ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

იოზილმა ვერდერი გააწამა!

იოზილმა ვერდერი გააწამა!

მესუთის გადაბირება რეალსაც უნდა, საუბარია 30 მილიონ ევროზე

მესუთ იოზილმა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ბრემენის „ვერდერთან“ ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებზე უარი რომ თქვა, „მუსიკოსების“ შეფმა კლაუს ალოფსმა მაშინვე იგუმანა, რომ თურქული წარმოშობის ახალგაზრდა ფეხბურთელი ბრემენულ კლუბს მაგრად გააწამებდა. ისე აგიხდეთ ყველაფერი: იოზილმა მუნდიალზე ძალიან კარგად იასპარეზა, რითაც ერთი მხრივ სხვა კლუბებს მისდამი ინტერესი გაუღვივა, მეორემხრივ კი, საკუთარი ფასი გაზარდა და ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს. მის კონტრაქტს ვადა კიდევ ერთი წლით აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ვერდერი“ იოზილს ან ახლა დაკარგავს, ანაც გაისად და თანაც უფასოდ. შესაბამისად, ფაქტი ერთია: ამ ორომტრიალში წაგებული „ვერდერი“ რჩება.

მესუთმა ამას წინათ თქვა, „ვერდერში“ კიდევ ერთი წლით დავრჩები, რა პრობლემააო, მაგრამ სულ სხვა რამ იგულისხმა: თუ მსურველი გუნდისთვის მისაღებ ფასად არ გამყიდით, გაისად ჩემს სანაცვლოდ კაპიკსაც ვეღარ მიიღებთ და არჩევანი თქვენზე იყოსო. სინამდვილეში, უცნობია, იასპარეზებს თუ არა იოზილი „ვერდერში“ მომავალ სეზონშიც. ამასობაში, მისი გადაბირება მადრიდის „რეალმა“ მოისურვა.

მოკლედ, „ვერდერს“ იოზილის უფასოდ დაკარგვა არაფრისდიდებით არ აწყობს, რაც იმას ნიშნავს, რომ „მუსიკოსები“ მესუთის მსურველ კლუბებთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან. ეს ალოფსმაც დაადასტურა, რომელმაც განაცხადა, თუ ვინმე კონკრეტული წინადადებით მოგვმართავს, მზად ვართ, შემოთავაზებები განვიხილოთო.

...და აი, სწორედ ამ დროს ჩაერთო თამაშში „რეალი“. შაბათს, ესპანური გაზეთი „ასი“ წერდა, რომ იოზილს „რეალმა“ თვალი დააგდა. უფრო მეტიც: ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ „რეალის“ გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო, სპორტული დირექტორი მიგელ პარდესა და მარკეტინგის შეფი ხოსე ანხელ სანჩესი იოზილს შეხვდნენ და მასთან უკვე კონკრეტული მოლაპარაკებები გამართეს. მაგრამ „ასი“ ხაზს უსვამს იმასაც, რომ იოზილის ტრანსფერი საბოლოოდ მადრიდული გრანდის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს გადასაწყვეტია. გაირკვა, რომ იოზილთან შეხვედრა მოურინიოსაც სურს და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, უნდა თუ არა „რეალს“ გერმანიის ნაკრების ფლეიმეიკერი. მანამდე კი დაბეჯითებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ დაინტერესება არსებობს.

„მეც გავიგე, რომ „ასში“ ასეთი სტატია დაიწერა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენთვის კონკრეტული წინადადებით ან მოლაპარეკებების დაწყების თხოვნით არავის მოუმართავს,“ - ამბობს ალოფსი.

ესპანური მედია ტრანსფერისთვის ორ სცენარზე წერს: „რეალმა“ იოზილის ნაცვლად ან საკმაოდ დიდი თანხა (25-30 მილიონი ევრო) უნდა გადაიხადოს, ანაც კლუბები გაცილებით დაბალ თანხაზე შეთანხმდებიან და „რეალს“ გარანტია ექნება, რომ იოზილი ერთი წლის შემდეგ მადრიდში წავა. ანუ, მესუთი ფაქტობრივად „რეალის“ საკუთრება იქნება, მაგრამ „ვერდერში“ კიდევ ერთ სეზონს, არენდის წესით გაატარებს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა