თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" მოსკოვის ცსკა დაამარცხა
თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" მოსკოვის ცსკა დაამარცხა. ევროლიგის ტოპ-16-ის მე-4 ტურში ვიტორიელებმა რუსულ გრანდს უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში - 81:71 სძლიეს. მატჩის ბოლო წამებზე, უიმედოდ მყოფი არმიელების სერბი გამთამაშებელი, მილოშ თეოდოსიჩი მსაჯების შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევეს.

თორნიკე შენგელია ვიტორიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 19:47 წუთი გაატარა და გამარჯვებულთაგან მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. შენგელიამ 5-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

საბოლოოდ თორნიკემ 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა, რამაც ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ამდე ასწია. ამ შედეგით შენგელია გამარჯვებულთაგან მე-2 იყო იანის ბურუსისის შემდეგ, რომელმაც 25:25 წუთში 19 ქულა, 13 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ბერძენი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 30-ს უწია. ქართველმა ფორვარდმა მეორე მეოთხედის ერთ-ერთ ეპიზოდში ეფექტური ჩატენვა განახორციელა, როს შემდეგაც ვიტორიელები 39:34 დაწინაურდნენ.

ვიტორიელები მთელი თამაში იგებდნენ, თუმცა ცსკა არ რჩებოდა და გადამწყვეტ იერიშს ამზადებდა. კაილ ჰაინსის სამქულიანით არმიელები საფინალო სირენამდე 1:31 წუთით ადრე 70:69 დაწინაურდნენ, თუმცა ვიტორიელთა ცენტრმა - იანის ბურუსისმა სამიანი მიითვალა, ვიტორიელებმა დაცვაში ბურთი ზედიზედ აიღეს და ორივე გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინეს - ადამ ჰანგამ და კიმ ტილიმ, რის შემდეგაც თეოდოსიჩს ნერვებმა უმტყუნა და მატჩის ბედიც გაირკვა.

2 მოგებითა და 2 მარცხით "ლაბორალ კუჩა" ცსკა-ს დაეწია. ტოპ-16-ის პირველ ჯგუფს 3-დან 3 მოგებით "ფენერბაჰჩე" ლიდერობს. მორიგი მატჩი შენგელიას გუნდს 29 იანვარს, კატალონიაში "ბარსელონას" წინააღმდეგ ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

bujanga
მეორე ტაიმის დასაწყისში ზედიზედ 7 ქულა და ისეთი ჩაჭრა-დაფარება შეასრულა..საღოლ თოკო..
ბმბ
აუ რა დააფარა, საღოლ თოკო!
გიორგი
ბრავო შენგელია!!!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა