დღეს ბელგრადში მიმდინარე წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართება
დღეს, 15 იანვარს, ბელგრადში მიმდინარე წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართება.

C ჯგუფში საქართველოს ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 20:15 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" "მეორე არხი" წარმოადგენს.

ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს გერმანია-რუმინეთი (21:45) დაუპირისპირდებიან. D ჯგუფში კი ითამაშებენ: უნგრეთი-თურქეთი (12:30) და რუსეთი-საბერძნეთი (23:15).

ორი ტურის შემდეგ აპენინელები C ჯგუფს 6 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ. ისინი არა მარტო ჯგუფის, არამედ მთელი ჩემპიონატის ფავორიტები არიან. ამის თქმის საფუძველს ტურნირზე მათი კარგი თამაში და ის ტიტულებიც გვაძლევს, რომლებიც იტალიელებს საერთაშორისო სარბიელზე მოუპოვებიათ: სამი ოლიმპიური ოქრო (1948, 1960, 1992), ორი ვერცხლი (1976, 2012) და ამდენივე ბრინჯაო (1952, 1996), მსოფლიოს ჩემპიონატებზე - 3 ოქრო (1978, 1994, 2011), 2 ვერცხლი (1986, 2003) და ერთი ბრინჯაო (1975).

იტალიელებმა ყველაზე მეტი ჯილდო ევროპის ჩემპიონატებზე მოიხვეჭეს - 3 ოქრო (1947, 1993, 1995), 2 ვერცხლი (2001, 2010) და 6 ბრინჯაო (1954, 1977, 1987, 1989, 1999, 2014).

საქართველოს დღევანდელმა მეტოქემ ევროპის ჩემპიონატის წინ უნგრეთში "ვოლვოს თასზე" იასპარეზა და ოთხგუნდა საერთაშორისო ტურნირში მთავარი პრიზი მოიპოვა: ზედიზედ სძლია სლოვაკეთს - 12:8 (5:3, 2:1, 3:1, 2:3), უნგრეთსა - 5:4 (3:0, 2:2, 0:0, 0:2) და ესპანეთს - 14:4 (4:1, 5:1, 3:1, 2:1). მეორე-მეოთხე ადგილებზე ესპანეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი გავიდნენ. კონტინენტის პირველობაზე იტალიელებმა რუმინელები (11:5) და გერმანელები (16:5) დაჯაბნეს.

2014 წელს ბუდაპეშტში ევროპის წინა ჩემპიონატზეც ჯგუფში მათ საქართველოს ნაკრებთან ერთად იასპარეზეს და 15:5 მოგვიგეს.

წინა ტურში რუმინელებთან მატჩის შემდეგ იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ალესანდრო კამპაგნამ პრესკონფერენციაზე თქვა:

"დღეს ასეთ დაძაბულ მატჩს ველოდი, რადგან რუმინელი წყალბურთელები ფიზიკურად ძლიერები არიან. ამიტომაც პაექრობის ბოლომდე შეუპოვრად იბრძოდნენ. თავიდან კარში დარტყმები არ გამოგვივიდა, რამაც აგვანერვიულა, თუმცა თანდათან ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა და ჩვენი კლასი ვაჩვენეთ.

მომდევნო მატჩი საქართველოსთან გვაქვს. მართალია, ჯგუფის ლიდერები ვართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრისთვის მთელი მობილიზება გვჭირდება, ჩემმა ზოგიერთმა შეგირდმა კი უკეთესი თამაში უნდა აჩვენოს".

დღეს ბელგრადში, "კომბანკ არენაზე", რომელიც 12 ათას მაყურებელს იტევს, მეტოქეები ასეთი შემადგენლობებით ითამაშებენ:

საქართველო

ნიკოლოზ შუბლაძე 27.12.1993 "ლოკომოტივი" (თბილისი)

ბექა ქავთარაძე 09.07.1990 "ლოკომოტივი" (თბილისი)

დამირ ცრეპულია 16.01.1984. "გეზირა" (ეგვიპტე)

მარკო ელეზი 09.09.1980 "ტრიესტა" (იტალია)

ანდრია ბითაძე 17.05.1997 "ბარსელონა" (ესპანეთი)

მარკო ელაჩა 15.12.1982 "სპორტმენეჯმენტი" (იტალია)

გიორგი ხვედელიანი 13.04.1988. "თბილისი" (თბილისი)

მიხეილ ბაღათურია 09.05.1987 "თბილისი" (თბილისი)

ზურაბ რურუა 08.06.1987 "ლოკომოტივი" (თბილისი)

კოტე გეგელაშვილი 07.051983 "ლოკომოტივი" (თბილისი)

ხვიჩა ჯახაია 16.09.1996 "ლოკომოტივი" (თბილისი)

რევაზ იმნაიშვილი 09.08.1997 "სეგედ ბეტონი" (უნგრეთი)

ივან სტრუიჩი 13.10.1981 "იადრანი" (ხორვატია)

მწვრთნელები: იოვან პოპოვიჩი, ვლადიმერ ისელიძე

იტალია

სტეფანო ტემპესტი 09.06.1979 "პრო რეკო" (იტალია)

ფრანჩესკო დი ფულვიო 15.08.1993 "პრო რეკო" (იტალია)

ნიკოლო ჯიტო 12.10.1986 "პრო რეკო" (იტალია)

პიეტრო ფიგლიოლი 29.05.1984 "პრო რეკო" (იტალია)

ალექს ჯორჯეტი 24.11.1987 "პრო რეკო" (იტალია)

მიჩელ ბოდეგასი 03.05.1987 "პრო რეკო" (იტალია)

მასიმო ჯიაკოპო 10.05.1983 "პრო რეკო" (იტალია)

ვალენტინო გალო 17.07.1985 "პოსილიპო" (იტალია)

კრისტიან პრესკიუტი 17.11.1982 "ბრეშა" (იტალია)

სტეფანო ლუნგო 10.07.1984 "კარპიზა" (იტალია)

მატეო აიკარდი 19.04.1986 "პრო რეკო" (იტალია)

ფაბიო ბარალდი 21.03.1990 "ნაპოლი" (იტალია)

მარკო დელ ლუნგო 01.03.1990 "ბრეშა" (იტალია)

მთავარი მწვრთნელი: ალესანდრო კამპანა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს