რატომ გადაწყვიტა დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდის ყოფილმა ლიდერმა ლანჩხუთის "გურიაში" თამაში

ლანჩხუთის "გურიაში" ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალის მონაწილე, დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვასილ შტანდერი ჩამოიყვანეს. ის ფლანგის თავდამსხმელია, იყო უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების ლიდერი.

19 წლის შტანდერმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი მიითვალა. ზაფხულში მან გუნდი ქართველ ბექა ვაჩიბერაძესთან ერთად დატოვა და უკრაინის პირველი ლიგის ბინადარ კომსომოლსკის "გორნიაკ სპორტში" გადავიდა, თუმცა ნოემბერში ეს კლუბიც დატოვა.

"შახტარიდან" "გურიაში"?! ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ლანჩხუთში ითამაშებს

"ლელომ" შტანდერთან ინტერვიუ ჩაწერა:

- საქართველოში თქვენი ნახვა ძალიან გაგვიკვირდა...

- დიდი ხანია, რაც უკრაინიდან წამოსვლა მსურდა. გუნდის პორტუგალიელ მწვრთნელთან ურთიერთობა არ ამეწყო. მათ ჩემი იჯარით გაშვება გადაწყვიტეს. ახლა კი თავად აღარ მსურს არც "შახტარში" და არც უკრაინაში დაბრუნება.

- უკრაინაში სიტუაცია ასე გაუარესდა?

- სამწუხაროდ, ასეა. ჩათვალეთ, რომ უკრაინაში ფეხბურთი აღარ არის. ამას იქაური ფეხბურთის მანკიერებებიც ემატება, რაზეც ახლა ლაპარაკი არ მსურს... მეორე ფაქტორი ისაა, რომ "შახტარში" ახალგაზრდებს დიდად არ ენდობიან. ამიტომ ახალი გუნდის მოძებნა გადავწყვიტე. ამ დროს, აგენტმა საქართველოში თამაში შემომთავაზა და დავთანხმდი. რატომაც არა?!

- გიორგი არაბიძეს იცნობთ?

- არაბიძე მაშინ ჩამოვიდა, როცა მე უკვე წასვლა მსურდა, მაგრამ ერთად რამდენჯერმე ვივარჯიშეთ და ძალიან მომეწონა. მაღალტექნიკური ცაციაა. მიმაჩნია, რომ ძლიერი ფეხბურთელი გაიზრდება.

- დიდხანს გითამაშიათ ბექა ვაჩიბერაძესთან ერთად, წარმატებებსაც ერთად აღწევდით...

- ბექა ჩემი ახლო მეგობარია. სხვათა შორის, გუნდიც ერთად დავტოვეთ. მშვენიერი ნახევარმცველია, მოედანს კარგად ხედავს. სხვათა შორის, წამოსვლამდე ბექას დავეკითხე და მითხრა, რომ საქართველოში გულთბილი ხალხი ცხოვრობს.

- "შახტარის" 19-წლამდელებში იყო ილია იჩუაიძეც. მასზე საერთოდ არაფერი ვიცით...

- ილიას ქართველი მშობლები ჰყავს, მაგრამ უკრაინაში, დნეპროპეტროვსკშია გაზრდილი. იუნიორთა ლიგაში სულ ძირითადში თამაშობდა, მერე კი ჯვარედინი იოგები გაუწყდა, უმძიმესი ტრავმა გადაიტანა... თუმცა მოედანს უკვე დაუბრუნდა. სხვათა შორის, ნიჭიერი მარცხენა მცველია.

- საქართველოში თამაშით რას ელით?

- შევეცდები, გუნდში ადგილი დავიმკვიდრო. აქ ეს იოლი არ იქნება. ბევრი კარგი გუნდი და მოთამაშეა. ისეთ ფეხბურთს თამაშობენ, რომელთან ადაპტაციაც იოლი არ იქნება.

- განსხვავება ტემპშია. საქართველოში ფეხბურთელები ნაკლებს მოძრაობენ და ბევრს ლაპარაკობენ...

- (იცინის) ყველა ქვეყანა თავისებურია. ქართველები კი ემოციურები ხართ... ისე, ფაქტია, რომ "შახტარში" გაცილებით უკეთესი სათამაშო დისციპლინა იყო, ვიდრე ქართულ გუნდებში და მოთხოვნებიც გაცილებით მაღალია. ისიც გამიკვირდა, აქ ხისტი თამაში რომ უკვირთ. არადა, დღეს ფეხბურთი ასეთია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nika
შენ ფეხბურთელი ხარ თუ უმისამართო ავტობუსი??????
achi 77.
მალადეც გურიას და რაიონის გამგებელს. ბრავო.
ika
ეს მართლა შახტარში თამაშობდა თან ახალგაზრდა და გურიამ დაითრია ? :D:D:D:D:D
ალეკსანდრე
რაგაც ძალიან საეჩვოა 19თა ლიდერი ტავისიტ ცამოსულიკო შახტარიდან
jariskacis mama
აქ რამ მოგიყვანა შენ მადლიანო,ჰაა..
zangura
ეს ცუდათაა მემგონი :D რა უკრაინაში ფეხბურთი არ არსებობს, რა შახტარში ახალგაზრდებს არ ენდობია? :D მემგონი არ იცის სად ჩამოვიდა :D
giga
მოიცა გაიცნობ აქაურ მანკიერებებს :D :D :D :D :D :D
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
საპოვნელა-გურია 0:2 - ფრანგულ-უკრაინული გოლებით [VIDEO]
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
დონეცკის "შახტარის" ქართველები ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდნენ
ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
"შახტარიდან" "გურიაში"?! ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ლანჩხუთში ითამაშებს
ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა
"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
უკრაინული მედია: "შახტარში" ფერნანდინიოს "ქართველი პისარო" შეცვლის! [VIDEO]