბოში 29.11.1993. "ესლინგენი" (გერმანია)

ჯულიან რეალი 22.12.1989. "დუისბურგი" (გერმანია)

ტობიას პრეუსი 03.08.1988. "შპანდაუ-04" (გერმანია)

მაურის იუნგლინგი 06.10.1991. "შპანდაუ-04" (გერმანია)

ჰეიკო ნოსეკი 14.03.1982. "ესლინგენი" (გერმანია)

რაულ შულერი 14.06.1987. "დუისბურგი" (გერმანია)

მარკო სტამი 30.08.1988. "შპანდაუ-04" (გერმანია)

მატეო ქუკი 21.02.1990. "შპანდაუ-04" (გერმანია)

მარინ რესტოვიჩი 22.07.1990. "შპანდაუ-04" (გერმანია)

დენის ეიდნერი 04.08.1989. "დუისბურგი" (გერმანია)

მორიც შენკელი 04.09.1990. "დუისბურგი" (გერმანია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!