ბელგრადში მატჩი თბილისის დროით 12.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "მეორე არხი" წარმოადგენს
ორიოდე ტურიც და ბელგრადში დამთავრდება წყალბურთელ ვაჟთა ევროპის 32-ე ჩემპიონატი 16 გუნდის მონაწილეობით. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ხუთი შეხვედრა წააგო და დღეს XIII-XVI ადგილებისთვის თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 12.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "მეორე არხი" წარმოადგენს.

თურქი წყალბურთელები საერთაშორისო სარბიელზე დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნიან. მათ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშიათ.

ევროპის ჩემპიონატებზე 2010 წელს მე-10 ადგილზე გავიდნენ, ორი წლის შემდეგ მე-12 ადგილს დასჯერდნენ, 2014 წლის პირველობის ფინალში კი ვერ მოხვდნენ, რადგან პლეი ოფში ქართველმა წყალბურთელებმა გადაუღობეს გზა: 2014 წლის 15 თებერვალს ჩვენებმა მეტოქეს შინ 8:4 მოუგეს, სტუმრად კი 12:15 დამარცხდნენ, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური პირველად მოიპოვეს.

დღევანდელი მოწინააღმდეგეები რამდენიმე საერთაშორისო ტურნირშიც შეხვდნენ ერთმანეთს, მაგალითად, შარშან დეკემბრის მიწურულს ქართველმა წყალბურთელებმა თურქებს სტამბოლის თასზე აჯობეს 14:10.

ჩვენმა მეტოქემ ბელგრადის ევროპის ჩემპიონატზე ხუთივე ორთაბრძოლა დათმო - რუსეთთან 8:17, საბერძნეთთან 6:21, უნგრეთთან 5:20, იტალიასთან 2:16, საფრანგეთთან 9:14.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს