გერმანიის განადგურებამ არაფერი გვარგო, ვერც პორტუგალიასთან მოგება შეგვმატებს რამეს...
მსოფლიო რაგბის ახალ რეიტინგ-ლისტში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ისევ მე-14 ადგილზეა 71,45 ქულით.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის I ტურში გერმანიის ნაკრების განადგურება (59:7) "ბორჯღალოსნებს" რეიტინგში ვერაფრით შეეწია, რადგან მეტოქე საკმაოდ დაბლაა სიაში.

ანალოგიური მდგომარეობაა პორტუგალიასთან დაკავშირებითაც, რომელსაც საქართველოს ნაკრები II ტურში შეხვდება. გერმანელები თუ 26-ე ადგილზე არიან, პორტუგალიელები კიდევ უფრო დაბლა, 27-ე ადგილს იკავებენ.

არადა, ჩვენს გუნდს მე-13 ადგილზე მყოფ ტონგასთან, რომელსაც მილტონ ჰეიგის გუნდმა მსოფლიოს თასზე მოუგო, სულ ცოტა აშორებს - 0,15 ქულა.

ათეულში ორი ცვლილებაა - ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთს გაუსწრო და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ინგლისისგან მიერ დამარცხებული შოტლანდია მე-9 ადგილიდან ორი საფეხურით დაქვეითდა - იაპონიის ნაკრები უკვე მეცხრე ადგილზეა, მეათე კი - ფიჯია.

ქართველი
გამარჯობა, მაინტერესებს მოგებისას როგორ ანაგრიშობენ ქულებს? ვინმემ ხომ არ იცით?წინასწარ მადლობა
yvelas
ნუ დახოცეთ ერთმანეთი:) კეთდება და გაკეთდება ყველაფერი, მთავარია ხელისშემშლელი არავინ იყოს. გასაკეთებელი კი ნამდვილად ბევრია, ნუ ვართ ქართველები სულსწრაფები, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ისე ჟურნალისტების გასაგონად ვიტყვი, რაც უფრო ნაკლებ სკანდალურ სათაურებს მოიგონებთ, უკეთესი იქნება. მთავარია სწორად და სამართლიანად წეროთ. უცხოელებისგან კარგი აიღეთ, თუნდაც მათი პროფესიული მიდგომა თითოეული საკითხისადმი.
kommarkoss
კომმარკოს, შოვინიზმი და რასიზმი რა შუაშია, ეტყობა ამ სიტყვების განმარტება არ იცი. უბრალოდ ჩამოთვლილ ქვეყნებში სპორტული მედიცინა (საერთოდ მედიცინა) ნამდვილად არ არის ჩვენზე მეტად განვითარებული, მაგრამ მაინც ჩვენზე წინ დგანან სარაგბო რეიტინგში. არც კუნძულელების რაგბში იხარჯება ჩვენზე მეტი თანხები, ტონგას კი საერთოდ საერთაშორისო სათამაშო სტადიონიც არ გააჩნია. ასე, რომ ბევრი კეთდება რაგბის დასახმარებლად და წინაც წავიწიეთ და არა მარტო ქართული გენის ხარჯზე. ბუნებრივია საკმარისი არაა და მეტი უნდა გაკეთდეს. სახელმწიფო თუ მეტს დაეხმარება შედეგიც მეტი იქნება. დღეს რა სახსრებიც აქვს ქართულ რაგბს იმასთან შედარებით უფრო მეტია გაკეთებული. თორემ გასაკეთებელი რომ ბევრია ეგ ყველამ ვიცით....
kommarkos
ქომაგს კარგი რა არგენტინაზე რას ამბობ შენ ხომ ცხოვრობ"შვეიცარიაში:" იყავით რეალისტები და ცოტა რასისტულ,შოვინიზმური გამოხტომებს მოეშვით!!!
ქომაგს
რომელი ქვეყნის სპორტულ მედიცინაზე ლაპარაკობ? არგენტინის, სამოას, ფიჯის თუ ტონგას? ამ ქვეყნებში სპორტული კი არა საერთოდ მედიცინის აზრზე არ არიან.
qomagi
საქართველოზე წინ ვინც არის იმ ქვეყნებში ცოტა მაინც თუ წარმოგიდგენიათ რა თანხები იხარჯება ბავშვთა რაგბში რა დონეზეა სპორტული მედიცინა, ადგილობრივი ჩემპიონატები და ა.შ. მაგის ნახევარი გააკეთეთ აქ და მერე იქონიეთ მსგავსი ამბიციები და მადლობა მოუხადეთ ქართულ გენს რის ხარჯზეც ვართ იქ სადაც ვართ!
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
მილტონ ჰეიგი: ქართული რაგბის მომავალი საიმედო ხელშია!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველო VS გერმანია - ვუბრუნდებით "რაგბი ევროპას"
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
რაგბი ევროპა 2016: ვინ უმსაჯებს "ბორჯღალოსნებს" სოჭში რუსეთთან?
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს