ვერის ბაღის დარბაზი სპორტის სამინისტროს გადაეცა
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ინფორმაცია საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილებათა შესახებ, რომელშიც გარკვევით ეწერა: თანხმობა მიეცა თბილისის მერიის მ. კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრისა და ა(ა)იპ "მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის" ლიკვიდაციისა და სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებს.

ამის წაკითხვის შემდეგ გაჩნდებოდა ლოგიკური შეკითხვა: ვერის ბაღის დარბაზს ლიკვიდაცია ემუქრება?

სოცქსელიდან თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ვებსაიტზე გადავინაცვლეთ, სადაც გაცილებით ვრცლად და შედარებით გასაგებად იყო მიღებული დადგენილებები ახსნილი:

"...საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია დეპუტატებს მერიის შესაბამისმა საქალაქო სამსახურების უფროსებმა მიაწოდეს.

მათ შორის, თანხმობა მიეცა თბილისის მერიის მ. კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის და მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის ლიკვიდაციას. ამასთან, ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება ა(ა)იპ კალათბურთის განვთარების სპორტული ცენტრის შექმნის თაობაზეც.

წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია აკაკი წერეთლის გამზირზე არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში სახელმწიფო ორგანოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების მიზნით გადაცემა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული უძრავი ქონება შპს "ზაზა ფაჩულიას აკადემიას" სარგებლობის უფლებით, უზურფრუქტის ფორმით გადაეცა.

ხოლო მეორე შემთხვევაში მოხდა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მ. კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლესთან გაფორმებული უსასყიდლო უზურფრუქტის შეწყვეტა და ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა, რამაც საკრებულოს ზემოთ აღნიშნული განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების აუცილებლობა გამოიწვია".

გასაგებია, რომ ლიკვიდაცია დარბაზის განადგურებას არ გულისხმობს. როგორც აღმოჩნდა, საქმე შავად არაა - ვერის ბაღის დარბაზი სპორტის სამინისტროს გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმეწლიანი უქმობის შემდეგ ახლად გარემონტებულ მიხეილ კეკელიძის სახელობის ვერის ბაღის დარბაზში თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მატჩები გაიმართა.

რამდენად დაიტვირთება ეს არენა და კონკრეტულად რა ღონისძიებები დაიგეგმება, ამ დღეებში მოგახსენებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა