ხუთი ქართველი სპეციალისტი, რომლებიც შესაძლოა ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატებად განიხილებოდნენ
ახლა ხელაღებით რაიმეს მტკიცება ძალიან რთულია, მაგრამ ასე ვფიქრობ - უფრო დიდი შანსია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელი ქართველი სპეციალისტი იყოს, ვიდრე - უცხოელი.

გუშინაც ვწერდი: ამ მხრივ, არჩევანი დიდი არ არის. მოდით, ერთ საინტერესო ექსპერიმენტს მივმართოთ. ვირტუალურად შევარჩიოთ ეროვნული გუნდის მომავალი მესაჭე იმ ქართველთაგან, ვისაც ქვეყნის უპირველესი გუნდის გაწვრთნის შანსი აქვს...

გეგუჩაძის სტილი და ტაქტიკა

ქართულ ფეხბურთში კარგად ჩახედულმა ერთმა პიროვნებამ სიმართლე მითხრა - ათამაშე თუნდაც 10 გუნდი და გია გეგუჩაძის გაწვრთნილი რომელია, ეგრევე გამოვიცნობო.

გეგუჩაძის ბოლოდროინდელ საქმიანობას კრიტიკოსებიც საკმაოდ ჰყავს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ჩვენს საკლუბო ფეხბურთში ის გამორჩეული სპეციალისტია. სწორედ გეგუჩაძის გაწვრთნილმა "დინამომ" მოახერხა უეფას თასის (დღეს - ევროპალიგა) ჯგუფში შესვლა და ქართულ ფეხბურთში ეს შედეგი ჯერ ვერავინ გაიმეორა.

ბურთის ფლობა, სწორი გათამაშება და მოწინააღმდეგის კარისკენ მოსახერხებელი გზების ძიება - ესაა გეგუჩაძის ფეხბურთი. ასეთი ფეხბურთი გულშემატკივარს ძალიან მოსწონს.

გეგუჩაძეს აქვს ფავორიტი ტაქტიკური სქემაც: 4-4-2. ჩემი სუბიექტური აზრით, ის ყველაზე ახლოსაა ჩვენს სათამაშო სტილთან, რაკი საქმეში ერთბაშად ორი ფორვარდის გამოყენების საშუალებას იძლევა. ისიცაა, რომ გეგუჩაძისეულ მონახაზში ფლანგის მცველები, თანამედროვე ტენდენციის გათვალისწინებით, ზოგჯერ ზედმეტად ავანტიურისტულადაც კი ერთვებიან შეტევებში.

არველაძის ინტელექტი

მართალია, შოთა არველაძის ბოლო გაჩერება თურქულ "ტრაბზონსფორში" მაინცდამაინც წარმატებული ვერ იყო, თუმცა ამას თავისი არასაფეხბურთო მიზეზიც ჰქონდა. სხვისი არ ვიცი, მე კი მჯერა, რომ მას სამწვრთნელო ასპარეზზე მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინ აქვს.

რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას? უპირველეს ყოვლისა, ის, რომ შოთასთან ფეხბურთზე არაერთხელ მისაუბრია და დარწმუნებული ვარ, სპორტის ამ სახეობაში მისთვის საიდუმლო არ არსებობს.

შოთამ იცის ნაკრების შიდა სამზარეულო. შოთამ იცის, როგორ გაიკვლიოს გზა თითოეული ქართველი ფეხბურთელის გულისკენ. მისი საფეხბურთო ინტელექტი ძალიან დიდია. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შოთას მწვრთნელობის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებში კონფლიქტები არ იქნება.

ბურთის ფლობა, შეტევა, ფინტი - ესაა შოთას ფეხბურთის მთავარი მახასიათებლები. ცხადია, თუ არჩევანი ქართველ მწვრთნელზე გაკეთდება, შოთას კანდიდატურა აუცილებლად უნდა იყოს განხილული.

ჭეიშვილის საფეხბურთო კრედო

შოთა ჭეიშვილი ჩუმი კაცია. რატომღაც, ის თავის სპორტულ ცხოვრებაში გამორიცხავს მასმედიას და ეს ხდება არა მისი ცუდი ხასიათის, არამედ უკიდურესი მორიდებულობის გამო.

არადა, ვისაც ჭეიშვილის გაწვრთნილი გუნდის თამაში ერთხელ მაინც უნახავს, ერთხელ მაინც უსაუბრია მასთან, დაგვეთანხმება, რომ ქართველ მწვრთნელთაგან ის დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა.

ჭეიშვილს აქვს ერთი ისეთი თვისებაც, რომელიც ძალიან შეიძლება გამოადგეს საქართველოს ნაკრებს. ის შედარებით უარესად დაკომპლექტებული გუნდებით ახერხებს შედარებით უკეთესი შემადგენლობის გუნდებთან ტოლ-სწორად თამაშს. რაღა შორს წავიდეთ? ამის მაგალითად წინა სეზონი და ბათუმის "დინამო" გამოდგება...

დევდარიანის რისკი და მაგარი ხელი

ისე მოხდა, რომ მე ჟურნალისტიკაში, გიორგი დევდარიანმა კი სამწვრთნელო ასპარეზზე, ერთად გადავდგით პირველი ნაბიჯები და აბსოლუტურად გულწრფელად უნდა დავწერო, რომ მის მიმართ პატივისცემა ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

ეს არის მწვრთნელი, ვისაც შიში საერთოდ არ ახასიათებს. ის მუდამ რისკზე მიდის. შესაძლოა, ეს რისკი ყოველთვის არ ამართლებდეს, მაგრამ მაინც. დევდარიანი გამუდმებით მუშაობს საკუთარ თავზე, სწავლობს, სრულყოფას ცდილობს...

ის შოთას ასისტენტი იყო "ტრაბზონსფორში". შეიძლება თუ არა საქართველოს ნაკრებში თურქული ვარიანტის გადათამაშება? ეს ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია. ფაქტი კი ისაა, რომ საქართველოს ნაკრები არ აღმოჩნდება იმ პრობლემების წინაშე, რამაც ქართულ დუეტს თურქეთში წარმატებით მუშაობის საშუალება არ მისცა.

მე მინახავს სხვადასხვა რთული ხასიათის ფეხბურთელთან მომუშავე დევდარიანი, მაგრამ არ მინახავს, მას გუნდის მართვის სადავეები ხელიდან გაქცეოდეს.

ცეცაძის წარსული

ასაკობრივი ნაკრების დონეზე ეს მეტად საინტერესო სპეციალისტი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებებთან ასოცირდება. ყველა ასაკობრივი გუნდი, რომელიც გია ცეცაძეს გაუწვრთნია, ლაღ, შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.

ახლაც საინტერესო გუნდი შეკრა "სამტრედიაში", სადაც ძირითადად იმ ბიჭებს მისცა შანსი, ასაკობრივი ნაკრებების შემდეგ რომ დაიკარგნენ.

მოკლედ, ასეა. როგორც უკვე ვთქვით, არჩევანი დიდი არაა, მაგრამ მაინც არის და ვნახოთ, რას გადაწყვეტს ფეხბურთის ფედერაცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

1234
ჭიაბრიშვილი სადაა?
qutaiseli
ჩემი აზრით ცხადაძე კიარა ბეკენბაუერი რო ყოფილიყო ამ ნაკრების თავკაცი შედეგი მაინც არ ექნებოდა.ეხლა ვინ იქნება კიდე ისიც ნაკლებმნიშვნელოვანია რადგან კლასიანი ფეხბურთელები არ გყვავს.აქედან გამომდინარე უახლოესი ხუთი წელიმეტი თუარა არავითარ პროგრეს ქართულ ფეხბურთში არ ველოდები.
nika
ცხადაძეზე სწორად ამ ეტაპზე ვერავინ წაიყვანს საქმეს. ცხადაძემ ეს აჩვენა უკვე როგორ შეუძლია და რა შეუძლია. მან გერმანიის ნაკრებთან აჩვენა ტოპ შესაძლებლობა. ვინც გვყავდა გავაგდეთ და ლოგიკა არ მესმის რას ვეძებთ.
zaza
მე რო მკიტხაო მიხიჩA ყველას ჯოობიარ
ზაზა
გეთანხმებით გუჯა.და საერთოდ ალბათ აჯობებს ახალგაზრდა,ამბიციური,ენერგიული უცხოელი,რომელიც ასევე ასაკობრივებში მიხედავს ფიზიკას...და თან ქართველ მწვრთნელებსაც გააცნობს თანამედროვე მეთოდოლოგიას,თორემ დავრჩებით იქ,სადაც ვართ,ან კიდევ უფრო უკან..(((
გუჯა კახაძე
ეროვნულ ნაკრებს სჭირდება მწვრთნელი, რომელმაც იცის, რომ ქართველი ფეხბურთელი ნაკრებში ფიზიკურად მოუმზადებული მოდის და აქვს მეთოდიკა, რომელის დახმარებითაც ფეხბურთელის ფიზიკურ კონდიციებს საერთაშორისო სტანდარტებამდე მოკლე დროში აყვანა.
მომავალი მწვრთნელი:
ნაკრების მომავალი მწვრთნელი უნდა იყოს აუცილებლად ახალგაზრდა და ნაკლებად ცნობადი, დაბალავტორიტეტული. დაბალავტორიტეტიან უცნობ მწვრთნელებს გააჩნიათ უფრო მაღალი შრომის უნარიანობის კოეფიციენტი, ვიდრე ტოპ მიულერი და კპერის ნაირ მაღალ ავტორიტეტიან მწვრთნელებს. ჩემი აზრით მაისაშვილი ზუსტი საუკეთესო კანდიდატია.
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "როდეზს" მოუგო და ლიგა 1-სკენ ნაბიჯი გადადგა
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
უმაღლესი ლიგა. XXIII ტურის წინ: როცა "ქართული კლასიკო" ყველაფერს ჩრდილავს
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
[ლელოს სტუმარი] გიორგი ხარაიშვილი: ჯერ თავში ასავარდნი არაფერი მაქვს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
დინამო (ბთ)-გურია 1:2 - როცა სმოლი დიდია [VIDEO]
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
...აი, ამის მერე აშენდება სტადიონი ბათუმში
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
უმაღლესი ლიგა. XXIV ტურის წინ: ესპანელების დაპირისპირება საქართველოში
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე