ვან გაალის გუნდი მოსაწყენი აღარ იყო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ამჯერად უგოლო მატჩი არ ჩაუტარებია, პირიქით, "სენტ ჯეიმს პარკზე" უხვგოლიანი შეხვედრა იყო - "წითელი ეშმაკები" ჯერ 2:0-ს იგებდნენ, მერე 3:2-ს, მაგრამ ბოლო წამებზე გაუშვეს და აუტსაიდერ "ნიუკასლთან" ორი ქულა დაკარგეს (3:3).

ლუი ვან გაალს კრიტიკოსები არ შეუმცირდებიან, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ვერმოგების მიუხედავად, "მანჩესტერის" თამაში მოიწონეს - თამაში მაინც ჰგავდა კარგ ფეხბურთსო. პრინციპში, ეს თავად ჰოლანდიელმაც აღიარა, ამ სეზონში ჩვენი რამდენიმე მატჩი ძალიან მოსაწყენი იყო და რამე უნდა შეგვეცვალა და შევცვალეთ კიდეცო:

"რასაკვირველია, ისეთი შეგრძნება დაგვრჩა, თითქოს, წავაგეთ და ეს ქულა მარცხის ტოლფასივითაა, რადგან თამაში რეალურად მოგებული გვქონდა. 3 გოლის გატანა მოვახერხეთ და კიდევ ერთი ამდენის გატანა მაინც შეგვეძლო. ბიჭებსაც ეს ვუთხარი, რომ 3 ქულა მოვისროლეთ.

გარდა ამისა, იყო მსაჯის შეცდომაც, რასაც ვერაფერს მოუხერხებ, ჩვენს კარში არარსებული პენალტი დაინიშნა" - თქვა ვან გაალმა.

"ხალხი ამბობდა, რომ "მანჩესტერის" მატჩები მოსაწყენია, ხოლო ჩვენ მებრძოლი სული გვაკლია. ეგონათ, რომ მატჩი 0:0 მორჩებოდა, მაგრამ მივიღეთ კლასიკური დაპირისპირება, სანახაობრივი და ექვსგოლიანი. ისეთი თამაში გამოვიდა, მწვრთნელებს გულის შეტევის რისკი რომ ეზრდებათ" - განაცხადა "კაჭკაჭების" თავკაცმა სტივ მაკლარენმა.

უეინ რუნი: "როდესაც 2:0-ს იგებ, იმ შეხვედრაში ქულები აღარ უნდა დაკარგო. ინტრიგა უნდა მოკლა, მაგრამ საკუთარი შანსები ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ შეცდომებისთვის. ჩვენ ყოველთვის გვინდა და ვცდილობთ სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებას. ზუსტად ამაზე ვმუშაობთ".

რუნიმ დუბლი შეასრულა. შესაბამისად, "მანჩესტერის" მაისურით პრემერლიგაში 175 გოლი დაუგროვდა და ამით ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა. ერთი კლუბის რიგებში ამაზე მეტი არავის გაუტანია.

"ბევრად უკეთესი იყო. "მანჩესტერმა" ბოლოს და ბოლოს, გუნდურად ითამაშა და სასიამოვნო ფეხბურთი შემოგვთავაზა. მართალია, ვერ მოიგეს, მაგრამ, წესით, უნდა მოეგოთ. "მანჩესტერისგან" ყოველთვის პოზიტიურ და კარგ თამაშს ველოდები, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო შეხვედრა. ზოგჯერ სტუმრად თამაში უფრო ადვილია, ვიდრე შინ. ახლა გუნდმა ასეთივე თამაში "ოლდ ტრაფორდზე" უნდა აჩვენოს ხოლმე" - აღნიშნა "წითელი ეშმაკების" ყოფილმა ფეხბურთელმა და საფეხბურთო ექსპერტმა პოლ სქოულზმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
ანრი: მესი ადამიანი არ არის - ნუ გააღვიძებთ მასში მხეცს
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
"ოქროს ბურთს" ამ ფეხბურთელს მივცემდი, მეორე ადგილზე კი მას დავაყენებდი" - ანრიმ თავისი ფავორიტები დაასახელა
"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი