თბილისის "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში, გია გეგუჩაძის ასისტენტად მუშაობაზე პირველ კომენტარს აკეთებს
თბილისის "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გია გეგუჩაძის ასისტენტად მუშაობაზე პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ სფფ-ის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე ოფიციალური შეხვედრა მას შემდეგ შედგება, რაც ის თბილისში დაბრუნდება.

გია გეგუჩაძის ასისტენტი ახალგაზრდულ ნაკრებში გია ჭიაბრიშვილი იქნება

გიორგი ჭიაბრიშვილი 5 თებერვალს ბოლნისის "სიონსა" და ყაზახურ "ოკჟეტპესს" შორის ამხანაგურ მატჩს დაესწრო და ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებს დააკვირდა.

ახალგაზრდა სპეციალისტი სხვა ქართული გუნდების თამაშებზეც აპირებს დასწრებას და Sportall.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს გია გეგუჩაძის მეგობრული თხოვნა იყო. მომავალში რა იქნება, ეს ფებურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემი და გია გეგუჩაძის მუშაობის. შემოთავაზება რა იქნება, რა დამევალება, არ ვიცი, ან ვიქნები თუ არა საერთოდ ახალგაზრდულში.

ჩემთან ოფიციალურ პირებს შეხვედრა არ ჰქონიათ. ტელეფონით მთხოვა გიამ და წამოსვლამდეც გვქონდა საუბარი და მას სურვილი ჰქონდა, რომ ერთად გვემუშავა, თუმცა, ვიმეორებ, ეს შეხვედრა არ ყოფილა.

სანამ თბილისში არ ჩავალ, მანამდე ვერ გავიგებ, ვიქნები თუ არა და სულაც რომ არ ვიყო, აქ ვარ, საშუალება მაქვს, რომ გეგუჩაძეს დავეხმარო.

ოფიციალური სტატუსი მექნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. რისი გაკეთებაც აქედან შემიძლია, გავაკეთებ. აქ სულ სხვანაირად ჩანან ქართველი ფეხბურთელები, უფრო ახლოს არიან ევროტურნირებთან. საქართველოში ეს ნაკლებად ჩანს.

ჯერჯერობით, როგორც მოხალისე, როგორც მეგობარი, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი, ასე ვმოქმედებ. ოფიციალურად, რომ ჩავალ, მითხრეს, რომ შევხვდები ხელმძღვანელობას, დაველაპარაკები. დარწმუნებული ვარ, თქვენ ჩემზე ადრე გაიგებთ, რაც დამევალება", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ