"ბარსელონა" ნახევარფინალშია
"ვისენტე კალდერონზე" შეკრებილი 38 ათასამდე ფანი ამას ვერაფრით წარმოიდგენდა - ვიგოში 0:0 თამაშის მერე "ატლეტიკო" შინ 2:3 დამარცხდა და სათასო ბატალიებს გამოეთიშა.

ედუარდო ბერიცოს გუნდი, რომელიც ბოლო ხანს, მთლად კარგად ვერ თამაშობდა, "კალდერონზე" უბრალოდ ფანტასტიკური იყო. პაბლო "ტუკუ" ერნანდესმა დუბლი მიითვალა, ხოლო ერთი გოლიც იონ გუიდეტის ანგარიშზეა. არადა, პირველი 20 წუთი აშკარად "ატლეტიკომ" უკეთ ითამაშა, ძირითადად, საულ ნიგესის დამსახურებით.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ისეთი დღე გვქონდა, როცა ყველაფერი შენ წინააღმდეგ მიეწყობა. ფეხბურთში ხანდახან შემტევი სტილის მიუხედავადაც შეიძლება წააგო".

ედუარდო ბერიცო (სელტა): "ჩემი ფეხბურთელების თვითრწმენა ამ შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. როგორც იქნა, ჩვენ შევეჩვიეთ რთულ სიტუაციებს და მათთან გამკლავებაც ვისწავლეთ. 1:1-ზე ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ და ჩვენი თამაშის სტილს არ ვუღალატეთ. თუ გეტყვით, რომ "ატლეტიკოზე" გამარჯვება ჩემი კარიერის საუკეთესო მოგებაა, გადამეტება არ იქნება. ვამაყობ ამ გამარჯვებით".

"ატლეტიკოსთვის" გოლის გატანა უძნელესია, სამი გოლის გატანა კი თითქმის, წარმოუდგენელია - ბოლოს ასეთი რამ ასევე თასის მეოთხედფინალში მოხდა ზუსტად ერთი წლის წინათ (28 იანვარს), "ატლეტიკომ" მაშინაც 2:3 წააგო, მაგრამ მეტოქე "ბარსელონა" იყო, ნეიმარმა დუბლი შეასრულა, ხოლო მირანდამ საკუთარი კარი დალაშქრა.

"სელტა" ბოლო 15 წელიწადში პირველად გავიდა "კოპა დელ რეის" ნახევარფინალში.

იხილეთ ვიდეო

მოულოდნელად გაუჭირდა "ბარსელონასაც", მაგრამ "კამპ ნოუზე" ის კატასტროფას აცდა - "ბილბაო" ინიაკი ვილიამსის გოლით კარგა ხანს იგებდა, მაგრამ ლუის სუარესმა გაათანაბრა. მატჩის მიწურულს კი ჟერარდ პიკესა და ნეიმარის გოლებმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. "ბარსელონამ" ორი მატჩის ჯამში 5:2 მოიგო. სუარესის ანგარიშზე ამ სეზონში (ყველა ტურნირზე) უკვე 30 გოლია.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ფეხბურთი სპორტის რთული სახეობაა. ვიცოდით, რომ "ბილბაო" პრესინგს მიმართავდა, ეს კი ყოველთვის სირთულის მომასწავებელია. პირველ ტაიმში ტაქტიკურად გამართულად ვერ ვითამაშეთ და მთელი ფრონტით ვერ შევუტიეთ. არა მგონია, "ბარსელონა" კრიზისში იყოს. მეორე ტაიმში ხომ გამოვასწორეთ თამაში. წარუმატებელი ტაიმები კი კიდევ გვექნება".

ერნესტო ვალვერდე (ბილბაო): "კარგად ვითამაშეთ, ვიგებდით და მეტიც შეგვეძლო. ჩემი აზრით, ლუის სუარესი გასაძევებელი იყო, მან ხელით ითამაშა და მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა".

იხილეთ ვიდეო

ატლეტიკო-სელტა 2:3 (0:0)

გოლები: 0:1 პ. ერნანდესი (22), 1:1 გრიზმანი (29), 1:2 გუიდეტი (56), 1:3 პ. ერნანდესი (64), 2:3 ა. კორეა (81)

ბარსელონა-ბილბაო 3:1 (2:1)

გოლები: 0:1 ვილიამსი (12), 1:1 ლ. სუარესი (53), 2:1 პიკე (81), 3:1 ნეიმარი (91)

ლას პალმასი-ვალენსია 0:1 (1:1)

გოლი: როდრიგო (20)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა