გერმანიის გრან-პრი ვალენტინო როსის დაბრუნებით იყო გამორჩეული.გერმანიის გრან-პრი ვალენტინო როსის დაბრუნებით იყო გამორჩეული. იტალიური ეტაპის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ არავის ეგონა, თუ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ასე მალე დადგებოდა ფეხზე. მაგრამ ექიმებმა სასწაული მოახდინეს და ვალენტინო ნაოპერაციები ფეხით ტრასაზე გაუშვეს. რბოლის წინ როსი მოკრძალებულად აფასებდა თავის შესაძლებლობებს და აცხადებდა, რომ მისი პოდიუმზე ასვლა თითქმის გამორიცხული იყო. იტალიელმა გამოიცნო, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას სულ ცოტა დააკლდა მესამე ადგილზე გასასვლელად.

გუშინდელი რბოლა ორ ნაწილად გაიყო - მეცხრე წრეზე ტრასაზე წითელი დროშები გამოფინეს. ამაში ფრანგი რენდი დე პუნიე იყო დამნაშავე, რომელიც ერთ-ერთ მოსახვევში შეცდა, შემდეგ კი მის მოტოციკლს ესპარგარო და ბაუტისტა დაეჯახნენ. სამწუხაროდ, საერთო ჩართვის საუკეთესო ექვსეულში შემავალი ფრანგი საკაცით წაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ფეხი რამდენიმე ადგილას ჰქონდა მოტეხილი.

ამ მომენტისთვის ლიდერი ხორხე ლორენსო იყო. დისტანციის პირველ მეტრებზე მან პირველი ადგილი დანი პედროსას დაუთმო, რომელსაც კვლავ ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა, მაგრამ ჩემპიონატის ლიდერმა პირველივე წრეზე დაიბრუნა ლიდერობა. დაწინაურებულები ერთმანეთს არ შორდებოდნენ, მალე მათ დოვიციოზო და სტოუნერი შეუერთდნენ. ასე გაგრძელდა რამდენიმე წრე, მაგრამ შემდეგ დოვიციოზომ ტემპი დაკარგა. თავიდან სტოუნერი გაუშვა წინ, შემდეგ კი მას ვალენტინო როსიც წამოეწია, რომელმაც სტარტის შემდეგ ერთი პოზიცია დაკარგა. როცა ვალენტინო მაქსიმალურად მიუხლოვდა დოვიციოზოს და შეტევისთვის მოემზადა, სწორედ ამ დროს დაეცა დე პუნიე და რბოლა შეჩერდა.

იყო კიდევ ორი რბოლელი, რომელთა აღნიშვნა შეიძლება რბოლის პირველ ნაწილში. ბარბერას ძალიან წარმატებული სტარტი ჰქონდა - მეექვსედან მესამე პოზიციაზე გადავიდა, თუმცა მაღალი ტემპის შენარჩუნება ვერ შეძლო და მოგვიანებით რამდენიმე პილოტი გაატარა. ნიკი ჰეიდენმა კი პელოტონის ბოლოდან მეექვსე პოზიციამდე გაიკვლია გზა.

ხელმეორე სტარტი ისევ პედროსამ მოიგო და ამჯერადაც მისმა ლიდერობამ ერთი წრეც ვერ გასტანა - ლორენსომ ისევ იყოჩაღა. რესტარტისას დოვიციოზომ სტოუნერს გაუსწრო, მაგრამ კვლავ შეანელა ტემპი, რასაც სტოუნერისა და როსის გასწრება მოყვა. ვალენტინო კეისის გამოეკიდა, ამ მომენტში კი მისმა თანაგუნდელმა ლორენსომ პირველი ადგილისთვის ბრძოლა წააგო პედროსასთან. დანიელი დიდი ხანი უტევდა ლიდერს და ბოლოს მისმა მონდომებამ შედეგი გამოიღო.

მესამე ადგილისთვის ბრძოლა ბოლო წრის ბოლო მოსახვევამდე მიდიოდა. სტოუნერი და როსი მუდმივად იცვლიდნენ პოზიციებს, ფინალური შეტევა ავსტრალიელს გამოუვიდა. საერთოდ, ამ დუელში ორივე პილოტმა გაიმარჯვა - სტოუნერმა პოდიუმზე დაკავებული ადგილით გაიხარა, როსიმ რთული დაბრუნების შემდეგ მაღალი ადგილით.

გერმანიის გრან-პრი

1. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 28.50,476; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +3,355; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - +5,257; 4. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - +5,623; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +17,158; 6. მარკო სიმონჩელი (იტა, "ჰონდა") - +17,757...

საერთო ჩათვლა

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 185 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 138; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 102; 4. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 83; 5. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 78; 6. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 74...

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა