ყველა შედეგი და სტატისტიკა
გუშინ, მამაკაცების ტურნირზე მოულოდნელობები საერთოდ არ მომხდარა. დამაჯერებლად გაიარა მეორე რაუნდი გაელ მონფილსმა. მან თანამემამულე ნიკოლა მაუ სამ სეტში დაამარცხა და უფრო წინ წასვლაც შეუძლია, რადგან მესამე წრეში ელოდება ვეტერანი სტეფან რობერი. ამ უკანასკნელმა ხუთ სეტში გამოსტაცა გამარჯვება რაჯივ რამს.

ბრძოლაში მოიგეს თავიანთი შეხვედრები ჯონ ისნერმა და მილოშ რაონიჩმა, რომლებიც აქცენტს მოწოდებაზე აკეთებენ. ორივემ სამ სეტში მოამთავრა საქმე, მაგრამ ორ-ორი ტაი-ბრეიკის თამაში მოუწიათ. კიდევ ერთმა ჩოგბურთელმა კარგი მოწოდებით - ავსტრალიელმა სემ გროტმა მხოლოდ ოთხი გეიმის აღება შეძლო. ენდი მარეიმ ძალიან დამაჯერებელი თამაში აჩვენა და 6:0, 6:4, 6:1 მოიგო.

რა თქმა უნდა, გასაკვირი იყო ფერნანდო ვერასკოს წაგება, თუმცა ესპანელმა ერთგვარი ტრადიცია დაიცვა. მანამდე, ყველა იმ შვიდმა ჩოგბურთელმა, რომლებმაც რაფაელ ნადალი "დიდი სლემის" ტურნირზე მოულოდნელად დაამარცხეს, შემდეგ წრეში აგებდნენ.

გამონაკლისი არც ვერდასკო ყოფილა. დუდი სელასთან მატჩში ესპანელი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. მან შეძლო მატჩზე ჩაწოდების მოგერიება და ტაი-ბრეკამდე მისვლა, მაგრამ იქ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მაინც წააგო ოთხ სეტში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქალთა ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ვიქტორია აზარენკაა. შეგახსენებთ, რომ მან პირველ წრეში "მშრალი" ანგარიშით მოიგო ორივე სეტი და გუშინ, ახლოს იყო იგივე შედეგთან დანკა კოვინიჩთან მატჩში, მაგრამ სამი გეიმი ჩერნოგორიელმა მაინც მოიგო.

ბელარუსი ძალიან კარგად არის მზად ტურნირისთვის. სავარაუდოდ, ის მესამე წრესაც იოლად მოიგებს, რადგან მეტოქედ ნაომი ოსაკა ეყოლება. იაპონელმა კარიერაში პირველად გაიარა "დიდი სლემის" ტურნირის კვალიფიკაცია, ახლა კი ერთბაშად მესამე წრემდე მიაღწია.

ნაომის ძალიან ძლიერი მოწოდება აქვს: უკრაინელ სვიტოლინასთან მატჩში, 18 წლის აზიელმა ერთხელ ბურთი საათში 193 კილომეტრის სიჩქარით ჩააწოდა. უკრაინელი აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მზად არ აღმოჩნდა იაპონელის შეტევების მოსაგერიებლად.

თან ოსაკა ძალიან კარგად მოქმედებდა გადამწყვეტ მომენტებში: მან 11-დან ცხრა ბრეიკ-პოინტი მოიგერია, თავად ოთხიდან ოთხივე ასეთი შანსი გამოიყენა და 6:4, 6:4 მოიგო. ასე რომ, ქალებს შორის კიდევ ერთი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას.

II წრე

კაცები

სელა (ისრ)-ვერდასკო (ესპ) 4:6, 6:3, 6:3, 7:6(4)

კუზნეცოვი (რუს)-შარდი (საფ, 30) 6:4, 7:6(5), 7:6(5)

მონფილსი (საფ, 23)-მაუ (საფ) 7:5, 6:4, 6:1

რობერი (საფ)-რამი (აშშ) 6:1, 6:7(6), 4:6, 7:5, 7:5

რაონიჩი (კან, 13)-რობრედო (ესპ) 7:6(6), 7:6(5), 7:5

ტროიცკი (სერ, 21)-შმიჩეკი (აშშ) 6:4, 7:6(5), 7:6(4)

როსოლი (ჩეხ)-სოკი (აშშ, 25) 7:6(6), 7:6(5), 6:3

ვავრინკა (შვეიც, 4)-შტეპანეკი (ჩეხ) 6:2, 6:3, 6:4

ფერერი (ესპ, 8)-ჰიუიტი (ავსტრა) 6:2, 6:4, 6:4

ჯონსონი (აშშ, 31)-ბელუჩი (ბრა) 6:3, 6:2, 6:2

ლოპესი (ესპ, 18)-პეია (არგ) 7:6(2), 6:7(4), 7:6(3), 6:7(8), 6:4

ისნერი (აშშ, 10)-გრანოლერსი (ესპ) 6:3, 7:6(6), 7:6(2)

ტომიჩი (ავსტრა, 16)-ბოლელი (იტა) 6:4, 6:2, 6:7(5), 7:5

მილმენი (ავსტრა)-მიულერი (ლუქ) 4:6, 6:4, 6:2, 4:6, 7:5

სოუზა (პორ, 32)-ხირალდო (კოლ) 6:3, 7:5, 3:6, 6:1

მარეი (ბრიტ, 2)-გროტი (ავსტრა) 6:0, 6:4, 6:1

ქალები

კერბერი (გერ, 7)-დულგერუ (რუმ) 6:2, 6:4

ბრენგლი (აშშ)-ლარსონი (შვედ) 7:5, 4:6, 6:1

ზიგემუნდი (გერ)-იანკოვიჩი (სერ, 19) 3:6, 7:6(5), 6:4

ბეკი (გერ)-ბაშჩინსკი (შვეიც, 11) 6:2, 6:3

აზარენკა (ბლრ, 14)-კოვინიჩი (ჩერ) 6:1, 6:2

ოსაკა (იაპ)-სვიტოლინა (უკრ, 18) 6:4, 6:4

სტრიკოვა (ჩეხ)-კინგი (აშშ) 7:6(5), 6:4

მუგურუსა (ესპ, 3)-ფლიპკენსი (ბელ) 6:4, 6:2

კონტა (ბრიტ)-ჟენგი (ჩინ) 6:2, 6:3

ალერტოვა (ჩეხ)-ლისიცკი (გერ, 30) 6:3, 2:6, 6:4

მაკაროვა (რუს, 21)-მარია (გერ) 6:4, 6:2

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 9)-გორგესი (გერ) 7:6(5), 6:1

კისი (აშშ, 15)-შვედოვა (ყაზ) 6:7(4), 6:3, 6:3

ივანოვიჩი (სერ, 20)-სევასტოვა (ლატ) 6:3, 6:3

ლეპჩენკო (აშშ)-არუაბარენა (ესპ) 7:6(7), 6:4

ჟანგი (ჩინ)-კორნე (საფ) 6:3, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება