მიმდინარე სეზონში "ფიორენტინა" წარუმატებლად ასპარეზობს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-13 ადგილი უკავია.

მიმდინარე სეზონში "ფიორენტინა" წარუმატებლად ასპარეზობს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-13 ადგილი უკავია. გუნდის გულშემატკივართა მრავალრიცხოვანი არმია უკვე გამოეთხოვა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის იმედს, ყველაზე ოპტიმისტები კი ევროპის ლიგაზე ოცნებობენ, თუმცა ესეც ნაკლებად სავარაუდოა. ფაქტია, რომ სინიშა მიხაილოვიჩს ჯერჯერობით არაფერი გამოსდის და უკვე საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა უახლოეს პერიოდში პოსტის დატოვებამ მოუწიოს. თავად სერბი სპეციალისტი არ ნებდება და ბრძოლას აგრძელებს:

"მესმის, რომ შესაძლოა გამანთავისუფლონ და ასეთ შემთხვევაში, კლუბის მესვეურთა გადაწყვეტილებას უსიტყვოდ მივიღებ. არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი, ასე რომ, ვერ ვხვდები ამ თემაზე საუბარს რა აზრი აქვს. ჩემი ნებით არსად წასვლას არ ვაპირებ, რადგან უბრძოლველად ცხოვრებაში არაფერი დამითმია. მწვრთნელობა სარისკო საქმეა, სულ ჩემოდნებზე უნდა იჯდე და ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული - უამრავი იდეა მაქვს და ვცდილობ, ფეხბურთელებამდე სწორად მივიტანო. ოპტიმიზმი ნამდვილად არ დამიკარგავს და მჯერა, შედეგი მალე გვექნება".

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფლორენციული კლუბის მესვეურებმა ადრიან მუტუს დისციპლინის დარღვევა აპატიეს და მას მთავარ გუნდში დაბრუნებას უპირებენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუმინელმა ფორვარდმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში და პირობა დადო, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა