"მელიები" მდევრებს 5-5 ქულით უსწრებენ
* "საუთჰემპტონის" გოლკიპერ ფრეიზერ ფორსტერს 5-მატჩიანი მშრალი სერია აქვს.

* ჯეიმი ვარდიმ "ლესტერთან" 2019 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.

* იურგენ კლოპმა "სანდერლენდთან" თამაშის მერე ბრმა ნაწლავის ოპერაცია გადაიტანა.

"მანჩესტერ სიტისა" და "ლესტერის" მატჩის მეორე ტაიმის შუაწელს ჯეიმი ვარდი ჯო ჰარტთან პირისპირ გავიდა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო. "ქალაქელთა" ფანებმა კი მას დასცინეს და უწმაწური სიტყვებიც მიაძახეს. პასუხად ვარდი გაღიმებული მოტრიალდა და იცით, რა აჩვენა ამ ქომაგებს? თითებით, ჟესტით დაანახა 0:3-იაო...

ვინ ვის დასცინა

დიახ, იმ დროისთვის ანგარიში იქვე 3:0 იყო კლაუდიო რანიერის "მელიების" სასარგებლოდ და, წესით, 0:4-იც უნდა გამხდარიყო. ლესტერშირელებმა მთელი პრემიერლიგა თავდაყირა დააყენეს და, ალბათ, ახლა უკვე ყველა დაარწმუნეს, რომ ისინი სერიოზულად უნდა განიხილონ.

სიტუაცია სულ ოდნავ შეიძლებოდა მაშინ დაძაბულიყო, როდესაც სერხიო აგუერომ ერთი ბურთი გაქვითა და რამდენიმე წამში სიმპსონის ძალიან უყურადღებო თამაშისა და შეცდომის წყალობით, კუნს მეორეს გატანაც შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა. ეს უკვე მატჩის მიწურულს ხდებოდა. "ლესტერი" "ქალაქელებს" 6 ქულით გაექცა, მანუელ პელეგრინის გუნდი მე-4 ადგილამდე დაქვეითდა.

იხილეთ ვიდეო

უცნაური გადაწყვეტილებები

"სიტის" "ტოტენჰემმა" და "არსენალმა" გადაასწრეს. პირველმა "უოტფორდს" მოუგო, მართალია, მხოლოდ 1:0, მაგრამ მეტოქეს კარში ნორმალურად არც დაარტყმევინა და დიდ უპირატესობას ფლობდა. უცნაურად მოიქცნენ მწვრთნელები - მაურისიო პოჩეტინომ დელე ალი დატოვა თადარიგში, ხოლო კიკე სანჩეს ფლოერსმა - ტროი დინი.

საბოლოოდ, მატჩის ერთადერთი გოლი, დიდწილად, სწორედ ალის წყალობით გავიდა, შეცვლაზე 3 წუთის შესულმა ტრიპიერს გაატანინა. დინის გამოსვლა კი დაგვიანებული და უშედეგო გამოდგა. ამასობაში, "დეზები" მეორე ადგილზე არიან.

88 წამი

რაც შეეხება "არსენალს", "მეთოფეებმა" იქამდე ყოჩაღად მყოფ "ბორნმუთს" ორ წუთში მოუმთავრეს ყველაფერი. ზუსტად თუ ვიტყვით, "არსენალს" საამისოდ 88 წამი ეყო - მესუთ იოზილმა ისევ ვერ გააკეთა საგოლე პასი, ხოლო ოლივიე ჟირუმ კვლავ ვერ შეაგდო, მაგრამ პირიქით კი გამოვიდა - ჟირუმ იოზილს გაატანინა. მალევე ოქსლეიდ-ჩემბერლენმაც ივარგა და არსენ ვენგერს აღარ უნერვიულია.

იხილეთ ვიდეო

კლოპი და ჯადო

ტრაგიკული გუნდია "ლივერპული": იურგენ კლოპმა, ალბათ, ახლა ბოლომდე გაისისხლხორცა, თუ სად მოხვდა და რა "ჯადო აქვს ასახსნელი". მერსისაიდელები, რობერტო ფირმინოს დირიჟორობით (გოლს პლუს პასი), თითქოს, წყნარად და დამაჯერებლად იგებდნენ 2:0-ს, მაგრამ "სანდერლენდმა" ორჯერ დაარტყა და ორივე გაიტანა, ისიც ბოლო 8-10 წუთში. მერსისაიდელებიც და "შავი კატებიც" ავი ძაღლებივით გამოვიდნენ, რადგან ეს ქულა ვერც ერთისთვის ვერ იყო დიდად გასახარი. თუმცა, ცხადია, "სანდერლენდი" უფრო ბედნიერი დარჩა, რადგან 0:2-დან შეძლო თამაშის გადარჩენა.

იხილეთ ვიდეო

გასავარდნ ზონაში დაეშვა "ნორვიჩი", "იადონებს" "კაჭკაჭები" გადააფრინდნენ. ეს ყველაფერი ასე მოხდა - თავად ნორვიჩელებმა პირწმინდად წააგეს ბირმინგემში "ვილა პარკზე" და "ასტონ ვილას" ნაცრად ქცეულ წარმოსახვით იმედის ნაპერწკალს სული შეუბერეს.

აი, "ნიუკასლმა" კი "ვესტ ბრომვიჩი" იმსხვერპლა "სენტ ჯეიმს პარკზე" და, როგორც იქნა, ჭაობიდან ცალი ფეხი მაინც ამოყო. სიხარული ჯერ ნაადრევია, მაგრამ თამაშიც და ალექსანდრ მიტროვიჩის გოლიც კარგი იყო. ანდროს თაუნსენდმაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, ჯონჯო შელვიმაც და, ერთი სიტყვით, "ვესტ ბრომვიჩი" ჯორდებთან უშანსოდ გახლდათ, "ალბიონმა" კარშიც კი ვერ დაარტყა.

ვან გაალი ქულას დააჯერეს

ისევ არ წააგო, მაგრამ ვერც მოიგო ფრანჩესკო გვიდოლინმა. არადა, მისი "სუონსი" კვლავაც წინ გავიდა და ამჯერადაც გილფი სიგურდსონმა გაიტანა. თუმცა დაჭრილმა "არწივებმა," ყვავ-ყორნებისა რა გითხრათ და, "თეთრ გედებთან" ქულის გადარჩენა მაინც შეძლეს, ეს სკოტ დანის დამსახურებაა. მცველს მიყოლებით ორი ტურია, გააქვს.

თავის თავს აღარც "სტოკი" ჰგავს. მარკ ჰიუზის კლუბმა მიჯრით მესამედ წააგო ანგარიშით 0:3 და 4 ტურია, გოლიც კი არ გაუტანია. "ბრიტანიაზე" ადგილობრივების კრიზისით ამჯერად "ევერტონმა ისარგებლა. ყველაფერი პირველსავე ტაიმში გადაწყდა.

ერთი შეხედვით, პირველივე ტაიმში გადაწყვეტილი ჩანდა "საუთჰემპტონისა" და "ვესტ ჰემის" მატჩის ბედიც. მაია იოშიდას გოლი ცოტა მოულოდნელი გახლდათ, მისი ძირითადში მოხვედრისა და კუმანის ერთგვარი 3-4-3-ის არ იყოს.

"წმინდანების" კარგი თამაში და საგრძნობი უპირატესობა არც ისე მოულოდნელი იყო. აი, "ვესტ ჰემი" კი უჩვეულო პასიურობით გვაოცებდა და გუნდის ლიდერები ხასიათზე ვერ იყვნენ. სიტუაცია მას მერე დაიძაბა, რაც ვიქტორ ვანიამას კიდევ ერთხელ წამოუარა რაღაცამ და სეზონში მესამე წითელი ბარათი მიიღო...

მიუხედავად ამისა, ათკაციანმა "საუთჰემპტონმა" ღირსეულად და დამსახურებულად მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე. "წმინდანებს" უკვე 5 ტურია, ანუ ფრეიზერ ფორსტერის დაბრუნებიდან მოყოლებული გოლი არ გაუშვიათ.

ტურის ბოლო შეხვედრაში კი "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯესი ლინგარდის მშვენიერი გოლით თითქოს, 3 ქულა მიჰქონდა, მაგრამ დიეგო კოშტამ ბოლო წამებზე "წითელ ეშმაკებს" ზეიმი ჩააშხამა და ძალიან ძვირფასი ორი ქულა დააკარგვინა. შედეგად, ლუი ვან გაალის გუნდმა მეოთხეადგილოსან თანაქალაქელ "სიტისთან" სხვაობა ქულაზე მეტით ვერ შეამცირა.

იხილეთ ვიდეო

XXV ტური

6 თებერვალი

სიტი-ლესტერი 1:3

გოლები: 0:1 ჰუტი (3), 0:2 მაჰრეზი (48), 0:3 ჰუტი (60), 1:3 აგუერო (87)

სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, ოტამენდი, დემიკელისი, კოლაროვი - დელფი (52. იჰეანაჩო), ფერნანდინიო - იაია ტურე (52. ფერნანდო), დავიდ სილვა (77. სელინა), სტერლინგი - აგუერო

ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - მაჰრეზი (77. გრეი), დრინკვოტერი, კანტე, ოლბრაიტონი (86. დაიერი) - ოკაზაკი (81. ულოა) - ვარდი

გაფრთხილება: საბალეტა, ფერნანდო - მორგანი, სიმპსონი

კუთხური: 11-4 ჯარიმა: 9-15 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 22(4)-14(7) ბურთის ფლობა: 66%-34%

მაყურებელი: 54 693

ასტონ ვილა-ნორვიჩი 2:0

გოლები: 1:0 ლესკოტი (45), 2:0 აგბონლაჰორი (51)

ასტონ ვილა (4-4-1-1): ბანი - რიჩარდსი (90+1. კლარკი), ოკორე, ლესკოტი, სისოხო - ბაკუნა, გეიე, ვესტვუდი, ვერეტო - ხილი - აგბონლაჰორი

ნორვიჩი (4-2-3-1): დ. რადი - მარტინი, კლოზე, ბასონგი, ბრეიდი - ო’ნილი, მულუმბუ (56. რედმონდი) - ჰულაჰანი (56. ბამფორდი), ნეისმიტი (80. ჯერვისი), ჰოუსონი - მბოკანი

გაფრთხილება: - ჰოუსონი, კლოზე

კუთხური: 2-11 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 1-5 კარში დარტყმა: 10(3)-11(3) ბურთის ფლობა: 49%-51%

მაყურებელი: 47 472

ლივერპული-სანდერლენდი 2:2

გოლები: 1:0 ფირმინო (59), 2:0 ლალანა (70), 2:1 ჯონსონი (82), 2:2 დეფო (89)

ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, სახო, მორენო - ალენი, ჯანი, ჰენდერსონი (76. ბენტეკე) - ლალანა, მილნერი, ფირმინო

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - ჯონსი (75. იედლინი), კონე, ო’ში, ვან ანჰოლტი - კირკხოფი (66. ჯონსონი) - მ’ვილა, კატერმოლი, უოტმორი (26. ნ’დოი), ხაზრი - დეფო

გაფრთხილება: მორენო - ნ’დოი

კუთხური: 7-2 ჯარიმა: 4-12 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 16(5)-7(2) ბურთის ფლობა: 72%-28%

მაყურებელი: 44 179

ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი 1:0

გოლი: 1:0 მიტროვიჩი (32)

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი - იანმაატი, ტეილორი, კოლოჩინი, აარონსი - შელვი (90. საივე), ტიოტე - თაუნსენდი (88. აიოსე პერესი), ვეინალდუმი, სისოკო - მიტროვიჩი

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1) ფოსტერი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი, ჩესტერი - სანდრო (46. ბერაჰინო), იაკობი - ფლეტჩერი, გარდნერი (46. პიტჩარდი), მაკლინი - ანიჩებე

გაფრთხილება: - მაკკოლი, ჩესტერი, ოლსონი

კუთხური: 8-4 ჯარიმა: 12-12 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 19(7)-7(0) ბურთის ფლობა: 69%-31%

მაყურებელი: 50 152

სტოკი-ევერტონი 0:3

გოლები: 0:1 ლუკაკუ (11-პენ.), 0:2 კოულმენი (28), 0:3 ლენონი (42)

სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, ვოლშაიდი, მუნიესა, პიტერსი - უელანი, იმბულა - აფელაი (62. აირლენდი), შაქირი (62. ოდემვინგი), არნაუტოვიჩი (76. ხოსელუ) - დიუფი

ევერტონი (4-2-3-1): ხოელ რობლესი - კოულმენი, ჯაგიელკა, ფუნეს მორი, ოვიედო - ბერი, მაკარტი (90. ოსმანი) - ბარკლი (87. მირალასი), ლენონი, კლევერლი - ლუკაკუ (76. კონე)

გაფრთხილება: დიუფი -

კუთხური: 6-4 ჯარიმა: 11-8 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 11(3)-14(6) ბურთის ფლობა: 66%-34%

მაყურებელი: 27 733

სუონსი-კრ. პალასი 1:1

გოლები: 1:0 სიგურდსონი (13), 1:1 დანი (47)

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ანხელ რანხელი (87. ნოტონი), ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კორკი, ბრიტონი - სიგურდსონი, რუტლეჯი (61. ბეროუ), პალოსკი (88. გომისი) - ა. აიუ

კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - უორდი, დანი, დელანი, სუარე - იედინაკი, მატჩი - ზაჰა, კაბაი (72. ბოატენგი), ლი (46. შამახი) - ადებაიორი (86. კემპბელი)

გაფრთხილება: ფერნანდესი - დელანი, იედინაკი

კუთხური: 9-5 ჯარიმა: 11-14 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 19(3)-12(2) ბურთის ფლობა: 58%-42%

მაყურებელი: 20 492

ტოტენჰემი-უოტფორდი 1:0

გოლი: 1:0 ტრიპიერი (64)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვიმერი, დეივისი - დემბელე, დაიერი - ერიკსენი (90+2. კეროლი), შადლი (61. ალი), ლამელა (72. სონი) - კეინი

უოტფორდი (4-2-3-1): გომესი - ნიომი, კატკარტი, ბრიტოსი (54. პრიოდლი), აკე - უოტსონი, მარიო სუარესი (46. ბეჰრამი) - ხურადო, აბდი (46. დინი), კაპუ - იგალო

გაფრთხილება: - კაპუ

კუთხური: 15-1 ჯარიმა: 12-9 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 26(9)-3(0) ბურთის ფლობა: 66%-34%

მაყურებელი: 35 997

საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი 1:0

გოლი: 1:0 იოშიდა (9)

საუთჰემპტონი (3-4-3): ფორსტერი - ვან დეიკი, ფონტე, იოშიდა - სედრიკი, ბერტრანი, ვანიამა, კლასი (90+3. უორდ-პრაუსი) - მანე (56. რომეუ), ლონგი, პელე (72. ოსტინი)

ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი - ტომკინსი (61. ბირამი), კოლინსი, რიდი, კრისუელი - ნოუბლი, სონგი - ანტონიო (73. ემენიკე), მოზესი (61. კეროლი), პაიე - ვალენსია

გაფრთხილება: კლასი - ვალენსია, ბირამი

გაძევება: ვანიამა (54)

კუთხური: 4-5 ჯარიმა: 17-10 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 8(2)-18(2) ბურთის ფლობა: 34%-66%

მაყურებელი: 29 161

7 თებერვალი

ბორნმუთი-არსენალი 0:2

გოლები: 0:1 იოზილი (23), 0:2 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (24)

ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი - სმიტი, ფრანსისი, კუკი, დენიელსი - სურმენი - პიუ, გოსლინგი (66. კინგი), არტერი, რიტჩი (66. სტანისლასი) - აფობე (77. გრაბანი)

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, გაბრიელი, კოშელნი, მონრეალი - რემზი, ფლამინი - სანჩესი (82. გიბსი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (67. კოკლენი), იოზილი - ჟირუ (90+3. უოლკოტი)

გაფრთხილება: - ფლამინი

კუთხური: 7-3 ჯარიმა: 6-8 თამაშგარე: 3-6 კარში დარტყმა: 17(4)-10(5) ბურთის ფლობა: 51%-49%

მაყურებელი: 11 357

ჩელსი-მანჩესტერი 1:1

გოლი: 0:1 ლინგარდი (61), 1:1 დიეგო კოსტა (90+1)

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, ზუმა (59. კეჰილი), ტერი, ასპილიკუეტა - მატიჩი (67. პედრო), ობი მიკელი - ვილიანი, ფაბრეგასი, ოსკარი (55. აზარი) - დიეგო კოსტა

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, ბორტვიკ-ჯექსონი - ფელაინი (79. შნეიდერლენი), კერიკი - ლინგარდი (86. დეპაი), მატა (90+5. ერერა), მარსიალი - რუნი

გაფრთხილება: ფლამინი - ბლინდი, ლინგარდი, სმოლინგი

კუთხური: 10-11 ჯარიმა: 6-9 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 16(5)-17(7) ბურთის ფლობა: 49%-51%

მაყურებელი: 41 434

ბომბარდირები: 18 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 16 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 15 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), სერხიო აგუერო (სიტი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 10 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი).

მომდევნო ტური

13 თებერვალი:

სანდერლენდი-მანჩესტერი, სუონსი-საუთჰემპტონი, ბორნმუთი-სტოკი, კრ. პალასი-უოტფორდი, ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი, ნორვიჩი-ვესტ ჰემი, ჩელსი-ნიუკასლი

14 თებერვალი:

არსენალი-ლესტერი, ასტონ ვილა-ლივერპული, სიტი-ტოტენჰემი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zuz
ჰარი კეინი ლესტერში არ თამაშობს, ბომბარდირების ცხრილში შეცდომაა
ddd
ბატონო გიორგი ლესტერს ცხრილიდან გამომდინარე 44 ბურთი აქვს გატანილი, ხოლო ბომბარდირების ცხრილიდან კი მარტო სამ ფეხბურთელს 47გოლი სიტის თამაშში ჰუტმა კიდევ 2 გოლი გაიტანა, ე.ი. სულ 47 გოლი ცოტა დაკვირვება გმართებთ სიუჟეტის გამოქვეყნებამდე და მათემატიკის სრულყოფილი სწავლა გმართებთ.
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
ჯოშუა ზირკზე იტალიის ჩემპიონატს უბრუნდება
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
არადა, შარშან 4 გოლი გაიტანა - "ტოტენჰემი" სავინიოს 95 მილიონ ევროდ შეიძენს
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
სენსაცია. პრემიერლიგაში 9 წლის შემდეგ დაბრუნებულმა "ჰალ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
ხვიჩა ტრავმას გადაურჩა - ქართველის პრეასისტი და პსჟ-ს ფრე "მანჩესტერ იუნაიტედთან"
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს