ჯოკოვიჩსა და ფედერერს ნახევარფინალში მარეი და რაინოჩი შეუერთდნენ
ბრიტანული ჩოგბურთის გულშემატკივრებს კონტას გარდა, კიდევ ერთი სანერვიულო ჰქონდათ, რადგან ენდი მარეის უწევდა ნახევარფინალის საგზურისთვის დავიდ ფერერთან ბრძოლა.

აქამდე, ეს ჩოგბურთელები 18-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიში 12:6 იყო ბრიტანელის სასარგებლოდ. თუმცა ფერერის ექვსი მოგებიდან ოთხი - გრუნტის საფარზე მოდიოდა, ჰარდზე კი ვეტერანს ყოველთვის უჭირდა ენდის წინააღმდეგ. გარდა ამისა, მარეის ბოლო ხუთი მატჩი მოგებული ჰქონდა ესპანელისთვის.

33 წლის ასაკში, ფერერი აგრძელებს ძალიან მაღალ დონეზე თამაშს. მეოთხედფინალისტებს შორის, ის ერთადერთი იყო, ვისაც სეტი არ ჰქონდა წაგებული. მიუხედავად ამისა, ფავორიტად მაინც ენდი მარეი მიიჩნეოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე მეტოქემ ტაქტიკად უკანა ხაზზე გრძელი გათამაშებები აირჩია. პირველ პარტიაში თანაბარი თამაში მოულოდნელად მაშინ შეწყდა, როცა დავიდმა 40:0-დან, საკუთარი შეცდომებით წააგო თავისი მოწოდება. ესპანელმა ბოლომდე იბრძოლა და რამდენიმე ბრეიკ-პოინტი მიიღო მაშინ, როცა მარეი სეტზე აწვდიდა, მაგრამ ენდიმ მაინც მოიგო პირველი სეტი.

მეორე სეტში ინიციატივა ხელიდან ხელში გადადიოდა. ჯერ ფერერი გამოიყურებოდა კარგად და ბრეიკით დაწინაურდა, შემდეგ კი მარეიმ მოუმატა და არა მხოლოდ გაათანაბრა ანგარიში, არამედ ორი დაფარული სეტბოლი მიიღო. თავად ფერერს მიღებაზე ჰქონდა სეტბოლი, მაგრამ ენდიმ ეისით მოიგერია საფრთხე. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც თანაბარი თამაში მიდიოდა იქამდე, სანამ ენდიმ უკანა ხაზზე შეცდომა არ დაუშვა.

სამაგიეროდ, მარეიმ წარმატებით დაიწყო შემდეგი პარტია და სწრაფად წაიყვანა ბრეიკით ანგარიში. ამასობაში, მელბურნში გაწვიმდა და ცენტრალური კორტი გადაიხურა. დარბაზში ენდის საქმეები კიდევ უფრო უკეთ წავიდა.

მესამე სეტი მან ორმაგი ბრეიკით მოიგო და მეოთხეშიც მალე შეასრულა ბრეიკი. დავიდმა ბოლომდე იბრძოლა, ბრეიკი დაიბრუნა და აიძულა ენდი ბოლომდე დახარჯულიყო მატჩის ოთხ პარტიაში მოსაგებად - 6:3, 6:7, 6:2, 6:3.

საბოლოოდ, მამაკაცთა ტურნირის ნახევარფინალში პირველ სამ ნომრად განთესილი ჩოგბურთელები გავიდნენ და მათ დაემატა მილოშ რაონიჩი. წინა წრეში სტენ ვავრინკას მომგებ კანადელს მხოლოდ მეორე სეტში შეექმნა სირთულეები ფრანგი გაელ მონფილსის წინააღმდეგ, მაგრამ, საერთო ჯამში, დამაჯერებლად გაიმარჯვა - 6:3, 3:6, 6:3, 6:4. მილოში მეორედ ითამაშებს კარიერაში "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში.

კაცები

1/4 ფინალი

რაონიჩი (კან, 13)-მონფილსი (საფ, 23) 6:3, 3:6, 6:3, 6:4

მარეი (ბრიტ, 2)-ფერერი (ესპ, 8) 6:3, 6:7(5), 6:2, 6:3

1/2 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ფედერერი (შვეიც, 3)

რაონიჩი (კან, 13)-მარეი (ბრიტ, 2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დღეს ამერიკაში: ნიკოლოზ ბასილაშვილი მასპინძლის დამარცხებას შეეცდება
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
როჯერ ფედერერი ორშაბათიდან კვლავ მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი გახდება
ტიმის ქამბექი და ამღერებული გულშემატკივარი [VIDEO]
"სპაიდერმენი", "თორი"... - ავსტრალიის ღია პირველობაზე ბავშვთა დღე გაიმართა [VIDEO+PHOTO]
ჯოკოვიჩმა მასტერსი მოიგო და ნადალს დაეწია [VIDEO]