23 წლის შემტევი ნახევარმცველი ხორვატიიდან წამოსვლის შემდეგ სულ უცხოეთში წასვლაზე ფიქრობდა
გიორგი ნავალოვსკის შემდეგ ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში", შესაძლოა, გორის "დილას" კიდევ ერთი ფეხბურთელი წავიდეს - რუსეთის პირველი ლიგის კლუბში კარიერის გაგრძელებას გიორგი ილურიძეც იმედოვნებს.

23 წლის შემტევი ნახევარმცველი ხორვატიიდან წამოსვლის შემდეგ სულ უცხოეთში წასვლაზე ფიქრობდა. გორის "დილაში" არ ათამაშებდნენ და პირველი წრის დასრულებამდე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გუნდი დაეტოვებინა. ხაბაროვსკის ვარიანტი კი ახლა გამოუჩნდა და დათანხმდა.

რაც დრო გადის, სულ უფრო აშკარა ხდება ჩვენი ფეხბურთის დაბალი დონე და ასეთ პირობებში, ილურიძისთვის რუსეთის პირველი ლიგის გუნდში მოხვედრა წინსვლის წინაპირობაა. ამას ნავალოვსკის მაგალითიც ადასტურებს. არადა, რუსეთის პირველ ლიგაში თამაშისთვის მას ბევრი აკრიტიკებდა.

...დავუბრუნდეთ ილურიძეს. შეგახსენებთ, რომ ილურიძემ 2010 წელს კარიერა მახაჭყალის "ანჟიში" დაიწყო. 2012 წლის დასაწყისში სამშობლოში დაბრუნდა და გორის "დილასთან" გააფორმა კონტრაქტი, სადაც წელიწად-ნახევარი გაატარა. 2013 წელს, ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე "დილამ" დიდწილად ილურიძის მშვენიერი თამაშის წყალობით სპლიტის "ჰაიდუკი" დაამარცხა და აგვისტოს ბოლოს ხორვატიულ კლუბში მიიწვიეს. მას მშვენიერი დებიუტი ჰქონდა - იმ დღეს "ჰაიდუკმა" ზაგრების "დინამო" 2:0 დაამარცხა...

თუმცა ილურიძეს კარიერა ვერ აეწყო და 2014 წელს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ხორვატიული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და აგვისტოდან "ზესტაფონის" ღირსებას იცავდა, შარშან ზაფხულში კი გორის "დილაში" გადავიდა.

საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში თამაშის შემდეგ, 2013 წლის აგვისტოში ილურიძე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის, საფრანგეთისა და ფინეთის წინააღმდეგ, ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

ცნობისთვის, ხაბაროვსკის "სკა ენერგია" რუსეთის 20-გუნდიან I ლიგაში მე-17 ადგილზეა და გადარჩენისთვის იბრძვის. სეზონი 12 მარტს განახლდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tngh
გეთანხმები მეგობარო!!! ილურიძეს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და აუცილებლად უნდა ითამაშოს!!!
გარინჩა
ვინც პირველ წრეში ილურიძე იხილა "დილაში" ყველა გახარებულია!კი "არ ათამაშებდნე", "არ თამაშობდა"...
bebeto
ამ ფეხბურთელს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.
tngh
დარწმუნებული ვარ, ილურიძის "ჰაიდუკთან" შესანიშნავი თამაში შემთხვევითი არ იყო. იმედი მაქვს, რომ დაიბრუნებს იმ თამაშს. ჯერ ყველაფერი წინ აქვს.
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
გოჩა ხოჯავა ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" აღარ ითამაშებს
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
პოლონელების ლოდინს ნაღდი ვამჯობინე - გიორგი ნავალოვსკი რუსეთში ბრუნდება
"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა
კახა ალადაშვილმა "სახალინს" ეფექტური ჯარიმა გაუტანა [VIDEO]
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]
"...ვაგებთ და გინებით გვიკლებენ. ძლივს გრანდთან მოვიგეთ და ამბობენ, გაუვარდათო"
კახა ალადაშვილი და გოგიტა გოგუა ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" ტოვებენ
კახა ალადაშვილი ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" მეორე შეკრებაზე შეუერთდება
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს