"იმედი მაქვს, მერგება დიდი პატივი და ელიტრაუნდში დავიცავ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ღირსებას"
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. შემთხვევითი არ არის, რომ გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი გახლავთ ლევან ბარაბაძე, ვინც 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდში თამაშობს.

ამჯერად, ის მინსკის საერთაშორისო ტურნირზე არ ახლავს ნაკრებს, თუმცა იმედოვნებს, რომ საქართველოს ღირსების დაცვა თბილისურ ელიტრაუნდში მოუწევს.

დროა, პერსპექტიული ფეხბურთელი ჩვენს მკითხველს უფრო ახლოს გავაცნოთ...

- 6 წლის ვხდებოდი, ფეხბურთზე რომ შევედი. "ნორჩი დინამოელის" საფეხბურთო სკოლაში დავდიოდი. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო გივი ლომიძე. თავდაპირველად, მარცხენა მცველის პოზიციაზე ვთამაშობდი. უკვე კარგა ხანია, ნახევარმცველი ვარ.

- ფეხბურთი და სწავლა: როგორ ათავსებდი მათ ერთმანეთთან, მშობლებმა თუ მოგიწონეს, ფეხბურთელობა რომ გადაწყვიტეთ?

- კი, თავიდანვე ყველანაირად მხარდაჭერას ვგრძნობდი. სწავლით, მართლა კარგად ვსწავლობდი, პატარა რომ ვიყავი. მერე ფეხბურთმა ბევრი დრო წაიღო...

- საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებზე გკითხავთ. სადღეისოდ, მინსკის ტურნირზე არ ხართ, თუმცა, ალბათ, ელიტრაუნდში თამაშს იმედოვნებთ...

- ასეა. იმედი მაქვს, მერგება დიდი პატივი და ელიტრაუნდში დავიცავ საქართველოს ნაკრების ღირსებას. მინსკის ტურნირს რაც შეეხება, საქართველოს ნაკრებს, მის სამწვრთნელო შტაბს მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. ძალიან გამახარა მოლდოვის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებულმა გამარჯვებამ...

- როგორც ყველას, ალბათ თქვენც გსურთ, რომ ძალები საზღვარგარეთ მოსინჯოთ...

- რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია საზღვარგარეთ თამაში. არ დავმალავ, არის ინტერესი ესპანეთიდან. კერძოდ, საუბარია "ლევანტესა" და "ალმერიას" ასაკობრივ გუნდებზე. ვნახოთ, რა გამოვა. როგორც ვიცი, კიდევ არის შეთავაზებები სხვადასხვა ქვეყნიდან. ვგულისხმობ იმავე ევროპულ ქვეყნებს. არის ვარიანტი საფრანგეთიდან, თუმცა არ ვიცი, რომელი გუნდია.

- რეჟიმთან თუ "მეგობრობთ"?

- შანსი არ არის, რეჟიმი დავარღვიო. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს, შუალედში ფიზიკურად ვიტვირთები. შრომა წარმატებას მომიტანს - ეს ზუსტად ვიცი.

- მეტსახელი თუ გაქვთ?

- "რობინიოს" მეძახიან თანაგუნდელები. შავგვრემანი ვარ, ალბათ, ტანითაც მიმამსგავსეს (იცინის).

- ორივე ფეხს ერთნაირად იყენებთ მინდორზე?

- მარცხენა "ჩემი" ფეხია. მარჯვენით პასს კი ვაკეთებ, მაგრამ კარში ვერ ვურტყამ. ამაზე სამუშაო მაქვს.

- კიდევ რა კომპონენტებზე უნდა იმუშაოთ?

- თუნდაც იმაზე, რომ ძალისმიერ ორთაბრძოლებში უფრო ხშირად ჩავერთო.

- ყველაზე კომფორტულად თავს რომელ პოზიციაზე გრძნობთ?

- მარცხენა და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე.

- ამჟამად თქვენი მწვრთნელები ვინ არიან?

- გოჩა ავსაჯანიშვილი და თამაზ კოსტავა.

- რომელი გუნდის ქომაგი ხართ?

- ბავშვობიდან "მილანს" ვქომაგობდი, ახლა "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaja
მინსკის ტურნირზე ყველა პატრონიანი წაიყვანეს და ხო ნახე შედეგი მანდ თამაშს ჯობდა რო არ წაგიყვანეს მოიჭრეს თავი 10 გუნდში 8ზე გავიდნენნ თქვენი ნაკრები სად გავიდა და როგორ ჩააფლავეს თბილიში მაინც არ ყოფილიყო ვაფშე გაბაძდნნ მანდ რა გინდოდა ტო
კახა
ისეთი მწვრთნელები ჰყავს, რომ არცაა ამ ბიჭის კარგი თამაში გასაკვირი. გოჩასა და თამაზის ხელში კიდევ უფრო გაიზრდება და განვითარდება! უფალმა დალოცოს ეს ბიჭი და იმედია გაგვახარებს ქართველ გულშემატკივრებს მალე! არ დაიზარო შვილო, იშრომე და ყველაფერი მოვა!
gio
წარმატებები ლევან ყველამ კარგად იცის მინსკის ტურნირზე რატო არ ხარ მაგრამ რავქნატ რას იზავ ამატ ცინ წასული ფეხბურტელი ხო უკან უნდა დაწიონ აბა დინამოში ან საბურთალიში ყოფილიყავი ან ვინმეს დაერეკა თუ არ წაგიყვანდენ არაუშავს გმერთი მაგლაა და ყველაFერს ხედავს სულ წარმატებები
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები: წარმატება ერთსულოვნებამ მოგვიტანა!
[ახლო ხედით] ვახტანგ ჭანტურიშვილი: ამას არავის დასანახად არ ვაკეთებ...
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
იტალია-საქართველო 6:1 - ქართველმა გოგონებმა ევროპა მარცხით დაიწყეს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
დღეს საქართველოს ქალთა ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება
თამაზ კოსტავა: ვინც სპონსორებთან ვერ იმუშავებს, უმაღლეს ლიგაში ადგილი აღარ ექნება
არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს იტალიას დაუპირისპირდება