საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცს ჰოლანდიურ "ზვოლეში" მოთამაშე ქართველზე მიანიშნეს...
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკიდან დაბრუნდა, სადაც "განვითარების თასზე" ითამაშა და მე-7 ადგილს დასჯერდა. ეს იყო სადებიუტო ტურნირი ვასილ მაისურაძისთვის, რომელსაც მალე ურთულესი გამოცდა ელის - მისი გუნდი ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში, სადაც მეტოქეებად რუსეთი, იტალია და ბოსნია ეყოლება...

"ლელომ" მაისურაძეს მინსკის ტურნირის შეჯამება სთხოვა...

- თანამდებობაზე რომ მოვედი, ამ გუნდს თითქმის არ ვიცნობდი. მინსკის ტურნირისთვის მზადება ერთი კვირით ადრე დავიწყეთ. ზოგიერთი ფეხბურთელი 5 დღით ადრე შემოგვიერთდა. ბიჭებისგან განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვდით - გვინდოდა, ისინი ზოგად სტანდარტებში ჩამჯდარიყვნენ. ხუთი მატჩი ვითამაშეთ და ყველას მივეცით შანსი. კიდევ კარგი, 18 ფეხბურთელით წავედით, თორემ 16 კაცით ვერ გავძლებდით. ძალიან მჭიდრო გრაფიკი იყო.

- მიგაჩნიათ, რომ მინსკის ტურნირი სასარგებლო იყო ელიტრაუნდის წინ?

- რა თქმა უნდა! მით უმეტეს, თავად ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ წლეულს მინსკში განსაკუთრებით ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. კიდევ გვინდა ორი ამხანაგური მატჩის ჩატარება. გავგზავნეთ მოთხოვნა სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში და ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ...

- ...და რაც შეეხება უშუალოდ ტურნირს?

- რაც შეეხება ტურნირს, ვთვლი, რომ ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. უკრაინა თავისთავად და, ფინეთმა გამაოცა. მიუხედავად ამისა, არც ერთი არ იყო წასაგები თამაში. იმავე უკრაინასთან ორჯერ დავკარგეთ ბურთი ცენტრში და ამის გამო დავისაჯეთ. თანაც, შედეგი არ იდგა ჩვენთვის პირველ პლანზე. მთავარია, ელიტრაუნდში ვივარგოთ. ამ ნაკრებს შეუძლია, ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს.

- რა ტაქტიკური სქემები მოსინჯეთ მინსკში?

- ძირითადად, 4-3-3 განლაგებით ვითამაშეთ. პირველ შეხვედრებში მაღალ პრესინგს ვიყენებდით, ბოლო მატჩებში კი უფრო უკნიდან ვმოქმედებდით.

- რას იტყვით ელიტრაუნდის მეტოქეებზე?

- რუსეთმა მინსკში ითამაშა და ამ გუნდის ყველა შეხვედრა ვნახეთ. ამ ეტაპზე თანაბარი ძალის ვართ, ვერ იტყოდი, ვინ ვის მოუგებდა. ბოსნიის ნაკრების თამაშების ჩანაწერები გვაქვს და ვიწყებთ ამ გუნდის შესწავლას. რაც შეეხება იტალიას, აპენინელებს თბილისში ბოლო ტურში ვხვდებით და მათ ადგილზე დავაკვირდებით.

- ახალი სახეები თუ იყვნენ ნაკრებში?

- კი, სილაგაძე და ანდრონიკაშვილი. ორივემ კარგად წარმოაჩინა თავი. დიდი ალბათობით, მათ შემდეგ შეკრებაზეც დავუძახებთ.

- ხომ არ არის საზღვარგარეთ მოთამაშე ქართული ფესვების მქონე ისეთი ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება თქვენს ნაკრებში ვიხილოთ?

- ფეხბურთის ფედერაციაში მითხრეს, რომ ჰოლანდიურ "ზვოლეში" თამაშობს ქართველი, მარცხენა ფლანგის შემტევი. მისი გვარი არ ვიცი, სულ ახალი ამბავია. შევისწავლით ამ კანდიდატურას.

- ნაკრებში მოხვედით მაშინ, როცა გუნდს უკვე დაძლეული ჰქონდა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდი. ფსიქოლოგიურად ხომ არ გაგიჭირდათ?

- ბოლო მომენტში გადაწყდა ჩემი დანიშვნა. მე მაქვს გამოცდილება, ამ ასაკშიც მიმუშავია... გაჭირვებით ნამდვილად არ გამჭირვებია, მით უმეტეს, ფეხბურთელებს კარგად ესმით, რას ითხოვს მწვრთნელი მათგან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gulshematkivari
ვასკა მაგარი მცვრტნელია მაგრად მჯერა და იმედი მაქ მარტში კარგ შედეგს აჩვენებს ტუ არა ჩემი მტერი ჩავარდა ამათ ყბაში ყველა რესურსი გამიყენე ვასკა მარტში დიდი იმედი გვაქ თქვენი
gio
ანდრონიკაშვილი ავსაჯანას გაზრდილია არ იზახებდა რატ აგერ გამოაჩინეს რა ხდება რა არ მოგცონდა ავსაჯან თუ გამოუჩდა პატრონი ბიჭს აგერ აქებს მწვრთნელი ბევრჯერ მიქარე ჯიგარო ხედავ
gio
ეს ორი აგმოჩენილი ავსაჯანას გაზრდილია მემგონი ტუ ერტი ასაჯანას არ მოწონდა თქვენ აგმოჩინეთ მაგარია თავისი გაზრდილი არ მიყავდა ნაკრებში აგერ კაცი აქებს რახდება ტო
1313
ტატო ანდრონიკაშვილთან რაგინდა ბიჭმა დაამტკიცა რო საუკეტესოაა ხო ნამდვილად ზამენაზე იჯდა გუნდში მარა იშრომა ბიჩმა და ნახე ეხლა სადაააცაა
gulshematkivari
ანდრონიკაშვილი და სილაგაძე ავსაჯანას არ მოწონდა ერტი ტავის გაზრდილია რატო არ მოწონდა ნეტა სულ ზამენაზე ეჯდა აი ამატმა აგმოაჩინეს საგოლ ბიჭები ვნახოთ ერტი მარტში რას იზავენ ჩვენ მერე შევაფასებთ მაგრატ ვბალეშიკობთ 17 წლამდელებს მაგრათ მინდა გავიდნენ მარტში ვასკასიც მჯერა მაგრატ ვნახოთ
gio
ვასკა არავის დაუჯერო მერე ეგენი არავინ გამოჩნდება შენზე გადატყდება ყველაფერი ძმა,შენი ნაგდად მჯერა მაგრამ ცოტა დროა იქნებ ამატი სალაპარაკო არ გახდე მჯერა მაგრად
tato
ანდრონიკაშვილი გუნდში სულ სათადარიგოზე იჯდა ეხლა ნაკრებში ვარსკვლავი გახდაა,თუ მუჯირის და ცქიტიშვილის დარეკვით მოხვდა და ახლა უნდა აქოთ სირცხვილია ხო უნდა გაამართლებინოთ აი პატრონის მიხედვით რო გყავთ გამოძაზებული ხალხი მარტში ვნახოთ შედეგი ვის დაბრალდება ნეტა მაისურაძე იტყვის ახალი ვიყავიო ძველს არ დააცადეთ და თქვენ კინკლაობაში და ჩაწყობებში ჩავარდა ელიტ რაუნდი ძმაო
gulshematkivari
ავსაჯანას ცემი მტერი მიუდგეს მაგრამ გეცლიათ ელიტ რაუნდში მაგან გაიყვანა მაგაზე მეტი შედეგი რა გინდოდათ მარტში წააგებდა და მერე პანგური, უფრო სამართლიანი იქნებოდა თუ სამართლიანობა გინდოდათ ასე იყო სტორი ეხლა ვერ გავლენ და ვასკას დაბრალდება ამ პატიოსან კაცს
dato
მაისურაძემ დაიწყო ტავის მართლება უცებ მოხდა ჩემი დანიშნვნაო მართლა სირცხვილია მეშვიდე ადგილი ომია უკრაინაში და ბავშვებმა გაგვანადგურეს ამ ნაკრებს შანსი აქვსო ამ შემადგენლობით ფინეთს ვერ მოუგეს და რუსეთს და იტალიას მოუგებენ? ელიტ რაუნდი მენანება მერე დაიცწყებენ თავის მარტლებას ახალი მწვრთნელი იყო მეტი ვერ მოასტროო დაგეცლიათ ავსაჯანასთვის ორი თვე და მერე გაგეგდოთ უფრო გამართლება არ გექნებოდათ ამას კი დაიცავთ თქვენი მოყვანილია
sss
ავსაჯანას ხელსი უპრო დიდი სანსი იყო
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
U17. თორნიკე კვარაცხელიამ თურქეთს გაუტანა - საქართველოს ნაკრები მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U17 | ანდორა 0:1 საქართველო
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
17-წლამდელები რუმინეთში მიემგზავრებიან - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
U17 | უელსი 2:2 საქართველო - პირველი ადგილი B ლიგის ჯგუფში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს