"საბურთალოს" 19 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი არნემულ კლუბში ზაფხულისთვის გადაიდო
იყო საკმაოდ დიდი შანსი, არნემის "ვიტესში" "საბურთალოს" 19 წლის ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილის ტრანსფერი ამ ზამთარსვე დასრულებულიყო, მაგრამ გარიგება არ შედგა. ოღონდ თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში იქაური ქართული ლეგიონი კიდევ ერთი ფეხბურთელით შეივსება.

ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში "ვიტესის" წარმომადგენელ გოგა გახოკიძეს:

"მართალია, ამ ეტაპზე "ვიტესში" გიორგი ხარაიშვილის ტრანსფერი არ შედგა, მაგრამ ეს საკითხი რეალურად დგას დღის წესრიგში.

არნემული კლუბის ხელმძღვანელობამ, კერძოდ, გენერალურმა დირექტორმა, გამოთქვა სურვილი, რომ ხარაიშვილი საქმეში ნახოს. ეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლების შემდეგ მოხდება...

მე კი მინდოდა და ძალიან კარგიც იქნებოდა, ეს ტრანსფერი ახლავე შემდგარიყო, რადგან გიორგი ახალ ჩემპიონატსა და სტილს შეეგუებოდა, მაგრამ დაგვიანებული არც ზაფხულში იქნება", - გვითხრა გახოკიძემ.

იცით, რომ მარტში თბილისში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი გაიმართება 17-წლამდელთა ნაკრებთა შორის. ჩვენი გუნდის მეტოქეები რუსი, იტალიელი და ბოსნიელი თანატოლები იქნებიან. დავინტერესდით, ამ ტურნირისთვის ხომ არ აპირებს გახოკიძე "ვიტესის" სელექციონერების ჩამოყვანას?

"ვაპირებ და არა მხოლოდ "ვიტესის", არამედ "პსვ ეინდჰოვენის" სელექციონერების ჩამოყვანაც მინდა. საკითხი ძალიან სერიოზულად დგას და იმედია, დადებითად გადაწყდება".

დაბოლოს, გახოკიძეს "ვიტესის" მცველ გურამ კაშიაზეც ვკითხეთ, რომელმაც ბოლო დროს არნემული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

არადა, 28 წლის კაშიას თამაში არ ჩაუგდია, თან კლუბმა მასთან დიდი ზარ-ზეიმით გაახანგრძლივა კონტრაქტი და საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამსახურსაც შეჰპირდა. ამას გარდა, ჩვენებურს თანადგომა გამოუცხადეს "ვიტესის" ფანებმაც და თვით არნემის ვიცე-მერმაც კი.

"გადაწყვეტილია, რომ გურამი, სულ მცირე, ზაფხულამდე დარჩება "ვიტესში". ის თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ დაიბრუნოს ადგილი ძირითად შემადგენლობაში", - ამბობს გახოკიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kakhaber
გოგა კაი კაცია
kaxa
555 გოგა გახოკიდზეზე ცუდს ნუ იტყვით, მე პირადად ვიცნობ და ძალიან მაგარი ადამიანია და პული მისთვის არ არის მთავარი, ფეხბურთელი ვარ და ვთხოვე რომ რამე გუნდში გავეშვი მე მისთვის სრულიად უცხო ვიყავი მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მამები მეგობრობდნენ, გოგამ გუნდში მიმიყვანა სადაც ფორმაში ჩადგომას შევძლებდი შემდეგ კი ამხანაგურ თამაშზე დამაკვირდებოდა და გუნდშიც წამიყვანდა, და მოვიდა კიდეც ჩემს ტამაშს დაესწრო და ისე ცუდად ვითამაშე პრეტენზია მხოლოდ საკუთარ თავთან მქონდა და გოგა გახოკიძის კი დიდი მადლობელი ვარ ძალიან დიდი ყურადღება ვიგრძენი მაგ ადამიანისგან და ზოგადადაც ძალიან მაგარი ადამიანია, მარტვილის რაიონში სოფელ ბანძაში ეკლესია გახსნა და სულ სიკეთეს აკეთებს ეგ კაცი
არბოშიკელი
ვინც გოგას იცნობს,ვერავინ იტყვის,რომ ის მხოლოდ ფულის გამო აკეთებს საქმეს.ის ნამდვილად კარგი ქართველია - ბევრი ქველმოქმედების და თანადგომის მომქმედი,ეკლესიათა მაშენებელი და რაც მთავარია,ვაჟკაცი,რომელმაც იცის ცოდო-მადლის ფასი. გთხოვთ,ნუ მიაყენებთ კაცს დაუმსახურებელ შეურაცხყოფას.
888
555-ს. მერედა ჩვენთან რა გინდა? ჩვენ რას გვეუბნები. მიდი და პირში უთხარი გახოკიძეს. თუმცა გეტყობა ამის ტავი არ გაქვს (თუმცა "ამის თავს" ასე იოლად არავინ მოგცემს).
555
გახოკიძე ვერ არის კარგი კაცი, მაგას ფეხბურთელი სულ ფეხებზე ჰკიდია თუ მშობლის ჯიბეში ბევრ ფულს ვერ ხედავს. დაპირებები კი იცის იცოცხლეო, მაგრამ შესრულების პასუხისმგებლობა ნოლი ძალიან დიდი ნოლი.
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
კარგი ამბავი - გოგა გახოკიძემ ჩაკვეტაძის შესახებ გასახარი ინფორმაცია გაავრცელა
ჩაკვეტაძის აგენტი: "გენტის" მწვრთნელს გიორგისი ძალიან ეიმედება
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
"ბელგიასთან ცუდი მოგონებები აქვს..." - ქვილითაიას აგენტი ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება და შესაძლო ტრანსფერი - ინტერვიუ გოგა გახოკიძესთან
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
"გიორგის ექიმებმა უთხრეს, რომ..." - ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღმა გადაიწია
როდის დაუბრუნდება ჩაკვეტაძე მოედანს და რატომ ვერ დაეხმარა ის "გენტში" თამაშიდან 4 დღეში ნაკრებს - რას ამბობს ფეხბურთელის აგენტი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა