იჰეანაჩოს ბენეფისი, ოსკარის ჰეთ თრიკი, აზარის პირველი
ამ უქმეებზე ინგლისში ასოციაციის თასის 1/16-ფინალური მატჩები გაიმართა. დიდი სენსაციები არ ყოფილა - იურგენ კლოპის "ლივერპული" კვლავ წვალობს...

როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" უეინ რუნის სწრაფი გოლის მერე პირველი ნახევრის მიწურულს მაინც გაუშვა და "დერბის" ტაიმი ვერ მოუგო, ლუი ვან გაალს გულისცემა აუჩქარდა. მისი გუნდი საბრძოლო, ძირითადი შემადგენლობით ვერ ჯაბნიდა "ცხვრებს".

თუმცა, საბოლოოდ, "წითელმა ეშმაკებმა" მეტოქე მაინც გატეხეს (3:1) და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ანტონი მარსიალს არ გაუტანია, მაგრამ ორი საგოლე პასი მიითვალა და შესანიშნავადაც გამოიყურებოდა.

მეორე მანჩესტერულმა გუნდმა, "სიტიმ" უფრო შთამბეჭდავად და დამაჯერებლად მოიგო. ვინმე იტყვის, აბა, პრემიერლიგის ბოლოადგილოსან "ასტონ ვილასთან" რატომ უნდა გასჭირვებოდაო, მაგრამ გაგახსენებთ ჩემპიონატის მატჩს, რომელიც "ქალაქელებმა" "ვილა პარკზე" ვერ მოიგეს და ძვირფასი ორი ქულა დაკარგეს.

მატჩი კელეჩი იჰეანაჩოს ბენეფისად იქცა - 19 წლის ნიგერიელმა ჯერ ჰეთ თრიკი შეასრულა, მერე კი ერთი რაჰიმ სტერლინგსაც გაატანინა. მანუელ პელეგრინიმ ჯო ჰარტი, იაია ტურე, სერხიო აგუერო და დავიდ სილვა დაასვენა.

"იჰეანაჩო ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია, უაღრესად ნიჭიერი. მე მას ყოველდღიურად ვხედავდი, ვაკვირდებოდი და ვიცოდი, რა შეუძლია. ჩვენ ამიტომაც მივეცით თავს უფლება, რომ სტევან იოვეტიჩი და ედინ ჯეკო გაგვეყიდა" - აი, ასეთი განცხადება გააკეთა პელეგრინიმ.

მშვიდად იმარჯვა "ტოტენჰემმაც" - 1:4. ამ შემთხვევაში მატჩის გმირი ნასერ შადლი გახლდათ, რომლის მონაგარიც ორი გოლი და საგოლე გადაცემაა. დასვენებით კი დელე ალიმ, ტობი ალდერვეირელდმა და უგო ლორისმა დაისვენეს.

პეტრ ჩეხის თამადობით, რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა არსენ ვენგერმაც. "მეთოფეებს" ცოტა კი გაუჭირდათ "ბარნლისთან", მაგრამ თავისას მაინც მიაღწიეს, ალექსის სანჩესის წყალობით. ჩილელმა გოლს პლუს პასი მიითვალა. ვენგერმა შეუცვლელად ათამაშა "ბაზელიდან" მიყვანილი 23 წლის ეგვიპტელი მოჰამედ ელ ნენი. ტრავმამოშუშებული ტომაშ როსიცკი კი შეცვლაზე შევიდა მინდორზე.

"უოტფორდის" მაისურით კოსტილ პანტილიმონისა და ნორდინ ამრაბატის დებიუტი შედგა. თუმცა კიკე სანჩეს ფლორესის გუნდს ძველი გმირი ჰყავს - ცვლილებაზე შემოსულმა ოდიონ იგალომ 89-ე წუთზე გაუტანა გამარჯვების გოლი "ნოტინგემ ფორესტს".

ერთმა გოლმა გადაწყვიტა ყველაფერი "სელჰარსტ პარკზეც", სადაც უილფრიდ ზაჰამ "კრისტალ პალასს" "სტოკთან" მოაგებინა და "არწივები" ასოციაციის თასის მეხუთე ეტაპზე შეფრინდნენ. ემანუელ ადებაიორი განაცხადში არ იყო.

ქვედალიგელთან პრემიერლიგის წარმომადგენელს გავარდნა ემუქრებოდა პორტსმუთში, სადაც "ბორნმუთმა" ადგილობრივებთან პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ მერე "ალუბლებმა" თამაში შემოატრიალეს. ედი ჰაუს გუნდმა ბოლო 20 წუთში იძალა.

ბოლო 15-20 წუთში მოხდა დიდი ამბები "ვესტ ბრომვიჩისა" და "პიტერბროს" შეხვედრაშიც. "ალბიონმა" პირველი ლიგის წარმომადგენელს ვერ მოუგო და ახლა გადათამაშებაა საჭირო. ტონი პულისისთვის ერთადერთი კარგი საიდო ბერაჰინოს დუბლია. ეგებ ფორმიდან ამოვარდნილი შემტევი ამ გოლებმა მაინც გამოაფხიზლოს.

გადათამაშება სჭირდებათ "ლივერპულსა" და "ვესტ ჰემსაც", რადგან "ენფილდზე" ისინი უგოლოდ გაეყარნენ ერთურთს.

ეს მატჩი "ჩაქუჩებმა" უკეთ დაიწყეს და მომენტებიც შეექმნათ, მაგრამ მერე ინიციატივა მერსისაიდელებმა იგდეს ხელთ. თუმცა ლონდონელების მეკარე დარენ რენდოლფი მშვენივრად გამოიყურებოდა. აქვე ვთქვათ, რომ გადათამაშებები - "პიტერბრო"-"ვესტ ბრომვიჩი" და "ვესტ ჰემი"-"ლივერპული" 9 თებერვალს გაიმართება.

ერთი-ორი საინტერესო ამბავი ქვედალიგელების ურთიერთდაპირისპირებებშიც მოხდა. მაგალითად, "ჰალმა" "ბერის" "არსენალიდან" ნათხოვარი 20 წლის თავდამსხმელის, ჩუბა აკპომის ჰეთ თრიკით მოუგო. "შეფილდ უენსდის" თავს კი პატარა ტრაგედია დატრიალდა. "ბუებს" ლიუის მაკგუგანის დუბლით მშვიდად უნდა მოეგოთ, მაგრამ 87-ეზე გაუშვეს, ხოლო მე-7 დამატებულ წუთზე კიდევ ერთი ბურთი მიიღეს და ამ პატარა სასწაულის წყალობით, შემდეგ ეტაპზე "შრიუსბერი" გავიდა.

სასწაული არ ყოფილა "ფრანტონ პარკზე", სადაც "კარლაილმა" საწყის წუთებშივე დაკარგა "ევერტონთან" გაჯიბრების რეალური შანსი. აარონ ლენონმა არუნა კონეს გაატანინა და მალევე თავადაც შეაგდო, რითაც მე-14 წუთისთვის ყველაფერი დაამთავრა. მოგვიანებით ერთიც როს ბარკლიმ დაამატა. რობერტო მარტინესს ტიმ ჰოვარდი, რომელუ ლუკაკუ, ჟერარდ დეულოფეუ და ჯონ სტოუნსი არც დასჭირვებია.

დაბოლოს, "ჩელსი"... პირველ რიგში, ვთქვათ, რომ "ლურჯებმა" ალეშანდრე პატოს განაცხადში შეყვანა ვერ მოასწრეს და ბრაზილიელის დებიუტი შუა კვირისთვის გადაიდო. თამაშს რაც შეეხება, იქ ოსკარმა იოსკარა და საბრალო "მილტონი" არ დაინდო.

მან პირველსავე ტაიმში სამი კოხტა გოლი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. მერე რა, რომ მასპინძელთა პოტერმა ერთი გაიტანა, ჰარი პოტერი რომ ყოფილიყო, "მილტონს" შეიძლება შეუძლებელიც შეეძლო, მაგრამ მათი პოტერი დარენია, ჯადოქარი კი იმ დღეს მინდორზე ვინც იყო, უკვე ვთქვით. დიდი პაუზის შემდეგ გაიტანა ედენ აზარმა, ოღონდ 11-მეტრიანიდან.

გუშინ გაიმართა 1/8-ფინალის კენჭისყრაც. წილისყრამ ერთი სუპერწყვილი "დასვა" - "ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ. მატჩები 19-22 თებერვალს გაიმართება. ამ ეტაპზეც ბრძოლები ერთრაუნდიანია.

დერბი-მანჩესტერი 1:3

გოლები: 0:1 რუნი (16), 1:1 თორნი (37), 1:2 ბლინდი (65), 1:3 მატა (83)

კოლჩესტერი-ტოტენჰემი 1:4

გოლები: 0:1 შადლი (27), 0:2 დაიერი (64), 0:3 შადლი (78), 1:3 დეივისი (80-ს.კ-ში), 1:4 კეროლი (82)

ვესტ ბრომვიჩი-პიტერბრო 2:2

გოლები: 1:0 ბერაჰინი (14), 1:2 კულზირსტი(79), 2:1 ბერაჰინო (84), 2:2 ტეილორი (86)

ბოლტონი-ლიდსი 1:2

გოლები: 0:1 დუკარა (8), 0:2 დიაგურაგა (39), 1:2 პრეტლი (80)

არსენალი-ბარნლი 2:1

გოლები: 1:0 ჩემბერსი (19), 1:1 ვოუკსი (30), 2:1 სანჩესი (53)

რედინგი-უოლსოლი 4:0

გოლები: 1:0 რობსონ-კანუ (37), 2:0 ვიდრა (40), 3:0 უილიამსი (75), 4:0 ვიდრა (89)

შრიუსბერი-შეფილდ უენ. 3:2

გოლები: 0:1 მაკგუგანი (19), 1:1 აკპა აკპრო (56), 1:2 მაკგუგანი (76), 2:2 უოლეი (87), 2:2 გრიმერი (90+7)

ნოტინგემი-უოტფორდი 0:1

გოლი: 0:1 იგალო (89)

კრ. პალასი-სტოკი 1:0

გოლი: 1:0 ზაჰა (19)

ოქსფორდი-ბლექბერნი 0:3

გოლები: 0:1 მარშალი (36-პენ.), 0:2 უატი (45), 0:3 მარშალი (76)

პორტსმუთი-ბორნმუთი 1:2

გოლები: 1:0 რობერტსი (43), 1:1 კინგი (71), 1:2 პიუ (83)

ბერი-ჰალი 1:3

გოლები: 0:1 აკპომი (14), 0:2 აკპომი (57-პენ.), 0:3 აკპომი (69), 1:3 ჯონსი (86)

ასტონ ვილა-სიტი 0:4

გოლები: 0:1 იჰეანაჩო (4), 0:2 იჰეანაჩო (24-პენ.), 0:3 იჰეანაჩო (74), 0:4 სტერლინგი (76)

ლივერპული-ვესტ ჰემი 0:0

კარლაილი-ევერტონი 0:3

გოლები: 0:1 კონე (2), 0:2 ლენონი (14), 0:3 ბარკლი (65)

მილტონი-ჩელსი 1:5

გოლები: 0:1 ოსკარი (15), 1:1 პოტერი (21), 1:2 ოსკარი (32), 1:3 ოსკარი (44), 1:4 აზარი (55-პენ), 1:5 ბ. ტრაორე (62)

1/8-ფინალი

ჩელსი-სიტი

რედინგი-ვესტ ბრომვიჩი/პიტერბრო

უოტფორდი-ლიდსი

შრუსბერი-მანჩესტერი

ბლექბერნი-ვესტ ჰემი/ლივერპული

ტოტენჰემი-კრ. პალასი

არსენალი-ჰალი

ბორნმუთი-ევერტონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს