საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრები მინსკში, საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა
საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრები მინსკში, საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ვასილ მაისურაძის გუნდი ბელორუსის დედაქალაქში 16 იანვარს ჩავიდა.

მინსკის საერთაშორისო ტურნირი ბელორუსის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. წელს საუკეთესოს ტიტულისთვის 12 ნაკრები იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები C ჯგუფში უკრაინის, მოლდოვისა და ფინეთის 17 წლამდე ნაკრებები იქნებიან.

ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ მატჩს 18 იანვარს მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 19 იანვარს ქართველი 17 წლამდელები ფინეთის ნაკრებს, ხოლო 21 იანვარს უკრაინელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრები მინსკში 20 ფეხბურთელით გაემგზავრა.

17 წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბილისი), დავით კერესელიძე (ცხინვალი), ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი ( სამივე 35-ე საფეხბურთო სკოლა, თბილისი), ნიკა შიხაშვილი ( საბურთალო, თბილისი), ნუგზარ სპანდერაშვილი ( 35-ე საფეხბურთო სკოლა, თბილისი), ლუკა სილაგაძე (დინამო თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), იური ტაბატაძე, ნიკა ღლონტი (ორივე საბურთალო, თბილისი), სანდრო ანდრონიკაშვილი, ლაშა ობოლაძე (ორივე 35-ე საფეხბურთო სკოლა, თბილისი), ლუკა ასათიანი (იაგელონია, პოლონეთი), დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კუცია ( ყველა დინამო თბილისი), ბექა ქავთარაძე ( სლავია პრაღა).

მინსკის ტურნირი 2005 წლიდან ტარდება, 2016 წლის გათამაშებაში კი მონაწილეობას ბელორუსიის, ლატვიის, სლოვენიის, ირანის, რუსეთის, ლიტვის, ისრაელის, სომხეთის, მოლდოვას, უკრაინის, ფინეთისა და საქართველოს 17 წლამდე ნაკრებები მიიღებენ. ტურნირის გამარჯვებული გუნდი 24 იანვარს გამოვლინდება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

gio
მტავარი მარტშია იქ იქნებ გახვიდეთ გადადეთ ყველაფერი მოლდავა რა გუნდია მაგასტან როგორ აგებდიტ არ გრცხვენიატ მარტისთვის მოინდომეთ თქვენი იმედი მაქ
gorgin
ბიჭები ქების ღირსნი არიან პირველი გამარჯვებისთვის, თანაც პირველი ტაიმის შემდეგ 1-3 წააგეს. ველით შემდგომ წარმატებებს!
გუჯა კახაძე
ძალიან მჭიდრო კალენდარია!
vieri
მაისურაძეს და ნაკრებს წარმატებები! ტენდენციური ავსაჯანასგან განსხვავებით, მაისურაძე ობიექტური და სამართლიანი სპეციალისტია.
gio
წარმატებები წარმატებები მარტში
ddd
ავსაჯანა ყველაგაან წარმატება ქონდა
tngh
წარმატებებს გისურვებთ, ბიჭებო!!!
სირბილის სწავლების ცენტრი
ფინალი გვინდა:))))
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს