გადაწყდა, რომ მსაჯთა ანაზღაურების ახალი სისტემა ძალაში ეროვნული ჩემპიონატის განახლებისთანავე შევა
საქართველოს მთავრობა ბოლო დროს სისტემატურად ინტერესდება უმაღლესი ლიგის კლუბების ბედით. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ ისინი კლუბების პრობლემების მოგვარების გზებს ეძებენ და ხელისუფალნი და საფეხბურთო ოჯახის წევრები ამ თემას ალბათ კიდევ მიუბრუნდებიან.

თავიდან ვიფიქრეთ, რომ სახელმწიფო კანცელარიაში გუშინ გამართული შეხვედრა სწორედ ამ საკითხს ეძღვნებოდა, მაგრამ, როგორც გაირკვა, ამჯერად მთავარი თემა მსაჯთა კორპუსი ყოფილა. შეხვედრას პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა უძღვებოდა, "სამთავრობო აუდიენციას" კი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რვა კლუბის ხელმძღვანელი ესწრებოდა. ზოგ კლუბს პრეზიდენტი წარმოადგენდა, ზოგსაც - მმართველი რგოლის სხვა წევრები.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ კანცელარიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავაც უნდა მისულიყო, მაგრამ შეხვედრამ მის გარეშე ჩაიარა. იქ არც ფედერაციის სხვა წარმომადგენელი მისულა და არც სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელობა. რაც შეეხება პრემიერ გილაურს, იგი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება და შეხვედრას ამიტომ აკლდა.

ამ წერილის წაკითხვა მსაჯებს გაახარებს. ლეჟავამ თქვა, რომ მსაჯთა ანაზღაურების ახალი სისტემა ძალაში ეროვნული ჩემპიონატის განახლებისთანავე შევა. შეგახსენებთ, მათ მატერიალურ წახალისებაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ შარშან დაიწყო და გასახარი იქნება, თუ მსაჯებს მცირე ხელფასი სოლიდურად გაეზრდებათ. რიცხვების სიზუსტეზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ უმაღლესი ლიგის ერთი მატჩის მომსახურებისთვის არბიტრმა დაახლოებით 1 000 ლარი უნდა მიიღოს, თანამსაჯებმა კი - 600.

კლუბების წარმომადგენლებს კანცელარიაში, უპირველესად, სწორედ ამ სიახლის სათქმელად უხმეს, თუმცა მათ სხვა საკითხებზეც ესაუბრნენ. ლეჟავამ იმედი გამოთქვა, რომ ანაზღაურების გაზრდა მსაჯობის დონეს აამაღლებს და მათი დაცულობისადმი მეტი ყურადღების მიქცევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. უმაღლესი ლიგის ბინადრებს მსაჯების საჯარო კრიტიკისგან თავის შეკავება და სტადიონზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერება სთხოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა