დიდი სლემის ტურნირს სიმონა ჰალეპი დაემშვიდობა
ნადალის წაგების შემდეგ, თითქოს მეორე სათამაშო დღეს სენსაციების ლიმიტი ამოწურული უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაახლოებით ერთ საათში, კიდევ უფრო მოულოდნელი შედეგი ვიხილეთ. ბოლო თვეების განმავლობაში, სიმონა ჰალეპი გარკვეულ პრობლემებს განიცდიდა მტკივან ფეხთან დაკავშირებით და მსოფლიოს მეორე ჩოგანს ძირითადი ფავორიტების რიცხვს არ მიაკუთვნებდნენ.

მიუხედავად ამისა, არავინ ელოდა პრობლემებს პირველ წრეში, რადგან რუმინელის მეტოქე იყო შუაი ჟანგი. ჩინელი ჩოგბურთელი, ტრადიციულად, სუსტად გამოდის "დიდი სლემის" ტურნირებზე. ამ სერიის ჩემპიონატებში მან 14-ჯერ ითამაშა და ყოველთვის პირველივე წრეში დამარცხდა. თან, ამ 14 შეხვედრაში მან ჯამში მხოლოდ ორი სეტი აიღო.

ჰალეპმა ცუდად დაიწყო შეხვედრა - ოთხი სასტარტო გეიმი დათმო. შემდეგ ის თანდათან შევიდა თამაშში, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ჩინელი გაცილებით აქტიურად თამაშობდა და შეცდომებსაც ნაკლებად უშვებდა. რუმინელი თითქმის დაეწია მეტოქეს, მაგრამ პირველი სეტის გადარჩენა ვერ შეძლო.

მეორე სეტში სიმონამ ბრეიკით წინ გასვლა მოახერხა. თითქოს, მატჩში გარდატეხა უნდა მომხდარიყო, მაგრამ იქვე ჟანგმა შეტევების მორიგი ტალღა დაატეხა თავს მეტოქეს, რომლის წინააღმდეგაც ჰალეპი მზად არ აღმოჩნდა - 4:6, 3:6. აღსანიშნავია, რომ ჩინელმა ამ მატჩში თითქმის სამჯერ მეტი "ვინერსი" შეასრულა - 31 11-ის წინააღმდეგ.

მატჩის შემდეგ, ტრიბუნაზე ატირდა ჟანგის მწვრთნელი. და ჩოგბურთელიც ვერ იკავებდა ცრემლებს. მან "დიდი სლემის" ტურნირებზე პირველ გამარჯვება მოიპოვა და თან მსოფლიოს მეორე ჩოგანი დაამარცხა. ეს წარმატება ბევრს ნიშნავს მსოფლიოს 133-ე ნომრისთვის, რადგან გასული სეზონის შემდეგ, ის კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა.

რაც შეეხება ჰალეპს, მან დაარღვია ავსტრალიის ღია პირველობის 40-წლიანი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ტურნირის მეორე ნომერი არ ეთიშებოდა ბრძოლას პირველ წრეში.

ნაკლები კალიბრის სენსაცია იყო ვინუს უილიამსის (მე-8 ნომერი) წაგება ბრიტანელ იოჰანა კონტასთან. ამერიკელი აშკარად მოუმზადებელი შეხვდა ამ ტურნირს და მთლიანად სეზონს. იანვარის დასაწყისში, მან პირველი წრე წააგო ოკლენდში, ახლა კი ვერც მელბურნში გადალახა საწყისი რაუნდი. ვინუსმა ბოლოს 1995 წელს წააგო სეზონის პირველი ორი მატჩი.

უფროსმა უილიამსმა გუშინდელი მატჩი ორ სეტში დათმო - 4:6, 2:6. ამერიკელმა პირველ მოწოდებაზე ქულების მხოლოდ 52 პროცენტი აიღო, რაც სავალალო შედეგია.

სხვათა შორის, 35 წლის უილიამსისთვის ეს იყო "დიდი სლემის" 69-ე ტურნირი კარიერაში, რაც ორით ნაკლებია აბსოლუტური რეკორდსმენის ემი ფრეიზერის მაჩვენებლამდე.

12 განთესილის გარეშე

ავსტრალიის ღია პირველობაზე დასრულდა პირველი წრე, რომელშიც 12 განთესილი ჩოგბურთელი გამოეთიშა ბრძოლას. ეს ტურნირის ახალი რეკორდია. ადრე, განთესვის ლიდერებისთვის ყველაზე წარუმატებელი გასული წლის ჩემპიონატი იყო, როცა პირველი რაუნდის გავლა ვერ შეძლო 11-მა განთესილმა.

ყველაზე ნაკლები სენსაცია 2003, 2005, 2011 და 2012 წლებში ფიქსირდებოდა. მაშინ განთესვის ნომრის მქონე 4-4 ჩოგბურთელი გამოეთიშა ბრძოლას პირველ წრეში.

ქალები

კერბერი (გერ, 7)-მისაკი დოი (იაპ) 6:7(4), 7:6(6), 6:3

დულგერუ (რუმ)-სტორმ სანდერსი (ავსტრა) 6:4, 6:2

ბრენგლი (აშშ)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:3, 6:4;

ლარსონი (შვედ)-ირინა-კამელია ბეგუ (რუმ, 29) 6:3, 6:2;

იანკოვიჩი (სერ, 19)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:3, 6:3

ზიგემუნდი (გერ)-კიკი ბერტენსი (ჰოლ) 6:4, 7:5

ბეკი (გერ)-პრისცილა ჰონი (ავსტრა) 6:0, 6:3

ბაშჩინსკი (შვეიც, 11)-კატერინა სინიაკოვა (ჩეხ) 6:3, 7:5

აზარენკა (ბლრ, 14)-ელისონ ვან უიტვანკი (ბელ) 6:0, 6:0

კოვინიჩი (ჩერ)-სამანტა კროუფორდი (აშშ) 6:2, 6:4

ოსაკა (იაპ)-დონა ვეკიჩი (ხორ) 6:3, 6:2

სვიტოლინა (უკრ, 18)-ვიქტორია დუვალი (აშშ) 6:2, 6:3

სტრიკოვა (ჩეხ)-კაროლინ გარსია (საფ, 32) 6:2, 6:4

კინგი (აშშ)-მონა ბარტელი (გერ) 3:6, 7:5, 6:4

ფლიპკენსი (ბელ)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 5:7, 6:2, 7:5

მუგურუსა (ესპ, 3)-ანეტ კონტავეიტი (ესტ) 6:0, 6:4

კონტა (ბრიტ)-ვინუს უილიამსი (აშშ, 8) 6:4, 6:2

ჟენგი (ჩინ)-კარინა ვიტჰოფტი (გერ) 6:1, 6:2

ალერტოვა (ჩეხ)-ბეტანი მატეკი (აშშ) 6:4, 6:7(5), 6:3

ლისიცკი (გერ, 30)-პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ) 6:4, 6:4

მაკაროვა (რუს, 21)-მედისონ ინგლისი (ავსტრა) 6:3, 6:0

მარია (გერ)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:4, 6:3

გორგესი (გერ)-ანდრეა მიტუ (რუმ) 6:3, 6:4

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 9)-კიმბერლი ბირელი (ავსტრა) 6:4, 6:4

კისი (აშშ, 15)-ზარინა დიასი (ყაზ) 7:6(5), 6:1

შვედოვა (ყაზ)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 6:4, 6:4

სევასტოვა (ლატ)-იარმილა ვოლფი (ავსტრა) 6:0, 4:2

ივანოვიჩი (სერ, 20)-ტამი პატერსონი (ავსტრა) 6:2, 6:3

ლეპჩენკო (აშშ)-ლესია ცურენკო (უკრ, 31) 6:7(5), 6:2, 6:3

არუაბარენა (ესპ)-მარინა ზანევსკა (უკრ) 6:7(4), 6:3, 6:3

კორნე (საფ)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:1, 6:0

ჟანგი (ჩინ)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 2) 6:4, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]
ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ