"ოლიმპიას" "მაქაბისთან" მატჩი რომ მოეგო, უფრო ომახიანად ვიტყოდით, 25 წუთი და 15 ქულა შერმადინის საევროლიგო რეკორდებიაო

გიორგი შერმადინმა თავისი დღიურის ბოლო გვერდზე დაწერა: ძალიან მაინტერესებს მძიმე ცენტრ სოფოკლის შორციანიტისის წინააღმდეგ ბრძოლა. აქამდე მასთან არ მითამაშიაო. გუშინ ღამით გიორგის "ოლიმპია" სოფოკლისის "მაქაბიმ" თელ-ავივში მიიღო და 104:67 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა სლოვენიელებს დიდი სხვაობით სძლიეს, ვერ ვიტყვით, რომ "მაქაბის" ცენტრებმა, შორციანიტისმა და მილან მაჩვანმა შერმადინს აჯობეს. მათ ერთობლივად 12 ქულა და 2 მოხსნა მიითვალეს, ხოლო გიორგი შერმადინმა 25 წუთში - 15 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება. მასზე მაქაბელები 8-ჯერ დაჯარიმდნენ. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით გიორგი პირველი ოლიმპიელი იყო - 22.

გაცილებით "ომახიანად" ვიტყოდით, 25 წუთი და 15 ქულა შერმადინის საევროლიგო რეკორდებიაო, "ოლიმპიას" მატჩი რომ მოეგო. თუმცა რომელ მოგებაზეა ლაპარაკი, როცა "მაქაბიმ" მეორე პერიოდშივე გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი.

მწვრთნელმა დევიდ ბლატმა (რუსების ნაკრებსაც წვრთნის) სასტარტო ხუთეულში მძიმე შორციანიტისი გამოიყვანა, მაგრამ მალევე შეცვალა და "მაქაბი" შეტევისას "სინათლის სიჩქარით" ათამაშდა. დაცვისას კი მოედნის მთელს სივრცეზე მიმართავდა პრესინგს, რომლის წინააღმდეგ "ოლიმპიას" მწვრთნელს იარაღი არ აღმოაჩნდა. მე-13 წუთისთვის "მაქაბი" 37:12-ს იგებდა.

მასპინძლები მეორე ტაიმში ტემპსაც კარგად არეგულირებდნენ და სიტუაციასაც. გამარჯვება კი მე-13 წუთის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დამდგარა.

ერთ სასიამოვნო ამბავზეც უნდა გავამახვილოთ მკითხველის ყურადღება: 2005 წლის შემდეგ ვლადიმერ ბოისამ ევროლიგაზე პირველად ითამაშა. მან მოედანზე 1:37 წუთი გაატარა, თუმცა დროის ამ მცირე მონაკვეთში სტატისტიკის შევსება ვერ მოასწრო.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა