დუდა სანაძის "სან დიეგომ" "ვესტ ქოუსტის" კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "სენტ მერის" უმასპინძლა და უშანსოდ - 43:60 წააგო
დუდა სანაძის "სან დიეგომ" "ვესტ ქოუსტის" კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "სენტ მერის" უმასპინძლა და უშანსოდ - 43:60 წააგო.

სანდიეგოელებს მიმდინარე სეზონში უწინდელზე სუსტი გუნდი ჰყავთ, რაც შედეგებზეც აისახება. 3 მოგებითა და 9 წაგებით სანაძის გუნდი 10-გუნდიან კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზეა.

"სენტ მერი" კი სოლიდური გუნდია. სტუდენტური ლიგის რეიტინგებში 25 საუკეთესოს შორისაც ჩნდება ხოლმე და "ვესტ ქოუსტის" კონფერენციაშიც "გონზაგასთან" ერთად ჩემპიონობის მოგების მთავარი კანდიდატია.

"სენტ მერის" კალათბურთელებმა "სან დიეგო" პირველივე ტაიმში გვარიანად ჩამოიტოვეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.

მერამდენე თამაშია, სანაძე სასტარტო ხუთეულში არაა, თუმცა მოედანზე საკმაოდ ბევრ დროს ატარებს. მასზე მეტი სანდიეგოელთაგან მხოლოდ ჯიტო კოკმა ითამაშა, რომელმაც 11 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე კი 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა. დუდამ 12-დან 4 ორქულიანი და 3-დან საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა.

მომდევნო მატჩი "სან დიეგოს" 12 თებერვალს, სტუმრად "სანტა კლარასთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
დუდა სანაძის 23 ქულა და პალმერის ბრძოლაში გამარჯვება | ლეგიონერთა ამბები
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება