"კლივლენდის" შემდეგ, "გოლდენ სტეიტმა" "სან ანტონიოც" გაანადგურა
გუშინდელ შეხვედრას "გოლდენ სტეიტსა" და "სან ანტონიოს" შორის მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა.

ზოგიერთები სამართლიანად უწოდებდნენ ამ მატჩს - ყველაზე საინტერესოს ისტორიაში, რადგან აქამდე არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როცა რეგულარული ჩემპიონატის 44 მატჩის შემდეგ, ერთმანეთს ხვდებოდნენ გუნდები, რომლებსაც ჯამში 78 მატჩი ჰქონდათ მოგებული და მხოლოდ 10 წაგებული. და ეს გუნდები, ჯერჯერობით, ერთი თავით მაღლა დგანან სხვა კონკურენტებზე.

მაგრამ, სამწუხაროდ, ბრძოლა არ გამოვიდა. მაყურებელმა, პრაქტიკულად, ცალფარა თამაში იხილა, რაზეც მეტყველებს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის მქონე "სპურსის" მიერ გაშვებული 120 ქულა, 26 შეცდომა და თამაშიდან გამოყენებული ტყორცნების 41.5 პროცენტი. მართალია, "სან ანტონიოს" აკლდა ტიმ დანკანი, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ ის უშველიდა გუნდს და შეაჩერებდა ფენომენალურ სტივენ კარის.

გასული სეზონის MVP-მ 37 ქულა დააგროვა, თუმცა ეფექტურობის კოეფიციენტის მიხედვით, ყველაზე სასარგებლო მოთამაშე დრეიმონდ გრინი იყო. მან 11 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი პასი, 3 ჩაჭრა და ერთი დაფარება დააგროვა სულ რაღაც 27 წუთში.

"სან ანტონიოს" თავიდანვე არ წაუვიდა თამაში. კარიმ უკვე პირველ მეოთხედში 15 ქულა დააგროვა, მისი გუნდი კი მხოლოდ ზრდიდა უპირატესობას. საკუთარ თავს არ ჰგავდნენ "სპურსის" ლიდერები - ლამარკუს ოლდრიჯი, კავაი ლეონარდი და ტონი პარკერი. ოლდრიჯმა ცხრიდან შვიდი ტყორცნა ააცილა და მხოლოდ ხუთი ქულა მიითვალა. გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე მეტი დრო მოედანზე სათადარიგო მანუ ჯინობილიმ გაატარა.

გაგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ, "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად 34 ქულით გაანადგურა "კლივლენდი", ახლა 30 ქულით მოუგო "სან ანტონიოს". გამოდის, რომ "მეომრები" კონკურენციის გარეშე არიან ამ სეზონში და ინტრიგა აღარ არსებობს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ასე არ არის და "გოლდენ სტეიტს" ვინმე კონკურენციას გაუწევს, თორემ ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა მეტად უინტერესო გამოვა.

გუშინდელი სათამაშო დღის მთავარი გმირი გახდა დემარკუს კაზინსი, რომელმაც "შარლოტთან" შეხვედრაში 56 ქულა დააგროვა და შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა. უფრო მეტსაც შეძლებდა, არბიტრებს ოვერტაიმის დასრულებამდე 3.30-ით ადრე, მისთვის საეჭვო პერსონალური რომ არ მიეცათ, რომელიც მეექვსე იყო "საკრამენტოს" ლიდერისთვის.

გიგანტმა 30-დან 21 ბურთი მოათავსა კალათში და 16-დან 13 საჯარიმო ჩააგდო. მიმდინარე სეზონში შედეგიანობით კაზინსი მხოლოდ კარისა და ჯეიმს ჰარდენს ჩამორჩება.

კლივლენდი-მინესოტა 114:107

32:29, 27:26, 24:18, 31:34

კ: ჯეიმსი (25+9 პასი), ტომპსონი (19+12 მოხსნა), დელავედოვა (18+7 პასი), ირვინგი (17+9 მოხსნა), სმიტი (11), ლავი (11).

მ: თაუნსი (26+11 მოხსნა), ლავინი (21+6 პასი), უიგინსი (20), დიენგი (13), მუჰამადი (10).

ვაშინგტონი-ბოსტონი 91:116

20:22, 29:31, 21:31, 21:32

ვ: პორტერი (15), დადლი (15), სეშენსი (12), გორტატი (10+11 მოხსნა), უოლი (8+10 პასი).

ბ: ტომასი (23+9 პასი), ტერნერი (18), სმარტი (13), ოლინიკი (13), ბრედლი (11), კრაუდერი (11).

ჩიკაგო-მაიამი 84:89

23:18, 24:31, 21:12, 16:28

ჩ: პ. გასოლი (19+17 მოხსნა), მიროტიჩი (15+8 მოხსნა), ბატლერი (13), ბრუქსი (13+6 პასი).

მ: უეიდი (28+7 მოხსნა), ბოში (18+7 მოხსნა), სტაუდმაიერი (8+10 მოხსნა).

მემფისი-ორლანდო 108:102 (ო)

31:33, 33:32, 16:16, 20:19, 8:2

მ: გრინი (30+8 მოხსნა), რენდოლფი (18+13 მოხსნა), მ. გასოლი (17), ლი (16), კონლი (12+9 პასი), ალენი (9+12 მოხსნა).

ო: ფურნიე (16), ჰარისი (16), ვუჩევიჩი (16+14 მოხსნა), პეიტონი (14), გორდონი (10+9 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-ჰიუსტონი 111:112

29:32, 31:26, 32:35, 19:19

ნ-ო: ჰოლიდეი (32+9 პასი), ანდერსონი (22+9 მოხსნა), დაგლასი (18+6 პასი), კოული (10), ჯი (5+10 მოხსნა).

ჰ: ჰარდენი (35+11 მოხსნა+8 პასი), არიზა (31), ტორნტონი (12), ბევერლი (11+7 მოხსნა), კაპელა (10).

დენვერი-ატლანტა 105:119

30:31, 20:35, 26:24, 29:29

დ: ბარტონი (21+8 მოხსნა), ჰარისი (15), გალინარი (15), იოკიჩი (15+10 მოხსნა), კილპატრიკი (11), მუდიაი (10+6 პასი).

ა: მილსეპი (22+9 მოხსნა), ჰორფორდი (18), შრიოდერი (15), ტიგი (12+10 პასი), სპლიტერი (10).

იუტა-დეტროიტი 92:95

13:22, 23:26, 23:21, 33:26

ი: ჰუდი (23), ჰეივორდი (22), გობერი (17+17 მოხსნა), ფეივორსი (14).

დ: ჯექსონი (29), ილიასოვა (16+8 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (12+7 მოხსნა), ტოლივერი (12).

საკრამენტო-შარლოტი 128:129 (ო)

31:16, 25:30, 28:42, 31:27, 13:14

ს: კაზინსი (56+12 მოხსნა), გეი (20+9 მოხსნა), კოლისონი (15+6 პასი), კასპი (13+8 მოხსნა), რონდო (7+10 მოხსნა+20 პასი).

შ: დენიელსი (28+7 მოხსნა), უოკერი (24+8 პასი), მარვ. უილიამსი (21), ლინი (20+7 მოხსნა+11 პასი), ჰოიესი (18+7 მოხსნა).

გ. სტეიტი-სან ანტონიო 120:90

29:23, 33:24, 33:19, 25:24

გ-ს: კარი (37+5 ჩაჭრა), ტომპსონი (11), გრინი (11+9 მოხსნა+6 პასი), ლივინგსტონი (13), რაში (13), სპეიტსი (12+7 მოხსნა).

ს-ა: ლეონარდი (16), უესტი (12), მარიანოვიჩი (12).

კვირის მოთამაშეები

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "შარლოტ ჰორნეტსის" მცველი კემბა უოკერი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. მან საშუალოდ 34.8 ქულა, 6.0 მოხსნა, 6.0 პასი და 2.3 ჩაჭრა დააგროვა. "იუტასთან" შეხვედრაში უოკერის ანგარიშზე 52 ქულა იყო.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "საკრამენტო კინგზის" ცენტრი დემარკუს კაზინსი, რომელიც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. კაზინსის ანგარიშზე საშუალოდ 36.0 ქულა და 14.7 მოხსნა მოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dadu
დიდი ბოდიშის მოხდით, უკვე მერამდენედ შემხვდა გოლდენ სტეიტისა და მსოფლიო კალათბურთის ლიდერი აშკარად სტეფან (იგივე სტეფ) კარია და არა სტივენ კარი. https://en.wikipedia.org/wiki/Stephen_Curry. პ.ს სტივენ კერი არის ამ დიდებული გუნდის მწვრთნელი.
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი