ექვსი ავარია საბერძნეთში, მუშაობა გატუზოსთან, "ჩელსის" წინადადება და სხვა....
championat.com გვთავაზობს ვრცელ ინტერვიუს საქართველოს ნაკრებისა და "კრილია სოვეტოვის" გოლკიპერ გიორგი ლორიასთან.

ლორია მოგვითხრობს საბერძნეთში ექვსი ავარიის შემთხვევაზე, გატუზოსთან ერთად მუშაობაზე, "ჩელსის" წინადადებასა და კინოოპერატორის მუშაობის საიდუმლოებებზე...

2015 წლის სექტემბერში გიორგი ლორიას "ჩელსიდან" დაურეკეს წინადადებით, სასწრაფოდ მოეწერა ხელი კონტრაქტისთვის. პეტრ ჩეხი უკვე გაყიდული იყო, ტიბო კურტუამ ტრავმა მიიღო, სატრანსფერო ფანჯარა კი - დახურული. აბრამოვიჩის გუნდი ტოპმეკარის გარეშე დარჩა. ჟოზე მოურინიომ თავისუფალ აგენტთა ბაზარზე რამდენიმე დღეში იპოვნა გიორგი ლორია

- შენ ძალიან მოეწონე ჟოზეს - ქართველი გოლკიპერი გაოცებული ვერ იჯერებდა, რომ ეს სიმართლე იყო, შემდეგ კი გაჭირვებით უპასუხა, რომ საქართველო ტოპ-70 ქვეყანას შორის არ არის რეიტინგში, ამიტომ მას ინგლისში თამაშის უფლებას არ მისცემდნენ, თან, მან უკვე გააფორმა ხელშეკრულება "კრილია სოვეტოვთან"...

ამის მერე იყო ნულზე დასრულებული შეხვედრა ცსკა-სთან, ოთხ ტურში სიმბოლურში ორჯერ მოხვედრა.

"დეპორტივოს" ვარიანტი

- ჩვენ მაშინ გვაინტერესებდა, ვინ არის ეს მეკარე, რომლის სახელი ათი წლის წინათაც გაგონილი გვქონდა, მაგრამ ბოლო წლებამდე საქართველოს პირველობას არ გასცილებია.

- მე კიდევ დავრჩებოდი საქართველოში, მაგრამ 2014 წლის აგვისტოში თბილისის "დინამომ" უბრალოდ ტრანსფერზე დამაყენა.

- რა იყო მიზეზი, კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან?

- ყველაფერი მარტივადაა და ასეც უნდა ყოფილიყო. "დინამოში" საქართველოში საუკეთესო პირობები იყო, გუნდმა ლიგაზე გასვლა დაისახა მიზნად, იყიდეს ლეგიონერები, მაგრამ "აქტობესთან" ორივე მატჩში ყველაფერი ცუდად წავიდა, კლუბის პრეზიდენტი იმედგაცრუებული დარჩა. მან გადაწყვიტა, თითქმის, მთელ ძირითად შემადგენლობას დამშვიდობებოდა.

გულში არ ჩამიდია, პირიქით, რომან ფიფიასი მადლიერი ვარ, იმ დროს ყველაფერი ჩვენი ბრალი იყო.

- საქართველოში ყველა ტიტული მოგებული გქონდათ, რა იყო "დინამოში" დარჩენის თქვენი მოტივაცია?

- სახლში ვიყავი. ვიგებდი. წინადადები, რა თქმა უნდა, იყო. როცა "დინამოს" ალექს გარსია ხელმძღვანელობდა, იყო "დეპორტივოს" ვარიანტი. მაგრამ ალექსი გააგდეს, მე "დინამოში" დავრჩი. სხვათა შორის, კონტრაქტს მთავაზობდა ერთ-ერთი მოსკოვური კლუბი.

- ხმები დადიოდა, ლორიას "სპარტაკი" ეპატიჟებაო...

- არა, "სპარტაკი" არაფერ შუაშია, "დინამოს" სურდა ჩემი აყვანა. აგენტს ხელში უკვე კონტრაქტი ჰქონდა, მაგრამ რაღაც არ აეწყო. მაგრამ ვიმეორებ, მე ისედაც ყველაფერი მომწონდა საქართველოში.

- მართალია, თითქოს, რაღაც მომენტში საქართველოში ცხოვრება უკეთესი გახდა?

- დიახ, 2004 წლიდან ქვეყანა სულ სხვანაირი გახდა. გამკაცრდა კანონები კორუფციასთან ბრძოლაში, მილიცია პოლიციად და პატრულად გადაკეთდა. ქურდობა დასჯადი გახდა. ის, რაც 90-იან წლებში ხდებოდა, როცა ხალხი იარაღით დარბოდა ქუჩაში, უკვე საშინელ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდი.

იცით, მე პოლიტიკა არ მიყვარს, აი, ეს ვთქვი და ამაზე დავამთავროთ. საქართველო ძალიან მიყვარს და მინდა კარიერა "დინამოში" დავასრულო.

ავარიები

- დავიჯეროთ, ბერძნული ოფი-ს გარდა, არავინ გეძახდათ?

- ტრანსფერზე მაშინ დაგვაყენეს, როცა ფანჯარა იხურებოდა. ოფი-ს გარდა იყო უნგრული "ვიდეოტონის" ვარიანტიც. მაგრამ უნგრეთის ჩემპიონატი სუსტია, კრეტა კი ნამდვილი ზღაპარია. ალბათ, არც წამოვიდოდი იქიდან, რომ არა კრიზისი საბერძნეთში. ამინდი, ზღვა, ყველაფერი ირგვლივ საოცარია. მოტივაციაც მქონდა, ისე მეთამაშა, რომ "ოლიმპიაკოსში" მოვხვედრილიყავი.

- ამბობენ, რომ საბერძნეთში მანქანებში არ გიმართლებდათ.

- ცოტა, ექვსი დავამტვრიე.

- ნახევარ წელიწადში?

- დიახ. ყოველ ჯერზე ახალს მაძლევდნენ. პირველი შემთხვევა განსაკუთრებით საშიში იყო, საღამოს ვარჯიშიდან ბაზაზე მივდიოდი, იყო იქ ერთი გზა, რომლითაც შეიძლებოდა შემოკლება, გვიან დავინახე უფსკრული, რომლის თავზეც მანქანა ორი ბორბლით დაეკიდა, ისე, როგორც ფილმებში.

საუკეთესო შემთხვევაში ძალიან დავზარალდებოდი. ბაზაზე დავბრუნდი და ყველაფერი მუხრუჭებს დავაბრალე, თუმცა ვიცოდი, რომ ჩემი ბრალი იყო, ძალიან სწრაფად გავიარე ის მონაკვეთი. გამოვძვერი, მაგრამ ჩემ თავს პირობა მივეცი, რომ ასე აღარ გავრისკავდი.

- და... ამის შემდეგ კიდევ 5 მანქანა დაამტვრიეთ.

- მეხმარებოდნენ. ერთხელ ცარიელ ქუჩაზე ქალი მოპედით დამეჯახა, კიდევ კარგი შლემით იყო, თორემ მძიმედ დაზარალდებოდა.

გატუზო ცოფიანია

- პირველი ნახევარი წელიწადი ოფი-ს ჯენარო გატუზო წვრთნიდა, მოყევით მასზე

- ის ცოფიანია, როგორც მწვრთნელი და როგორც ადამიანი. მე ამ შემთხვევაში დადებით მხარეს ვგულისხმობ. მისი თანაშემწეებიც ნამდვილი "გიჟები" არიან, მაგალითად, გაიტანო პეტრელი ბუფონის მწვრთნელი იყო. ის ჯიჯიზე მაგარ ამბებს მიყვებოდა, მაგრამ ბოდიში, ვერ მოვყვები. დაე, ჩემ საყვარელ ფეხბურთელზე ის იცოდნენ, რასაც თავად ყვება.

- რა გასწავლათ პეტრელიმ?

- მან უბრალოდ სხვა მეკარედ მაქცია. მაგალითად, მეკარის ვარჯიშის დიდი ნაწილი "ხაზზე" მიდის. პეტრელი კი ამტკიცებდა, რომ გამოსვლებზე თამაშის სწავლა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ის მაჩვენებდა, მაგალითს მაძლევდა და რამდენიმე თვეში სულ სხვა დონის მეკარედ მაქცია. ადრე სულ ხაზზე ვთამაშობდი, ახლა კი გამოვდივარ, თამაშს "ვკითხულობ".

- თქვით, რომ გატუზო გიჟია, რატომ?

- ოფი-ს სტადიონი 10 ათას კაცზე იყო გათვლილი და ის სულ ივსებოდა. ბერძენი ფანატები საოცარი ხალხია, ერთხელ მესამე ლიგაში ისეთი ჩხუბი მოხდა, რომ ყველაფერი სიკვდილით დასრულდა და ორი კვირით ქვეყანაში ფეხბურთი აიკრძალა. აი, წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი და ახლა გეტყვით, რომ გატუზო ამ 10 ათასი კაცის ხმას ფარავდა. ათი ათასი ფანის ხმას ფარავდა, ერთი უკმაყოფილო მწვრთნელის შეხაძილები!

გაცოფებული გატუზოს ხმა გაცილებით უკეთ მესმოდა, ვიდრე ფანების შეძახილები.

- როგორი იყო გასახდელში?

- როგორი? ლითონისგან გაკეთებულ უჯრებს ამტვრევდა. ასე რომ, მოტივაციასთან დაკავშირებით გუნდს პრობლემა არასოდეს ჰქონია. გუნდი-აუტსაიდერი ნებისმიერ მეტოქეს ბოლომდე ებრძოდა.

- რატომ წავიდა გატუზო პირველი წრის მერე?

- მას უნდოდა დახმარება, ქვეყანაში კრიზისი იყო, რინო იბრძოდა კლუბის ხელმძღვანელობასთან, რომ ბიჭებს ხელფასები მიეღოთ. მაგრამ ერთ დღესაც პრეზიდენტი სადღაც შორს "გაუშვა", ჩაჯდა მანქანაში და მას მერე გატუზო არ გვინახავს.

- მიგატოვათ?

- მიგვატოვა? ის იბრძოდა ჩვენი გულისთვის ყოველ წუთას. ვფიქრობ, მიხვდა, რომ შანსი აღარ იყო, კარგი აღარაფერი მოხდებოდა. ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე კლუბი ბანკროტად გამოცხადდა და მოიხსნა ჩემპიონატიდან.

- თქვენ გატუზოს დაუმეგობრდით?

- მასთან სტუმრად ვყოფილვარ, ოჯახი გავიცანი, მაგრამ ყველაზე გასაოცარი იყო ვარჯიშებზე მისი დარტყმები კარში.

- რას ამბობთ, გატუზო ამით დიდად არ გამოირჩეოდა.

- ეს თქვენ ფიქრობთ ასე. ერთხელ მან ბუფონს ნაძლავზე 27-დან 27 პენალტი გაუტანა. ამბობდა, რომ თამაშებზე პენალტებს იმიტომ არ არტყამდა, რომ... მორცხვობდა.

იცით, როგორი დარტყმები ჰქონდა? როგორიც თავად იყო ცოფიანი - ყველა ბურთი "ცხრიანში" მიდიოდა, არც მანამდე და არც მერე მსგავსი არაფერი მინახავს. ერთხელ ვკითხე, შენ თუ ასე ურტყამ, წარმომიდგენია, პირლოს დარტყმები როგორი იყო-თქო.

"გიორგი, გირჩევნია, არ იცოდე", მპასუხობდა რინო სიცილით.

საბერძნეთის საუკეთესო მეკარე

- რინო მაგარი იყო, მაგრამ გუნდი დაბლა მიექანებოდა.

- მაგრამ საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვიყავი. "დინამოში" ყოფილა შემთხვევა, მთელი თამაში კარში არ დაურტყამთ, იქ კი პირველი წუთებიდან რომ დაიწყებოდა...

პირველივე ტურში მოვხვდი სიმბოლურ ნაკრებში, ჩემ "სეივებს" ტელევიზიით აჩვენებდნენ, სეზონის ბოლოს რომ დაითვალეს ამ მაჩვენებლებით არავინ არ იყო ახლოს, ყველას ვჯობდი. მოკლედ, მინდოდა "ოლიმპიაკოსს" მოვწონებოდი და ერთ წელიწადში ეს შევძელი.

- ჩემპიონთა ლიგა ასე ახლოს იყო...

- სხვა ვარიანტებიც იყო, მაისში უკვე "ჩემოდნებზე ვიჯექი" "სტოკში" ბეგოვიჩის წასვლას ელოდნენ, მაგრამ ის დარჩა. უნდოდათ "პანათინაიკოსსა" და პაოკ-ში ჩემი აყვანა, მაგრამ ამ კლუბებთან კრეტელებს მტრობა აქვთ და ფეხბურთელები იქ არასოდეს გადადიდან კრეტადან. ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია.

და ერთ დღესაც დამირეკეს "ოლიმპიაკოსიდან".

- დაგიძახეს, როგორც პირველ მეკარეს?

- ასეთი ისტორიაა: სეზონის ბოლოს საუკეთესო მეკარედ რობერტო დაასახელეს, მაგრამ მწვრთნელი პერეირა მისით მაინც უკმაყოფილო იყო. მას უნდოდა როტაციის მოწყობა, ითამაშებდა ის, ვინც უკეთ წარმოჩინდებოდა. მე დავთანხმდი. თან, რაც უნდა კარგი იყოს დღეში 10 "სეივის" გაკეთება, ტიტულების მოპოვებაც მინდოდა.

მოკლედ, როგორც თავისუფალი აგენტი ამიყვანეს და შეკრებაზე წამიყვანეს.

- რატომ წამოხვედით "ოლიმპიაკოსიდან"?

- "სპორტინგიდან" მარკუ სილვა მოვიდა, ის კარგად იცნობდა რობერტოს პორტუგალიის პირველობიდან. მივხვდი, რომ თამაში არ მეწერა. მოვითხოვე კონტრაქტის გაწყვეტა, მწვრთნელი უარზე არ იყო.

- კარგად გაგიშვეს?

- ვერ ვიტყოდი ასე - არ მომცეს უფლება შოთა არველაძესთან "ტრაბზონში" წავსულიყავი. საოცარი ლოგიკა ჰქონდათ, მე კი ქართული ფეხბურთის ლეგენდასთან მუშაობა მინდოდა და იჯარაზეც თანახმა ვიყავი, ტრანსფერი დაბლოკეს.

არ ვიცი, ალბათ, ქვეყნებს შორის ურთიერთობის ბრალია.

- პრესა, რას წერდა, როცა წინა სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს ასე ექცეოდნენ?

- "ოლიმპიაკოსმა" ბოლო 20 ჩემპიონატიდან 18 მოიგო, მათ ხელშია მთელი მედია, ცუდს ამ გუნდზე იქ ვერ წაიკითხავთ. მოკლედ, საბერძნეთში თამაში აღარ მსურდა.

მოურინიო და ლორია

- აი, აქ გაჩნდა "ჩელსის" ვარიანტი.

- არა, ეს მერე იყო და თან, ძალიან მოულოდნელად. ჯერ "ნოტინგემიდან" დამირეკეს. ჩემპიონშიპია, მაგრამ გუნდია დიდი ისტორიით. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველო 70 საუკეთესო ნაკრებს შორის არ არის ფიფას რეიტინგში, მე ბრიტანეთში თამაშის უფლებას მე ვერ მივიღებდი.

ამ დროს გამოჩნდა "კრილია", მე რუსეთში თამაში მინდოდა, უკვე დოკუმენტები ფორმდებოდა, რომ გაისმა ზარი "ჩელსიდან".

- ვინ დაგირეკათ?

- "ჩელსის" სპორტულმა დირექტორმა. გამეცნო და მითხრა, რომ ჟოზე მოურინიოს ჩემი თამაში მოეწონა. ალბათ, პეტრელისაც ჰკითხეს აზრი. მითხრეს, რომ კურტუას ტრავმის გამო, სასწრაფოდ ვჭირდებოდი გუნდს. რა თქმა უნდა, ზაფხული რომ ყოფილიყო, სხვას იყიდდნენ, მაგრამ თავისუფალ აგენტებში მე ამარჩიეს.

- და?

- არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ვუთხარი, რომ კანონი კრძალავდა საქართველოდან ბრიტანეთში ფეხბურთელის გადასვლას, რომ უკვე "კრილია სოვეტოვთან" გავაფორმე ხელშეკრულება. სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ "კრილია" პრობლემა არ იქნებოდა - გიორგი, გაემზადე, პრობლემას ჩვენ მოვაგვარებთ...

საღამოს ისევ დამირეკეს და მითხრეს, რომ სამწუხაროდ, კანონის გამო, შანსი არ იყო.

- ალბათ, პირველად ინანეთ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშობთ.

- რას ამბობთ, მე რომ ნაკრებში არ მეთამაშა, ვის ეცოდინებოდა ლორია? ძალიან დამწყდა გული, ის დღე მართლაც გიჟური იყო, "ჩელსი" ხომ ოცნებასთან ძალიან ახლოსაა.

- და ოცნება, რომელი კლუბია?

- "მანჩესტერ იუნაიტედი", თუმცა, რა თქმა უნდა, "ჩელსიც" დიდებულია.

- "კრილიაში" თავიდან არ თამაშობდით, ალბათ, ქალაქს გაუშინაურდით?

- არა, ბაზიდან არ გამოვდიოდი, ვშრომობდი, შანსს ველოდი, ბიჭები მეპატიჟებდნენ, მაგრამ არსად გავდიოდი.

- და შემდეგ ოთხ ტურში ორჯერ მოხვდით სიმბოლურ ნაკრებში.

- ძალიან სასიამოვნო იყო. ჩემთვის ხომ ახლა ზუსტად ის სიტუაციაა, როგორც საბერძნეთში იყო, მიზნები დიდი მაქვს.

- კლუბიც შეარჩიეთ?

- ახლა "კრილიაში" ვარ და მხოლოდ ამ გუნდზე ვფიქრობ.

- ლეგიონერებზე ლიმიტი თქვენზეც მოქმედებს?

- დიახ. ეს შემაფერხებელი ფაქტორია. ლეგიონერებისთვის ლიმიტი ძალიან ცუდია. ალბათ, ის კარგია რუსი ფეხბურთელებისთვის.

- ცსკა-სთან თამაშში ალბათ ოფი-ს დრო გაგახსენდათ, ცსკა ძალიან გიტევდათ.

- იდეალური ვარიანტი იყო, ძალიან ბევრჯერ დამირტყეს და მაინც ჩვენ მოვიგეთ. მე "სპარტაკთან" სტუმრად თამაში მომეწონა, ყველას ვაჩვენეთ, რომ "კრილიასაც" შეუძლია თამაში.

ოსკარი დათვს და არა დი კაპრიოს

- ვიცით, რომ ხელოვანთა ოჯახიდან ხართ.

- მამა რეჟისორია, ის იღებდა ფილმებს, მაგრამ არა მგონია, ეს ფილმები იცოდეთ. დედა ტელერეჟისორია

"პირველ არხზე". და მსახიობია, სანკტ პეტერბურგში სწავლობდა. მეც ვსწავლობდი ოპერატორობას და სამსახიობო საქმეს, მაგრამ არ დამისრულებია სწავლა.

- ფეხბურთის გამო?

- არა, ფეხბურთის გამო არა. უბრალოდ, მომწყინდა, ოჯახის გამო, ბევრი რამ ისედაც ვიცოდი.

- მაშინ გვითხარით, როგორი ფილმები უნდა ვნახოთ?

- ჩემი გემოვნება უცნაურია - მაგალითად, მომწონს სიდნი ლიუმეტის "12 განრისხებული მამაკაცი". ეს 1957 წლის ფილმია. რეზო ჩხეიძის "ჯარისკაცის მამა" მომწონს. ეს ორი ფილმი ყველაზე მეტად მიყვარს.

- ნახეთ "გადარჩენილი"?

- დიახ, ვნახე და ოსკარს დი კაპრიოს ნაცვლად დათვი აიღებს. 100%-ით, მე ჯერ არ მინახავს დათვს ასე კარგად რომელიმე ფილმში ეთამაშოს, ეს გამარჯვებაა.

- თუ კითხვას სერიოზულად უპასუხებთ...

- სერიოზულად კი ოპერატორის საქმე ნაკლებად დაფასებულია. ინიარიტუ რეჟისორია, მაგრამ ფილმის 60% ლიუბეცკის კარნახით და გემოვნებითაა გადაღებული.

- ალბათ, მწვრთნელისა და ფეხბურთელის ურთიერთობას ჰგავს რეჟისორისა და ოპერატორის ურთიერთობა.

- რას ამბობთ, იქ სვამენ, ერთობიან, ნაკლები პასუხისმგებლობაა. სერიოზულად კი ალბათ, ჰგავს. მწვრთნელი გავალებს, მაგრამ ყველაფერს შენ ასრულებ, შენ ქმნი.

2014 წელს ოსკარი მისცეს მეტიო მაკკონაჰის, თითქოს, მაგრად გახდა როლისთვისო. გახდა, მერე რა? ეს არის მიღწევა? ჩემი აზრით, მიღწევა დი კაპრიოს როლია "შეშლილების კუნძულზე". დი კაპრიო და ტომ ჰენკსი ძალიან მომწონს.

- რეჟისორებში?

- გაი რიჩი. განსაკუთრებით, მისი ფილმების ბრიტანული ნაწილი. რიჩი პროვოკატორია, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ტარანტინო. ის წელავს დროს, ის ქმნის ტენდენციას, მოდას კინოში, ეს ძალიან დიდი მიღწევაა.

- თქვენც მიგიღიათ მონაწილეობა ფილმში.

- დიდი არაფერი, ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ.

- ფეხბურთელებს ერთი ნაკლი აქვთ მსახიობებთან თუ შევადარებთ, მათ ასაკობრივი ზღვარი აქვთ.

- ვუყურებ და ეს ზღვარიც იშლება. ახლა მეკარეები 40 წლამდე თამაშობენ, დრო კიდევ მაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შაკო
წარმატებები ლორი! წინსვლა და სტაბილურობა
besos mopasuxes
ნიჭიერო 100 მდე არა დაფრინავს)) მოპედის მაქსიმალური სიჩქარე არის 40-50 კმ სთ-ში
დამცინავ ბესოს
ჰააა,ჰააა ბესო,ველოსიპედსა და მოპედს შორის ის განსხვავებაა,რომ მოპედი დაბალი სიმძლავრის მოტოციკლია,რომელიც 100 მდე ანვითარებს სიჩქარეს...
beso
hahahaha magari interviua qali damejaxa velosipedito :D
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
საგიჟეთი. გატუზომ ფეხბურთელს შეაგინა - იტალიელთა ორი ავტოგოლი და გამარჯვება
2018/19 წლების სეზონში მაყურებელთა დასწრებით ევროპაში ლიდერი "ბარსელონა" იყო, "რეალი" კი - მე-5
"ბევრს ყბედობთ" - გატუზომ ჟურნალისტს შეუტია
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
"სერიოგას ხვიჩაზე უფრო მეტი შეუძლია!" - ვინ არის 18 წლის რუსი ფეხბურთელი, რომელსაც კვარაცხელიაზე დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
"მოღალატეს მეძახიან, საზონოვის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ..." - რას ამბობს კოვალენკო, რომელმაც სომხეთის ნაკრებში თამაშს რუსეთი ამჯობინა
ბუფონის შვილი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
გიორგი წიტაიშვილის შეძენა "ოლიმპიაკოსს" სურს - კიევის "დინამომ" ტრანსფერში დიდი თანხა მოითხოვა
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური რეკორდი დაამყარა
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
დამალული ფორვარდი ვერავინ დაინახა - საბერძნეთში სასწაული გოლი გავიდა [VIDEO]
"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ჩემპიონთა ლიგა. VI ტურის წინ: ითამაშებს ხოჭოლავა დღის ცენტრალურ მატჩში?
"ლივერპულმა" "ოლიმპიაკოსის" მცველი 13 მილიონად შეიძინა
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
რუსი მეკარე: ტელევიზიით პრეზიდენტის ლაპარაკი ლაქლაქია, ხალხი მონებივით სჭირდებათ - ინტერვიუს გამო კლუბი მას დასჯის
თბილისის "დინამოს" ყოფილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
"იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს" - გატუზოს პირველი კომენტარი "სკუადრა აძურას" მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან