2015-16 წლების საკალათბურთო სეზონის საქართველოს თასის გათამაშება 20 იანვარს დაიწყება და მასში 10 გუნდი ითამაშებს

2015-16 წლების საკალათბურთო სეზონის საქართველოს თასის გათამაშება 20 იანვარს დაიწყება. ტურნირში მონაწილეობას 10 გუნდი მიიღებს და წინა გათამაშებებისგან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. თასის გათამაშებაში სუპერლიგის 8-ვე და "ა" ლიგის 2 გუნდი - "ვითა" და "წყალტუბო" მიიღებენ მონაწილეობას.

საკვალიფიკაციო ეტაპზე, სუპერლიგის საწყისი 2 წრის შემდეგ, მე-8 ადგილზე მყოფი "აკადემია" და "ა" ლიგის გუნდები - "ვითა" და წყალტუბო მიიღებენ მონაწილეობას.

თასის გათამაშება მთლიანად ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და პლეი ოფში თითოეული ბარიერის გადასალახავად ერთი გამარჯვება იქნება საკმარისი.

პირველ საკვალიფიკაციო მატჩში "ა" ლიგის გუნდები - "ვითა" და "წყალტუბო" ითამაშებენ. გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო მატჩში სუპერლიგის მე-8 ადგილზე მყოფ "აკადემიას" შეხვდება. მეორე საკვალიფიკაციო მატჩში გამარჯვებული გუნდი მოიპოვებს თასის გათამაშების ძირითად - მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას.

მეოთხედფინალში გუნდები შემდეგი პრინციპით დაწყვილდებიან: სუპერლიგის საწყისი 2 წრის შემდეგ 1-4 ადგილებზე მყოფი გუნდები პირველ კალათაში იქნებიან, ხოლო სუპერლიგის ცხრილში მე-5, მე-6, მე-7 ადგილებზე მყოფი გუნდები და საკვალიფიკაციო მატჩებში გამარჯვებული მეორე კალათაში იქნებიან თავმოყრილნი. მეოთხედფინალური პლეი ოფი 1 გამარჯვებამდეა და მატჩები პირველ კალათაში მყოფი გუნდების მოედანზე გაიმართება.

ნახევარფინალიც და ფინალიც ერთ მოგებამდეა და მოედნის უპირატესობა სუპერლიგის მეორე წრის შემდეგ ცხრილში უფრო მაღლა მყოფ გუნდებს ექნებათ.

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი

დინამო/საკვალიფიკაციო

მგზავრები-სოხუმი

ქუთაისი-რუსთავი

ბათუმი-ოლიმპი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "ვითა", სავარაუდოდ, ვითიბი ლიგაზე აღარ ითამაშებს
დღეს სუპერლიგის მომავალი სეზონის "ახალწვეული" გამოვლინდება
"ვითა" სარატოვში არ ჩავიდა - გუნდში ფინანსური პრობლემებია!
"ვითას" პრეზიდენტი: რა მექნა, ნაკრებში არ გამეშვა კალათბურთელები?!
[ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა] წრე
"კაკტუსი" სუპერლიგას დაუბრუნდა, "ვითა" A ლიგაში დარჩა