და ჩასაფრებული "იუვე"
იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ჯერ მილანური დერბით გამოწვეული ემოციები არ განელებულა და კარს ახალი, 23-ე ტური მოგვადგა. რამდენიმე მეტად საინტერესო პაექრობას ვიხილავთ, ყველაზე დიდ ინტერესს კი მაინც "ლაციოს" და "ნაპოლის" ჯახი იწვევს.

დიდი ბრძოლის მოლოდინში

"ლაციოს" და "ნაპოლის" მატჩები, ტრადიციულად, დაძაბული, სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდის. იმედი ვიქონიოთ, რომ გამონაკლისი არც მოახლოებული პაექრობა იქნება - მით უმეტეს, ორივე გუნდს მხოლოდ მოგება სჭირდება.

"ლაციო" ცხრილის შუაგულშია გაჭედილი და თუ ევროსაგზურისთვის ბრძოლა სურს, მხოლოდ სამ ქულაზე უნდა იფიქროს; "ნაპოლის" კი, "იუვენტუსის" გადამკიდე, თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასი აქვს და ქულების დაკარგვის უფლებას თავს ვერ მისცემს. ერთი წაფორხილება და სამხრეთელები, დიდი ალბათობით, ლიდერობას დაკარგავენ, მაურიუციო სარიმ კი ეს ყველაზე უკეთ იცის.

"ემპოლისთან" შეხვედრა "ნაპოლიმ" 4-2-3-1 ტაქტიკით დაიწყო, მაგრამ მალევე გაუშვა გოლი, ცუდად წაუვიდა თამაში და სარიმ გუნდი 4-3-3 სქემაზე გადააწყო. სწორედ აქედან დაიწყო სამხრეთელთა აღმასვლა და შედეგად, ტოსკანელთა კარში 5 გოლი ვიხილეთ.

ფაქტია, რომ "ნაპოლი" ამ სქემით ყველაზე უკეთ ირჯება და "ლაციოსთან" პრინციპულ შეხვედრაში მწვრთნელი ექსპერიმენტებს მოერიდება. ლორენცო ინსინიე და ხოსე კალეხონი ფლანგებზე, გონსალო იგუაინი კი ცენტრში - "ნაპოლის" შემტევი ტრიო სრულ მზადყოფნაშია და მორიგი გუნდის დასარბევად ემზადება.

"ლაციოს" საკადრო პრობლემები აქვს, განსაკუთრებით კი, ნახევარდაცვაში, რადგან მილინკოვიჩ-სავიჩი და დანილო კატალდი დისკვალიფიცირებულნი არიან.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, სტეფანო პიოლი 4-2-3-1 ტაქტიკას შეარჩევს და საყრდენ ხაზზე მარკო პაროლოს ოგენი ონაზი შეუწყვილდება, წინ კი ანტონიო კანდრევას, ბალდე კეიტას, ფელიპე ანდერსონის და ფილიპ ჯორჯევიჩის კვარტეტს ვიხილავთ. შემტევი შემადგენლობაა, მეტად სარისკო, მაგრამ როგორც თავშივე აღვნიშნეთ, "ლაციოს" ფრე არაფერში სჭირდება...

მორიგი მსხვერპლი?

"იუვენტუსი" მორიგი, მიჯრით მე-13 გამარჯვების მოსაპოვებლად ემზადება, პოტენციური მსხვერპლი კი "ჯენოაა". ბუნებრივია, რომ ტურინული გრანდი აშკარა ფავორიტია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სამ ქულას ჩაიწერს აქტივში.

მძიმე და მჭიდრო კალენდრის გამო არაა გამორიცხული, რომ მასიმილიანო ალეგრიმ გადაახალისოს შემადგენლობა და რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება, რომლებსაც აქამდე ნაკლებად ენდობოდა. მაგალითად, დანიელე რუგანი დაცვაში, დავიდე სტურარო და სიმონე პადოინი ნახევარდაცვაში, სიმონე ძაძა კი თავდასხმაში.

მასიმილიანო ალეგრიმ "კიევოსთან" მატჩის შემდეგ შეგირდები შეაქო, თუმცა იქვე დაამატა, რომ მოგებათა სერიამ ფეხბურთელებს თავბრუ არ უნდა დაახვიოს. მწვრთნელის თქმით, "ჯენოა" გადარჩენისთვის იბრძვის, დასაკარგი არაფერი აქვს და "იუვენტუს არენაზე" თავს არ დაზოგავს.

რთული გასვლები

ტური ძალიან საინტერესო მატჩით იხსნება, რომელშიც "სასუოლო" "რომას" დაუხვდება. ორივე გუნდი ევროსაგზურისთვის იბრძვის და წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

ლუჩანო სპალეტის თავკაცობით, "ჯალოროსიმ" პირველი მოგება გამოჭედა და წარმატებული სვლის გაგრძელება სურს, თუმცა "სასუოლო" არაა იოლად დასაძლევი ბარიერი. საინტერესოა, რა შემადგენლობას შეარჩევს სპალეტი, რომელიც ჯერ კიდევ ძიების პროცესშია როგორც ფეხბურთელების, ისე ტაქტიკა-სტრატეგიის თვალსაზრისით...

დერბიში გამარჯვებული "მილანი" სიცილიაზე ჩადის და "პალერმოს" შეებრძოლება. სინიშა მიხაილოვიჩმა შეგირდებს სრული კონცენტრაციისკენ მოუწოდა, რაც დიდი ემოციური მუხტის შემდეგ იოლი არ იქნება. სერბი სპეციალისტი ტაქტიკის შეცვლას არ აპირებს, აი, შემადგენლობაში კი შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შეიტანოს.

საერთოდ, გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიან, მაგრამ როდესაც სამ დღეში ერთხელ გიწევს თამაში, როტაციის გარეშე ფონს გასვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

XXIII ტური

სამშაბათი. 2 თებერვალი

სასუოლო-რომა 23:45

დისკვალიფიკაცია: მანოლასი (რომა)

ტრავმა: ტერანოვა, მისიროლი - კაპრადოსი, პონჩე, ნურა, უჩანი, მაიკონი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 5 თამაში: +0=3-2, (5-10)

ოთხშაბათი. 3 თებერვალი

ფროზინონე-ბოლონია 21:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კრიველო, კარლინი - კრაფტი, ბრიენცა, მაიეტა

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 8 თამაში: +3=2-3, (7-8)

ემპოლი-უდინეზე 23:45

დისკვალიფიკაცია: ბუჩელი - დანილო

ტრავმა: კოსტა - მერკელი, პასკუალი, დომიცი, დი ნატალე

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +4=6-7, (16-21)

ფიორენტინა-კარპი 23:45

დისკვალიფიკაცია: კოსტა, რონკალია (ფიორენტინა)

ტრავმა: ბადელი - ფედელე, დე გუზმანი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 2 თამაში: +1=0-1, (1-1)

ინტერი-კიევო 23:45

დისკვალიფიკაცია: მირანდა, მურილიო (ინტერი)

ტრავმა: ისკო, მეჯორინი, გამბერინი, ჰეტემაი (კიევო)

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +16=7-4, (46-26)

იუვენტუსი-ჯენოა 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პერეირა, ლემინა - დიოგო, პანაიოტისი

ბოლო 6 მატჩი

+6=0-0 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 23 თამაში: +14=7-2, (45-19)

ლაციო-ნაპოლი 23:45

დისკვალიფიკაცია: კატალდი, სავიჩი, მატრი - ალანი, ჰიუსანი

ტრავმა: დე ვრი, ბილია, ჯენტილეტი, მარკეტი, ბიშევაჩი - გრასი

ბოლო 6 მატჩი

+3=3-0 +6=0-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 34 თამაში: +14=8-12, (52-47)

სავარაუდო შემადგენლობები

ლაციო (4-2-3-1): ბერიშა - ბასტა, მაურისიო, ჰოედტი, კონკო - პაროლო, ონაზი - კანდრევა, კეიტა, ანდერსონი - ჯორჯევიჩი

ნაპოლი (4-3-3): რეინა - მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - დავიდ ლოპესი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე, იგუაინი

პალერმო-მილანი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბრუგმანი, პეცელა - დიეგო ლოპესი, ელი, მექსე

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +9=5-13, (34-42)

სამპდორია-ტორინო 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მესბა - ობი, იანსონი, პერესი

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 25 თამაში: +8=7-10, (26-29)

ვერონა-ატალანტა 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რომულო, ალბერტაცი, ტონი, ვივიანი - კარმონა, პალეტა, პინილია

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +0=3-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +7=3-7, (20-20)

ბომბარდირები: 22 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია), პაულო დიბალა (იუვენტუსი); 11 - კარლოს ბაკა (მილანი); 10 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი); 9 - მასიმო მაკარონე (ემპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი