ისევ აფერისტების სამიზნე გავხდი
ისევ გავხდი ჩემპიონი, რაც იმას ნიშნავდა, რომ უფრო მიმზიდველი სამიზნე გავხდი აფერისტებისთვის, იაფფასიანი თაღლითებისთვის, მუხთალი ქალებისთვის და ყველა ჯურის მატყუარებისთვის.

ვერც კი წარმოვიდგენ, რამდენ ფულს ხარჯავდა ჩემი მმართველი გუნდი იმისთვის, რომ ჩემგან შორს ყოფილიყვნენ ასეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთ სამსახურს მთავაზობდნენ. რორი და ჯონ ჰორნი ჩემზე ცოტათი ადრე ტოვებდნენ სავარჯიშო დარბაზს და ერთად იჭერდნენ გოგონებს, რომლებიც გარეთ მელოდებოდნენ. მათ იცოდნენ - საკმარისი იყო რომელიმეს მზერა დამეჭირა, რომ მაშინვე ვიტყოდი: "წავედით!" - და ჩემი ვარჯიშების რეჟიმიც ჩაიშლებოდა.

- რა გინდათ მაიკისგან? - ეკითხებოდა რორი გოგონებს. - თქვენ რომ მის მიმართ მართლაც გულგრილნი არ იყოთ, აქ არ იქნებოდით.

და ისინი გოგონებს ცოტა ფულს აძლევდნენ იმისთვის, რომ იქაურობას მოშორებოდნენ და ჩემთვის მშვიდად ვარჯიშის საშუალება მოეცათ.

ჩემი დამხმარე ქალი ლატონდა აკონტროლებდა ყველა შეშლილსა და ყალთაბანდს, რომლებიც ჩემგან ფულის გამოძალვას ცდილობდნენ. ის ფულს ურიგებდა ყველას, ვინც ოფისთან ინვალიდის სავარძლითა და ექიმის ცნობით მოდიოდა და ამტკიცებდა, რომ მე რაღაცნაირად პასუხისმგებელი ვარ მათ უბედურებაზე. ჩემს სახლში მომუშავეები კიბიდან "ვარდებოდნენ" და შემდეგ სარჩელი შეჰქონდათ. ქალები ლიმუზინებით და ძვირფასი ქურქებით საათობით იცდიდნენ იმ იმედით, რომ ოფისში გამოვჩნდებოდი.

დრო და დრო, კონფლიქტებიც მქონდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა საწვრთნელ შეკრებას თავს დავაღწევდი და ვთვრებოდი. ამის გამო, ფულის ნაწილი მიდიოდა სიმთვრალისგან გამოწვეული გაუთვალისწინებელი ინციდენტების ფონდში.

ნათელი მაგალითია შემთხვევა, რომელიც მოხდა ბრუნოსთან ბრძოლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. ჩიკაგოს ღამის კლუბში ვქეიფობდი ჩემს მეგობარ ლეონარდთან ერთად. მეორე დღეს, განტვირთვისთვის მის ოფისში შევიკრიბეთ ენტონისთან და კიდევ ორ მეგობართან ერთად. სწორედ ამ დროს, ერთი შეშლილი ლედი მინი-კაბითა და დიდი მკერდით, ჩემთან შეხვედრას ლამობდა. ის ოფისში შემოიყვანეს და ჩვენ ოდნავ ერთმანეთს შევეხეთ.

- შენთან სექსი მინდა, - ვუთხარი მე.

ეს ჩემი მანერა იყო. როგორც ყოველთვის, თავი შავი რუდოლფ ვალენტინო (იტალური წარმოშობის ამერიკელი მოცეკვავე და კინომსახიობი; მიიჩნეოდა მამაკაცის სილამაზის განსახიერებად) მეგონა. ის აღეგზნო და ენტონი და ბიჭები ოთახიდან გავიდნენ. თავიდან ყელში ვაკოცე, მაგრამ, როგორც კი გავიგე, რომ ინდიანადან იყო, უბრალოდ გავაგდე. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. პანღური ამოვკარი. ენტონიმ ვერ შეამჩნია, რომ გოგონა ნერვიულობა, არადა, ეს მისი სამუშაო იყო. მეორე დღეს, ლეონარდს დაურეკა იმ გოგოს ბიჭმა და ასეთი რამ უთხრა:

- ჩემმა მეგობარმა გოგონამ გადმომცა, რომ მაიკ ტაისონი თქვენ კლუბში მასზე ძალადობას ცდილობდა. პოლიციაში განცხადება შეიტანა.

ცუდი მდგომარეობა იყო. მე ჯერაც გამოსაცდელი ვადა მქონდა. გოგოს უკანალზე ერთი ჩქმეტაც კი საკმარისი იქნებოდა, მოსამართლე გიფორდს უკან ციხეში კიდევ ცხრა წლით შევებრუნებინე.

ლეონარდი თავის მეგობართან - მსხვილ მეწარმესთან და ნარკომოვაჭრესთან ერთად ინდიანაში გაემგზავრა იმ გოგოსთან შესახვედრად. "მსხვერპლმა" მათ განუცხადა, რომ ყელზე ვუკბინე და მის სასქესო ორგანოზე შეხებას ვაპირებდი.

ლეონარდი მაშინვე მიხვდა, რომ გოგოს მხოლოდ ჩემი ფულის სოლიდური ნაწილის მითვისება აინტერესებდა.

- ჩვენ პრობლემა არ გვჭირდება, - თქვა მან. - რამდენი გინდა?

- აი, აქ ცხრა ათასია, - შესთავაზა ჩემმა მეწარმე მეგობარმა.

- ცხრა ათასი? ცხრა მილიონი მინდა, - თქვა გოგონამ.

- ცხრა მილიონი?! - წამოიყვირა ლეონარდმა. - ასეთი რა ჩაიდინა?! სასქესო ორგანო მოგაძრო და თან წაიღო? ამაზე კიდევ დავილაპარაკებთ.

იმ მომენტისთვის, როცა ლეონარდი ჩქაროსნული ტრასით ჩიკაგოში ბრუნდებოდა, ეს ისტორია უკვე ყველა ახალ ამბავში იყო: როგორც კი ჩემი მეგობრები დაშორდნენ, გოგომ ყველაფერი ჟურნალისტებს მოუყვა. ლეონარდმა მანქანა შემოატრიალა და ისევ იმ გოგოსთან დაბრუნდა. იქ კი "მსხვერპლმა" ადვოკატი დაახვედრა, რომლის დაქირავება მეოთხედი დოლარი ღირდა. ეს იყო მამაკაცი იაფფასიანი კოსტუმით. მას ურყევი პოზიცია ჰქონდა ცხრა მილიონზე.

ლეონარდი ჩიკაგოში დაბრუნდა. ცდილობდა მოქმედების ტაქტიკის შემუშავებას, როცა იმ გოგოს მეგობარმა ისევ დარეკა:

- იცით, ამ ქალს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, - თქვა მან. - იმ საღამოს ერთად ვიმგზავრეთ უკან და სულაც არ იყო გაბრაზებული იმაზე, რაც მაიკმა გააკეთა.

ლეონარდი მიხვდა, რომ ბიჭი ნაძირალა არ იყო და მას ერთი კეთილი საქმის შესრულება სთხოვა. მანაც ქალი ლიმუზინში ჩასვლა და ჩიკაგოში წამოიყვანა - ლეონარდის მიერ მოწყობილ პრესკონფერანციაზე ისტორიის მოსაყოლად. ლეონარდი მათ შუა გზაზე შეხვდა, გოგონასთან დაილაპარაკა და შემდეგ ის ლიმუზინის უკანა სავარძელზე გაჟიმა.

მომდევნო დღეს, ორი პოლიციელი მოვიდა გამოძიების დასაწყებად. ლეონარდმა მათ განუცხადა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩვენთან ერთად იყო ორ ქალთან - თავის ნათესავთან და მეგობარ გოგონასთან ერთად, რომლის შებმას ცდილობდა.

შემდეგ ის ჩემთან წამოვიდა ოჰაიოში, სადაც შინაპატიმრობაში ვიყავი. ჩვენ უნდა შეგვეთანხმებინა და დაგვემუშავებინა ეს ისტორია. ჩემს სახლთან პრესის ბევრი მანქანა იდგა, ამიტომაც, ლეონარდმა, სანამ ჩემთან შემოვიდოდა, თავის მანქანას ნომერი მოხსნა. მან ინსტრუქცია ჩაუტარა რორისა და ჯონს, ამიხსნა - რა უნდა მეთქვა პოლიციისთვის, როცა მომდევნო დღეს ჩვენებას ჩამომართმევდნენ.

იქამდე, სანამ შინაპატიმრობაში მოვხვდებოდი, კვირას საღამოს ისევ წავედი ლეონარდის კლუბში განგსტერულ საღამოზე. ყოველ კვირას, კლუბი ივსებოდა ორი ათასამდე განგსტერით. VIP-ზონაში ლეონარდის მაგიდასთან ვიჯექი, როცა ახალგაზრდა ბანდიტების ჯგუფი მომიახლოვდა. დათრგუნული ვიყავი, რადგან ვფიქრობდი იმაზე, რომ ეს მატყუარა გოგო უკან ციხეში მიშვებდა.

- ეი, მაიკ, რა ხდება იმ ძუკნასთან დაკავშირებით? - დაინტერესდა ერთ-ერთი მათგანი. - სად ცხოვრობს მეგობარო?

ხმას არ ვიღებდი, რადგან ეჭვი მქონდა, რომ ეს ბიჭი, შესაძლოა, გადაცმული პოლიციელი ყოფილიყო და ხაფანგს მიგებდა.

თურმე ეს ქალბატონი მაინც და მაინც არ იმსახურებდა პოლიციის ნდობას. ის 25 წლის იყო, მუშაობდა კოსმეტიკურ სალონში და ფლობდა ღვინის მაღაზიას ინდიანას შტატში. მისი მეუღლე რამდენიმე კვირით ადრე მოკლეს - მას შემდეგ, რაც მას ბრალი წაუყენეს კრისტალური კოკაინის გაყიდვაში. გარდა ამისა, ჩვენს ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალმა მოაგვარა საქმე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ეხებოდა.

როცა პოლიციამ უარი თქვა ჩემს წინააღმდეგ ბრალდების წამოყენებაზე, გოგონამ სარჩელი შეიტანა ფედერალურ სასამართლოში ლეონარდის კლუბის წინააღმდეგ. მისი თქმით, სწორედ ამ დაწესებულებამ დამრთო მისი შებმის ნება. ლეონარდის სადაზღვევო კომპანიამ მოაგვარა ეს საკითხი სასამართლოს გარეშე და ქალმა თავისი ფული მაინც მიიღო.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დათ
ველოდები შემდეგსსსს. კარგია
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი