ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონი, დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი რინგზე დაბრუნებას არ აპირებს

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონი, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი (41-0-0, 25 KO) უახლოეს მომავალში არ აპირებს რინგზე დაბრუნებას. ამის შესახებ Boxing News-ს განუცხადა ორ წონით კატეგორიაში ყოფილმა ჩემპიონმა ზაბ ჯუდამ.

მოსალოდნელი და ყველაზე სასურველი ბრძოლა მენი პაკიაოსთან, ალბათ, აღარ გაიმართება. ფილიპინელი ორ-სამ წელიწადში აპირებს დიდი სპორტიდან წასვლას, ფლოიდი კი სწორედ ამ ორ-სამ წელიწადში არ აპირებს კარიერის განახლებას.

"ამ დღეებში შევხვდი ფლოიდს და ვკითხე - ხომ არ აპირებს უახლოეს პერიოდში რინგზე გასვლას. მეივეზერმა მიპასუხა, რომ დაასრულა გამოსვლა და დასვენებას აპირებს. როგორც მივხვდი, მინიმუმ ორი წელი აპირებს კარიერის შეწყვეტას. ის დიდი ხანი ძალიან მონდომებით მუშაობდა და ახლა პაუზა ესაჭიროება", - განაცხადა ჯუდამ.

უნდა აღინიშნოს, რომ მეივეზერს ბოლო დროს პრობლემები შეექმნა კანონთან და არ არის გამორიცხული, ციხეში მოუწიოს დასვენება. მეივეზერის სასამართლო მარტშია დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ თავისი ბოლო ბრძოლა ფლოიდმა გასული წლის მაისში ჩაატარა. მან ქულებით დაამარცხა შეინ მოზლი.

ორი თვით გადაიდო ლეგენდარული ამერიკელი მძიმეწონოსნის ევანდერ ჰოლიფილდის ბრძოლა დანიელ ბრაიან ნილსენთან. ამ მოკრივეებს 5 მარტს უნდა ეჩხუბათ, მაგრამ რინგზე ისინი 7 მაისს ავლენ. ბრძოლის გადატანის მიზეზი გახდა ჭრილობა, რომელიც ევანდერმა 22 იანვარს ამერიკელ შერმან უილიამსთან ბრძოლის დროს მიიღო. ამ ინფორმაციას სააგენტო AP იტყობინება.

როგორც გერმანული პრომოუტერული კომპანია Sauerland Event-ის წარმომადგენელი ამბობს, ჰოლიფილდს არ შეუძლია თებერვლის ბოლომდე ვარჯიში, ამიტომაც ნილსენთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად მას მეტი დრო დასჭირდება.

უილიამსთან ბრძოლაში ჰოლიფილდმა თავის არეში ჭრილობა მეორე რაუნდში მიიღო, როცა მოკრივეები თავებით შეეჯახნენ ერთმანეთს. ბრძოლის შემდეგ ჰოლიფილდმა განაცხადა, რომ მარცხენა თვალით ვერ ხედავს. ის ბრძოლა გაუქმებულად ჩათვალეს.

ჰოლიფილდი 48 წლისაა, ნილსონს კი პირველ აპრილს შეუსრულდება 46 წელი. ბოლო ბრძოლა დანიელმა ცხრა წლის წინ ჩაატარა.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა