სერია A. XXIII ტური: "ლაციოს" უკვე ოცი წელია, რაც "როსონერისთვის" გასვლაზე არ მოუგია და ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა

სერია A-ს XXIII ტური "სან სიროზე" გამართული მატჩით გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ "მილანი' და "ლაციო" წარსდგნენ. მიუხედავად იმისა, რომ მასიმილიანო ალეგრის ფეხბურთელთა მთელი არმია ჰყავს ტრავმირებული, ფავორიტად მაინც "მილანი" მიიჩნეოდა - შესაბამისად, დაფიქსირებული საყაიმო შედეგით სტუმრები დარჩნენ კმაყოფილნი.

ცნობისთვის, "ლაციოს" უკვე ოცი წელია, რაც "როსონერისთვის" გასვლაზე არ მოუგია და ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. ვერც იმას ვიტყვით, რომ რომაელები ახლოს იყვნენ ნავსის გატეხვასთან - უფრო პირიქით, გადარჩნენ და იღბალს უნდა უმადლოდნენ, რომ დედაქალაქში ქულით ხელდამშვენებულნი დაბრუნდნენ. მით უმეტეს, დანაკლისი რომაელებსაც ჰქონდათ - სერჯო ფლოკარი და ტომაზო როკი დაშავებულნი არიან და ისღა დარჩენია ედუარდო რეიას ლიბორ კოზაკსა და ჯუზეპე სკულის დაეყრდნოს.

პირველი ტაიმი მეტნაკლებად თანაბარი იყო, თუმცა მომენტები უფრო "ლაციოს" კართან შეიქმნა. 25-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეეძლო ანგარიშის გახსნა, ახლო მანძილიდან თავური დაარტყა, მაგრამ სტუმართა მცველმა იყოჩაღა და დროულად გადაეფარა კარისკენ მიმავალ ბურთს. თავის გამოჩენა ემანუელსონსაც შეეძლო, ძლიერად დაარტყა შორი მანძილიდან, თუმცა მცირედით არაზუსტად. რომაელთაგან ბიავას შეეძლო გატანა, ვისი დარტყმულიც კრისტიან აბიატიმ მოიგერია.

მეორე ნახევარში "ლაციომ" უკან დაიხია და საკუთარ ნახევარზე გამაგრდა. სტუმართაგან მოედნის ცენტრის დათმობამ მილანელებს თითქოს გაუადვილა ამოცანა, მუდმივად "ლაციოს" საჯარიმოს დასტრიალებდნენ და გოლიც მოამწიფეს, მაგრამ იმ დღეს ფორტუნა აშკარად "ბიანკოჩელესტეს" მხარეს იყო. რთულია ყველა იმ მომენტის აღწერა, რომელიც ფერნანდო მუსლერას კართან შეიქმნა, თუმცა ერთი კი ნამდვილად უნდა გამოვარჩიოთ. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბურთი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ერთ მეურვეს აუარა გვერდი და დაარტყა კიდეც, რის შემდეგაც ბურთი ჯერ ერთ ძელს მოხვდა, მერე მეორეს, მაგრამ კარის ხაზი არ გადაკვეთა.

არადა, თითქოს გოლი გარდაუვალი იყო და რამდენიმე წამით "სან სიროს" ტაბლოზე 1:0-იც კი აინთო... დიახ, ტაბლო შეცდომაში შევიდა, ისევე როგორც სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ "მილანის" ლაზარეთს კიდევ ორი ფეხბურთელი დაემატა. ლიბორ კოზაკმა ჯერ დანიელე ბონერას გაუტეხა თავი, შემდეგ კი ნიკოლა ლეგროტალიეს მისდგა და ისიც დაამტვრია. შედეგად, ალეგრის ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა, დაშავებულებს კი გამოკვლევები უტარდებათ და მალე გავიგებთ, რამდენი ხნით მოუწევთ უქმობა. მატჩის შემდეგ, მასიმილიანომ ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"ძალიან ვჩქარობდით და პირველი წუთებიდან ისე ვითამაშეთ, თითქოს გოლის გასატანად დრო არ გვრჩებოდა. ამის გამო, ჩვენი იერიშები ქაოტური იყო, რამაც მეტოქე მცველებს ამოცანა გაუადვილა. მიუხედავად ამისა, არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით და თუ ვინმე იმსახურებდა გამარჯუვებას, ეს "მილანი" იყო. რას ვიზამთ, "ლაციო" ძლიერი გუნდია და ამ ფრისგან ტყრაგედია ნამდვილად არ უნდა შევქმნათ. რაც შეეხება ტრავმირებულ ფეხბურთელთა სიმრავლეს, ეს რა თქმა უნდა დიდი პრობლემაა. როდესაც "მილანის" დარ გუნდს ორი და სამი ფეხბურთელი აკლია, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ 12-14 ფეხბურთელი უკვე მეტისმეტია. იმედია, ლაზარეთი მალე შეთხელდება და ამოვისუნთქებთ. აქვე, მინდა კმაყოფილება გამოვთქვა იმით, რომ უკვე მესამე თამაშია კარს მშრალად ვინახავთ".

ედუარდო რეია დაეთანხმა იმ აზრს, რომ იღბალი "ლაციოს" მხარეს იყო: "როდესაც "მილანთან" გიწევს გასვლითი პაექრობა, ბედმაც უნდა გაგიღიმოს, თორემ აუცილებლად დამარცხდები. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ და ძალიან საჭირო ქულა ავიღეთ. "ფიორენტინასთან" და "მილანთან" მოპოვებული ოთხი ქულა აშკარად კარგი შედეგია და მთავარია, აღებული ტემპი არ დავაგდოთ".

temio
ადმინ..გთხოვთ გაგვახსენოთ ქვემოდ მოხსენიებული მატჩი.სარატე გამოგრჩათ,პატივცემულო.ძალიან გთხოვთ სკულიზე გამახსენდა,მას საქართველოს ერთ -ერთ ასაკობრივ ნაკრებთან ნათამაშები აქვს,ისევე როგოც სემ დალა ბონას(ჩელსი,მილანი..მერე თვითონაც არ იცის)არასდროს დამივიწყდება თქვენი ერთერთი კოლეგის სტატიის სათაური,,სკული,დალა ბონა ,ჯოლოხავა" ჩვენი მეკარე,რომელიჩ სკულს პენალტს უღებდა,ეხლა კი არავინ იცის სად არი:(
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის