ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ქართველების გუნდები შეხვდნენ
ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ქართველების გუნდები შეხვდნენ. თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" გიორგი შერმადინის "ანდორას" უმასპინძლა და 12 ქულის სხვაობით - 95:83 დაამარცხა.

ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო და საკმაოდ შედეგიანადაც გაისარჯა. შენგელიამ 21:17 წუთი ითამაშა და 11 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

ქართველმა ფორვარდმა 5 ორქულიანიდან მხოლოდ 1 ააცილა, 3 სამქულიანიდან კი 1 ჩააგდო და 1 საჯარიმოც აუცდა. გამარჯვებულთა გუნდში გამორჩეული სტატისტიკა ჰქონდა ბერძენ ცენტრ იანის ბურუსისს, რომელმაც 26 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა

ბურუსისის ქართველმა ოპონენტმაც არ შეირცხვინა თავი. შერმადინი ბერძენ გიგანტს ვერ გამოეკიდა, თუმცა 17 ქულითა და 6 მოხსნით საკმაოდ სოლიდური სტატისტიკა აჩვენა. შერმადინმა 9-დან 6 ორქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 ერთეული შეადგინა. ანდორელთაგან ამ მაჩვენებელში 1-ით ჩამორჩა ვოიდან სტოიანოვსკის.

შენგელიას გუნდს 14 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და მესამე ადგილზე, მადრიდის "რეალის" წინ იმყოფება. წაგებით "ანდორამ" დიდად იზარალა, მე-6 ადგილიდან მე-9-ზე დაქვეითდა. 30 იანვარს შერმადინის გუნდი "სარაგოსას" უმასპინძლებს, ხოლო 31-ში "ლაბორალ კუჩა" მურსიაში ითამაშებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა