ვნახავთ შემტევი ფეხბურთის ფოიერვერკებს "ბორუსიების" დუელში?
დღეს ზამთრის ძილიდან საფეხბურთო გერმანიაც იღვიძებს - ხომ იცით, ბუნდესლიგას ზამთარში ყველაზე დიდხანს "სძინავს" ხოლმე. მეორე წრე რამდენიმე საინტერესო მატჩით იწყება, სტარტი კი დღესაა: "ჰამბურგი" "ბაიერნს" მასპინძლობს.

შაბათს "ჰანოვერში" ახალი მთავარი მწვრთნელის, თომას შააფის დებიუტი "დარმშტადტთან" მატჩში შედგება. საინტერესოა, გააგრძელებს თუ არა ბერლინის "ჰერტა" გერმანიის და ზოგადად, მთელი საფეხბურთო ევროპის გაოცებას. შაბათს საღამოს კი ტურის ტოპ-შეხვედრაა: "ბორუსიების" დუელი მიონხენგლადბახში.

ეს სეზონი სწორედ "ჰამბურგისა" და "ბაიერნის" დუელით დაიწყო და, შესაბამისად, მეორე წრეც ამ მატჩით იწყება. ამჯერად მასპინძელი "ჰამბურგია", თუმცა რეკორდმაისტერი და გერმანიის ჩემპიონატის გამოკვეთილი ლიდერი მაინც უპირობო ფავორიტია.

მართალია, "ჰამბურგმა" პირველი წრე კარგად ჩაატარა (ყოველ შემთხვევაში, შარშანდელზე გაცილებით უკეთ), მაგრამ ჩრდილოელებს ზამთრის პაუზის დროს ჩატარებულ ტესტ-მატჩებში დასუსტება ეტყობოდათ. ამასთან, ჰამბურგელებს რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული ჰყავთ. ამასთან, იანვარში "ჰამბურგის" შეფებმა გუნდი ჯერ კიდევ ვერ გააძლიერეს - კლუბმა მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე გაასხვისა. ამრიგად, მეორე წრის სასტარტო მატჩი ბავარიულ გიგანტთან "ჰამბურგს" ლოგიკურად კარგს არაფერს უქადის.

რაც შეეხება "ბაიერნს": გამოჯანმრთელდნენ დავიდ ალაბა, დუგლას კოშტა და არიენ რობენი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხოსეპ გვარდიოლას არჩევანი გაეზარდა. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ პეპი მიუნხენში თავის ბოლო წრეს იწყებს - როგორც იცით, ზაფხულში გვარდიოლა "ბაიერნიდან" წავა და მას იტალიელი კარლო ანჩელოტი შეცვლის.

რას უნდა ველოდოთ "ჰერტასგან"?

ბერლინის "ჰერტა" მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენაა - დედაქალაქელებმა, ყველასათვის მოულოდნელად, მესამე ადგილზე გამოიზამთრეს და, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების ამბიცია გაუჩნდათ. შესაბამისად, მთელ საფეხბურთო გერმანიას აინტერესებს, როგორ ჩაატარებს "ჰერტა" მეორე წრეს, რომელიც ბერლინელებისთვის ხვალ, "აუგსბურგთან" საშინაო მატჩით იწყება.

"ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ ხშირად იმაზე, რომ მესამე ადგილზე ვართ. "ჰერტასგან" ამას არავინ ელოდა და ახლა ყველა ჩვენ წაფორხილებას ელის. იმისათვის, რომ ყველაფერი ისე გაგრძელდეს, როგორც პირველ წრეში იყო, კიდევ უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ", - ეს ბერლინელთა თავდამსხმელის, ვედად იბიშევიჩის სიტყვებია. აღსანიშნავია, რომ "ჰერტამ" "ბაიერნიდან" ახალგაზრდა კურტი დაიმატა.

რამდენიმე ახალწვეული "აუგსბურგსაც" ჰყავს: მაგალითად, აჯეტი (ბაზელიდან) და გუველეუვი (ალკმაარი). გუნდში დაბრუნდა ჯურჯიჩიც, რომელიც "მალმიოში" იყო განათხოვრებული.

გამოიყვანს შააფი "ჰანოვერს" კრიზისიდან?

"ჰანოვერმა" პირველი წრე მე-17 ადგილზე დაასრულა და რა გასაკვირია, რომ ახალი მწვრთნელი ჰყავს: "წითლები" თომას შააფმა ჩაიბარა და 54 წლის სპეციალისტს გუნდის გადარჩენა დაევალა.

მაგრამ ჰყავს კი შააფს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მის დავალებებს კარგად შეასრულებენ? საკითხავი სწორედ ესაა. ფაქტია, რომ "ჰანოვერს" პირველ წრეში ყველაზე მეტად თავდასხმაში უჭირდა და შააფმა ამიტომაც გადაიბირა პორტუგალიელი თავდამსხმელი უგო ალმეიდა (ანჟიდან), რომელიც თომასს თავის დროზე ბრემენის "ვერდერშიც" ჰყავდა. თუმცა შააფს მხოლოდ უგო ალმეიდა არ შეუძენია - "ჰანოვერში" მივიდნენ სალაი ("ჰოფენჰაიმიდან", იჯარა) და ვოლფიც ("მიუნხენ 1860"-დან).

საინტერესოა, რომელ მათგანს გაამწესებს თომასი ძირითად შემადგენლობაში "დარმშტადტთან". ამ გუნდის პროგრამა-მინიმუმი და მაქსიმუმიც ელიტაში დარჩენაა.

პირველ წრეში ეს მისია წარმატებით შესრულდა და დარმშტადტელები იმედოვნებენ, რომ მეორე წრეშიც ასე განაგრძობენ და არ გაიზიარებენ იმ დებიუტანტების ბედს, რომლებიც პირველი ბუნდესლიგიდან იქ ასვლისთანავე ვარდებოდნენ - ვგულისხმობთ "პადერბორნს" (14/15), "ბრაუნშვაიგს" (13/14) და "ფორტუნას" (12/13).

მწვრთნელი დირკ შუსტერი ამბობს, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებულიო. ბევრი რამ იმაზეცაა დამოკიდებული, მალე გამოჯანმრთლდება თუ არა თავდამსხმელი ვაგნერი.

ცეცხლი "ბორუსია პარკზე"?

შაბათის საღამოს მატჩი კი ისეთია, ავ თვალს რომ არ დაენახვება: მიონხენგლადბახის "ბორუსია" დორტმუნდის "ბორუსიას" მასპინძლობს. ეს ისეთი წყვილია, "ბორუსია პარკზე", წესით, შემტევი ფეხბურთის ფოიერვერკები უნდა ვნახოთ.

"გლადბახმა" პირველ წრეში არაერთხელ დაამტკიცა, რომ ამ გუნდის ძლიერი მხარე პრესინგი და სწრაფი შეტევებია. სამაგიეროდ, მიონხენგლადბახელებს დაცვაში არ ულხინთ.

საინტერესოა, მოხვდებიან თუ არა პირდაპირ ძირითადში ახალწვეულები ჰინტერეგერი ("ზალცბურგიდან", იჯარა) და ჰოფმანი ("დორტმუნდიდან"). "გლადბახს" ამ მნიშვნელოვან მატჩში მთავარი ნახევარმცველი ჯაკა (დისკვალიფიკაცია) აკლია.

დორტმუნდის "ბორუსიას" თავის რიგებში ბუნდესლიგის საუკეთესო თავდამსხმელი ჰყავს - პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომელმაც პირველ წრეში 18 გოლის გატანა შეძლო. თომას ტუხელის გუნდის მიზანი მეორე ადგილის შენარჩუნება და, თუ მოხერხდა, "ბაიერნთან" ჩამორჩენის შემცირება და ჩემპიონობისთვის გაბრძოლებაა.

XVIII ტური

პარასკევი. 22 იანვარი

ჰამბურგი-ბაიერნი 23:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: სპაჰიჩი, ეკდალი - ულრაიხი, ბენატია, ხუან ბერნატი, რაფინია, გიოტცე, რიბერი

ურთიერთშეხვედრები

სულ 101 მატჩი: +19=22-60 (100-229)

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +5=0-1

შაბათი. 23 იანვარი

კიოლნი-შტუტგარტი 18:30

დისკვალიფიკაცია: - სუნიჩი

ტრავმა: - გინჩეკი, ჰარნიკი

ურთიერთშეხვედრები

სულ 85 მატჩი: +35=24-26 (140-139)

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +1=2-3

ჰანოვერი-დარმშტადტი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ანდრეასენი, კიიოტაკე, ბენშოპი

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 მატჩი: +0=1-0 (2-2)

ბოლო 6 მატჩი

+1=0-5 +1=2-3

ჰერტა-აუგსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ალაგუი, შიბერი - კალსენ-ბრაკერი, კოო, ს. პარკერი, ტობიას ვერნერი

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 მატჩი: +2=3-2 (4-6)

ბოლო 6 მატჩი

+5=0-1 +4=1-1

ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ელიუნუსი, ჰერდლინგი, შვეგლერი - ბიონიში, ჰილბერტი, არანგისი, ლ. ბენდერი

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 მატჩი: +1=1-13 (12-36)

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +3=1-2

ინგოლშტადტი-მაინცი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ლეველსი, ზუტნერი, პეკჰარტი - სოტო

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 მატჩი: +1=0-0 (1-0)

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +3=2-1

გლადბახი-დორტმუნდი 21:30

დისკვალიფიკაცია: ჯაკა

ტრავმა: ალვარო დომინგესი, იანტჩკე, ჰერმანი, ნ. შულცი, ჰანი - დურმი, შმელცერი, ს. ბენდერი, შაჰინი

ურთიერთშეხვედრები

სულ 87 მატჩი: +29=28-30 (144-143)

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +4=0-2

კვირა. 24 იანვარი

აინტრახტი-ვოლფსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ანდერსონი, ფლუმი, კიტელი, რაინარტცი, კასტაინოსი - არნოლდი, დოსტი

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 მატჩი: +4=10-13 (34-43)

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +1=2-3

შალკე-ვერდერი 20:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გიფერი, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი - ვოლფი, შტერნბერგი, იოჰანსონი

ურთიერთშეხვედრები

სულ 93 მატჩი: +35=20-38 (114-130)

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +1=2-3

ბომბარდირები: 18 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 15 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - თომას მიულერი (ბაიერნი); 11 - ხავიერ ერნანდესი (ლევერკუზენი); 9 - სალომონ კალუ (ჰერტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
სიყვარულიდან სიძულვილამდე - "ბაიერნის" ფანები მათი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა