"ამხელა თანხაა და ცოტა რომ მეც შევირგო, რა მოხდება?!" - არ უნდა მოხდეს!
ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცებულია. 2016-20 წლებში ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 265 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამას მას შემდეგ ველით, რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა და ცხადია, ამ ამბავს რიგით მოვლენად ვერაფრით შევრაცხავთ.

მეტიც - გვგონია, რომ ეს არის დიდზე დიდი გამარჯვება, რომელსაც განვრცობა სჭირდება და ვერც იმ სკეპტიკოსებს დავეთანხმებით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მათი არგუმენტი ასეთია - ქართულ ფეხბურთში დაახლოებით ამდენი თანხა აქამდეც იხარჯებოდა, შედეგი კი არ ჩანდაო.

მომავალი ყველაფერს გვიჩვენებს, მაგრამ თუ ეს პროგრამა გამჭვირვალე იქნება და ყოველი თეთრი მიზანმიმართულად დაიხარჯება, წესით, ქართული ფეხბურთი გვარიანი პროგრესის გზას უნდა დაადგეს.

კი, თანხა აქამდეც იხარჯებოდა, მაგრამ ეს კეთდებოდა ყოველგვარი გათვლის, წინასწარი გაანგარიშების გარეშე. 6-თვიანი გუნდების შექმნით გამგებლები თუ გუბერნატორები მხოლოდ იმას ახერხებდნენ, რომ რაიონში გარკვეული რაოდენობის ხალხს ასაქმებდნენ. ფეხბურთი კი ვერ ვითარდებოდა.

ერთ-ერთი უმთავრესი, რაც ამ პროგრამამ უნდა გააკეთოს, ის არის, რომ საქართველოში "ექვსთვიანი გუნდების" ეპოქა უნდა დასრულდეს. როცა 5 წლის განმავლობაში შენ იცი, რა თანხა გექნება, გუნდს გემოვნებიანად ააწყობ და ხანგრძლივ გეგმებსაც დასახავ.

მეორეც: ბოლოს და ბოლოს, ქართულ ფეხბურთში უნდა დასრულდეს გუბერნატორებისა და გამგებლების ხანაც. მათ თავიანთი საქმეც თავზე საყრელად აქვთ, ფეხბურთის მენეჯმენტი კი, უმჯობესია, პროფესიონალებმა აკეთონ. საქართველოში ფეხბურთი ჯერაც რჩება სახალხო სპორტად და კონკრეტული გამგებლის "ხოშზე" სულაც არ უნდა იყოს დამოკიდებული, ეყოლება თუ არა გუნდი ამა თუ იმ ქალაქს. საბიუჯეტო კლუბები ათასგვარ უწესობას რომ წარმოშობს, არახალია.

ქართულ ფეხბურთს ახლა თუ რამე გადაარჩენს, კერძო სექტორის გააქტიურებაა. სწორედ ეს უნდა იყოს ჩადებული ამ პროგრამაში. მისი პრეზენტაცია ჯერ არ ყოფილა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ფეხბურთის ფედერაციას უკვე მოფიქრებული აქვს ამ თანხის კონტროლის მექანიზმი.

ზუსტად ვიცი, რომ ბევრი, ამ თანხის სურნელით გაბრუებული, უკვე ხელებს იფშვნეტს. თუ კონტროლის მკაცრი მექანიზმი არ იქნა შემუშავებული, მაშინ ეს პროგრამა მხოლოდ ფურცელზე დარჩება და ფული ისევე უსისტემოდ დაიხარჯება, როგორც აქამდე იხარჯებოდა.

საერთოდ, ნებისმიერი პროგრამა თუ ზოგადად წამოწყება განწირულია წარუმატებლობისთვის, თუ ხალხმა სწორად არ გაიგო მისი მნიშვნელობა და საქმე სწორად არ ვაკეთეთ. ისევ და ისევ, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ ამ ფულს.

საერთოდ, ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ნებისმიერ რამეს ძალიან ხშირად საკუთარი გამორჩენის კუთხით ვუყურებთ, "ამხელა თანხაა და ცოტა რომ მეც შევირგო, რა მოხდება?!" - საკითხისადმი ასეთი მიდგომა დამღუპველი იქნება.

ჯერ ერთი, ყველამ რომ ასე იაზროვნოს, იმ თანხიდან არც აღარაფერი დარჩება, და მეორეც - ნებისმიერი ზღვა კოვზით დაილევა. ეს პროგრამა ქართულ საკლუბო ფეხბურთში მოღვაწე თითოეული ადამიანის წინაშე დიდ გამოწვევას აყენებს.

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ პატიოსნების ტესტი. უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ თუ დიდი საქმის დაგვირგვინება გვსურს, პირადულზე მაღლა ყოველთვის საზოგადოებრივი ინტერესი უნდა დავაყენოთ. კონტროლი კი აუცილებელია, რადგან ჩვენს საკლუბო ფეხბურთში ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით სიტუაცია არ შეიცვლება, რადგან ძალიან ბევრი ჩვენი ფუნქციონერი მიჩვეულია უშრომელი შემოსავლის მიღებას, რადგან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Walkabout
ძალიან დილეტანტური და უაზრო სტატიაა... ფაქტიურად არაფერს ამბობს ავტორი, ან თუ რამეს ვითომ კონკრეტულს ამბობს მაგარ სისულელეებს... იმიტომ დავწერე ეს კომენტარი რომ სხვა დროსაც წამიკითხავს ამ ავტორის შედარებით აზრიანი სტატიები და ეხლა რა ნიძლავი ჰქონდა წაგებული ძალად დაწერაზე?
Shildeli
Salamuri mxolod lerwmisgan itleba .. ...
გიო
სადღეგრძელოა თუ სტატია?ზოგჯერ შათაბეჭდილება მრჩება რომ ამ არაფრისმომცემ ტექსტებს იმიტომ იგონებთ რომ ჰონორარი აიღოთ,თორემ მერამდენედ უნდა დაწეროთ მაგალითად რომ გუბერნატორების ხანა უნდა დასრულდეს?ან რა მტკიცება უნდა იმას რომ ფულ არ უნდა მოიტეხოს?თითიდან გამოწოილი,ძალით გაბერილი შეგონებები
ვანო75
წყალში გადაყრილი ფულია!! ვიღაცეები კარგად გასუქდებიან!! მენეჯმენტი არ არის სპორტულ გუნდებში!!
გუჯა კახაძე
კურძო ინვესტორების მოზიდვა თუ უნდათ მოწინააღმდეგის სწრაფი თავდამსხმელი მეტეორივით ვერ უნდა დაქროდეს ჩვენ მცველებს შორის და "მოულოდნელ" გოლს ვერ უნდა იტანდეს. ასწავლეთ ქართველ ფეხბურთელებს 2 ტაიმის მაღალ ტემპში სირბილი და პროგრამაც გაამართლებს და ქართული ფეხბურთიც მომგებიან სფეროდ გადაიქცევა!!!!
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება