"თიბისი ბანკი" საქართველოს რაგბის კავშირისა და მორაგბეთა ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა
"თიბისი ბანკი" საქართველოს რაგბის კავშირისა და მორაგბეთა ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელობა, რაგბის კავშირის ადმინისტრაცია, მორაგბეები და მედია დაესწრნენ.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, "თიბისი ბანკი" საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის ეროვნული ნაკრების, საქართველოს რაგბის ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი ხდება. ასევე, "თიბისი ბანკი" ეროვნული შვიდკაცა ნაკრების ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი იქნება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე "ბორჯღალოსნების" გენერალური სპონსორი VTB ბანკი იყო.

გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის" წლევანდელი ჩემპიონატისთვის უკვე "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით მოემზადება. გეგმაშია ბევრი ერთობლივი ღონისძიება, მათ შორის, სოციალური პროექტები და რაგბის ბრენდული მაღაზიის განახლება. 6 თებერვალს კი, "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის პირველ თამაშზე, სადაც საქართველო გერმანიას დაუპირისპირდება, "ბორჯღალოსნები" უკვე "თიბისი ბანკის" ბრენდის ქვეშ იასპარეზებენ.

საქართველოს რაგბის კავშირისა და "თიბისი ბანკის" თანამშრომლობის მთავარი მიზანია, ქართულ საზოგადოებაში დაინერგოს რაგბი და სარაგბო ღირებულებები, რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და გაძლიერდეს მისი პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

ფოტოს ავტორი: რეზი ყენია

რეზო
მომწონს
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება